დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

28 February, 2015

გალერეა: ABCDEFGeek vol. 1 - ანბანი ნერდებისთვის



არტისტმა და ილუსტრატორმა ოტის ფრამპტონმა (Otis Frampton) გადაწყვიტა შეექმნა ინგლისური ანბანი, რომლის თითოეული ასო ასოცირებული იქნებოდა თანამედროვე პოპ-კულტურის წარმომადგენლებთან - მაგალითად, „ჰ“ - ჰანიბალთან, „მ“ - მარველთან, „ზ“ - ზელდასთან და ა.შ. აქცენტი ძირითადად გაკეთებულია სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და კომიქსების პერსონაჟებზე. ასე რომ თქვენ წინაშეა ანბანი ნერდებისთვის, ნაწილი I, რომელშიც „ნ“ ნიშნავს „ნერდს“.



























გაგრძელება იქნება...


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


26 February, 2015

ცოტნე ცხვედიანი - ქალაქი და წმინდანები (მიმოხილვა)


გულწრფელად რომ ვთქვა, თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებთა 90%-ს არ ვიცნობ. თითქოს რაღაც უხილავი ბარიერი არსებობს ჩემსა და ამ ნაწარმოებებს შორის. რამდენჯერაც გადავწყვიტე ამ უკანასკნელის ყიდვა, მაღაზიის დახლთან ბოლო მომენტში შევცვალე გადაწყვეტილება და უცხოურ ლიტერატურაზე შევაჩერე არჩევანი. თავიდან ამ ჩემს თავისებურებას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ როდესაც ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, მერე დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ რატომღაც ყიდვამდე ნეგატიური განწყობა მქონდა თანამედროვე ქართული მწერლობის მიმართ. ჩემი ლიტერატურული ,,წყურვილის“ დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებად უცხოური მწერლობა მიმაჩნდა. თუმცა რამდენიმე კვირის უკან, მივიღე ინფორმაცია, რომ გამოვიდა ახალი ქართული წიგნი ცოტნე ცხვედიანის ავტორობით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანთან მე კარგი ურთიერთობა მაქვს, გადავწყვიტე შემეძინა მისი ნაშრომი, გამეგო რა თემაზე და რა სტილით ჰქონდა ნაწერი. შევიძინე კიდეც ეს წიგნი, რომელიც რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ჩემზე ნამდვილად მოახდინა ამ ნაშრომმა შთაბეჭდილება, რადგან აშკარად იგრძნობა, რომ იმ პრობლემებზე, რომელზეც საუბარია წიგნში, უთუოდ ნაფიქრი აქვს ავტორს და თავისი უშუალო დაკვირვებით მთელი ემოციით წარუდგინა ამ პრობლემათა აქტუალურობა მკითხველს.

პირველ რიგში, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის თემა, რომლის წინა პლანზე წამოწევა გადაწყვიტა მწერალმა. საქართველოს პროვინციულ ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უკიდეგანო სოციალური გაჭირვება, ცხოვრების ნელი ტემპი, სრული უმოქმედობა. შესაბამისად არანაირი სოციალური თუ მენტალური პროგრესი, უპერსპექტივობა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოს გადარჩენის იდეას. მწერალმა სწორედ ამ ,,სენებით“ დაავადებულ და უპატრონოდ მიტოვებულ ხალხზე გადაწყვიტა საუბარი. ხალხზე, რომლებიც საზოგადოების ნაწილს მიაჩნია უმცირესობად, სინამდვილეში ის უმრავლესობაა, რომელზედაც თანამედროვე ტელევიზია სამადლოდ ერთ-ორ სიუჟეტს თუ გაიმეტებს. როგორც ხვდებით, ავტორი საუბრობს არა ისეთ საქართველოზე, როგორსაც ჟურნალისტები ხატავენ, სადაც არანაირი სოციალური გაჭირვება არ არის, სადაც ყველა ბედნიერია, არამედ ისეთ საქართველოზე, რომელიც რეალურად არსებობს. ფაქტობრივად, ის რკინის ფარდა, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის ფარგლებში ყოფნის დროს არსებობდა, კვლავ არსებობს, რადგან ქვეყანა არის მხოლოდ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ხოლო თავის-უფალი კი არა.

მთელი ეს აზრთა ბუკეტი გაბნეულია 5 მოთხრობაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბებია, მათ მაინც საერთო იდეა აერთიანებს. ისინი უხილავი ძაფებით არიან გადაბმულები ერთმანეთთან, რომლებიც საქართველოს რეალური სოციალური თუ კულტურული მდგომარეობის ანარეკლს ქმნიან. მაგალითად, ,,ანდერგრაუნდი“, ‘’შობა“ და ,,ოქროს ქალაქი“ ის მოთხრობებია, სადაც მკითხველს თვალნათლივ წარმოუდგება საქართველოს პროვინციებში მცხოვრებთა სოციალური გაჭირვება. კერძოდ საუბარია მეშახტეებზე, რომლებიც მიუხედავად მონური სამუშაოსი, იმდენი ხელფასიც არ აქვთ, რომ ოჯახი განათლებითა და ელემენტალური საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგონ. ამ სამ მოთხრობაში, თქვენ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც კი არ ცხოვრობენ, არამედ მხოლოდ არსებობენ, დღიდან დღემდე თავი გააქვთ. ,,ანდერგრაუნდში“ მწერალს კარგად აქვს ნაჩვენები ის პრობლემა, რომ მძიმე სოციალურმა პირობებმა გაცილებით სხვა ეროვნულ კატასტროფას შეიძლება ჩაუყაროს საფუძველი, ვიდრე უბრალოდ სიღარიბეა. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოლოგიის დამახინჯება, რის შედეგადაც ვიღებთ გაბოროტებულ ახალგაზრდობას, რომლებიც უკვე საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლები აღარ (ვეღარ) არიან. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც გასუქებული ჩინოვნიკებით და მხოლოდ ,,დავარცხნილი“ საუბრით ამარაგებს მშიერ მოსახლეობას.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნს ეპიგრაფად აქვს მსგავსი ფრაზა (ნაწყვეტი): ,,ამ წიგნში არ არის სიხარული“, თქვენ ნახავთ, რომ ამ უკიდეგანო მწუხარებით მოცულ ამბებში მაინც რჩება იმედის ნათელი წერტილი, რომელიც სასოწარკვეთილებამდე მისულ ხალხს აძლებინებს. ,,შობაში“ ეს ,,ნათელი წერტილი“ არის შვილიშვილის სტუმრობა ბაბუასთან, რომელსაც უკიდეგანო გაჭირვებამ ზღაპრის მოყოლის უნარიც კი დაუქვეითა და არ იცოდა შობისთვის ჩამოსულ ბავშვისთვის რა მოეყოლა. თუმცა ის, რომ მის მიერ გაკეთებული სიკეთე ოდესმე უკან სასიცოცხლო ენერგიად დაუბრუნდება, ჩანს შვილიშვილის ყოვლად მოულოდნელი სიტყვებიდან: ,, ძია ელი, წელს მე მაქვს შენთვის ზღაპრები...“ ანალოგიურ შემთხვევას ვხვდებით ,,ანდერგრაუნდშიც“, სადაც იმედის სიმბოლოდ წარმოდგენელია ის მერცხლები, რომელთა ამბავიც მსუბუქ მელოდიად გასდევს მთელ ნაწარმოებს.

ძალიან საინტერესო და ჩემთვის ალბათ უნიკალური მოთხრობაა ,,სოხუმი“. ისეთი კუთხითაა დაწერილი, რომ ვერც კი იფიქრებთ, რომ მწერალი ამ ქალაქში ნამყოფი არ არის და თავის თავზე არ წერს ამ ყველაფერს. ისე დეტალურად აქვს ყველაფერი აღწერილი, დაწყებული გეოგრაფიული მდებარეობიდან დამთავრებული საზოგადოების საქმიანობით, რომ პირდაპირ აღვფრთოვანდი. ეს მოთხრობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ ჰგავს სხვა დანარჩენ მოთხრობას, მასში არის ისეთი თემები, რომლებიც სხვა დანარჩენ მოთხრობებში არ არის. სოხუმში ნახავთ იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელიც ამ ტერიტორიის დაკარგვამ გამოიწვია. თუმცა სამწუხაროა, რომ თავად ამ ქალაქში, ეს სულისკვეთებაც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა ან უბრალოდ მახინჯდება, კერძოდ ფსევდოპატრიოტიზმად იქცევა. ახალგაზრდობა შავი მორევისკენ მიემართება, ხოლო იქ სადაც ახალგაზრდობა არ არსებობს, არ იარსებებს არანაირი იმედიც რამის გამოსწორებისა. რატომ იკარგებიან ამ მოთხრობაში ახალგაზრდები? იმიტომ რომ იქ არსებული რკინის ფარდა ადამიანის მონდომებაზე ძლიერი აღმოჩნდა. ინფორმაციულმა, კულტურულმა ვაკუუმმა საზოგადოების დემორალიზაცია გამოიწვია. სოხუმში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია. როგორც მწერალი წერს, ,, აქ ახალგაზრდები არ არსებობენ. შეგიძლიათ შეხვდეთ ოციოდე წლის ბიჭს, რომელიც ჩვეულებრივი ბებერი, ღიპიანი ბიძაა“. ნაწარმოებში ნახავთ, რომ ამ უპერსპექტივობამ შეიწირა რამდენიმე ახალგაზრდის ნიჭი, ხოლო ზოგიერთების სიცოცხლეც კი. იდეურად, ამ კულტურული სიცარიელის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი მოთხრობა ,,Post Industrial Boys”, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ მიუხედავად საქართველოს დამოუკიდებლობისა, სოხუმის მსგავსად (თუმცა არა იდენტურად), აქაც ,,რკინის ფარდასთან“ გვაქვს საქმე. შეიძლება ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს განათებულმა თბილისმა და ქვეყანა მართლაც ტელევიზიაში წარმოდგენილ სახელმწიფოდ აღიქვას, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ნახავთ რომ ისეთი სახელმწიფო, სადაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი თავკომბალა ქალაქი ფუნქციონირებს, სადაც ყველა პროვინციელი ადამიანი გარბის, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ,,ოქროს ქალაქს“, ისიც საკმაოდ ორიგინალური მოთხრობაა და როგორც ვიცი, ავტორის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად შევიდა ამ კრებულში. ბუნებრივია, როგორც წინა ოთხ ნაწარმოებში, აქაც სოციალურ გაჭირვებასთან გვაქვს საქმე, რამაც თავად ოჯახში გამოიწვია უკიდურესი დაძაბულობა და ოჯახის წევრებს შორის განხეთქილება, ოღონდ იმ მკვეთრი განსხვავებით, რომ ამ ამბავს გამუდმებით თან სდევს რაღაც რომანტიკული იდეა, ანუ იმედი, რომ მომავალში მოვლენები სასიკეთოდ შეიცვლება. მეშახტეების ოცნება, რომ ქალაქში ოქროს საბადოს გახსნიან, რეალობად იქცევა, მაგრამ როგორც ნამდვილად ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რეალობა ხშირად ისეთი არ არის, როგორსაც ერთი შეხედვით წარმოვიდგენთ. ,,მსუქანი ჩინოვნიკების“ დაპირების მიუხედავად, რომ ყველას დაასაქმებდნენ, მხოლოდ მოსახლეობის ნაწილი დასაქმდა, მათაც მინიმალურ ხელფასზე მოუწიათ დათანხმება, თუმცა საოცარია ის განწყობა, რომელიც მიუხედავად ასეთი იმედგაცრუებისა, მაინც დარჩა საზოგადოებაში, რადგან აშენდა (არასრულყოფილად, მაგრამ მაინც) ის ,,ოქროს ქალაქი“, რომელზეც ოცნებობდა დიდი თუ პატარა.

როგორც ხვდებით, მწერალმა სწორი აქცენტები დასვა. დაწერა თემაზე, რომელზეც ფაქტობრივად არ დაწერილა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. ფაქტია, რომ ამ ადამიანს სურდა ეთქვა, რომ როდესაც რომელიმე კუთხეში დასასვენებლად ან სხვა მიზნით მიდივართ, ჩვენს დანიშნულების წერტილამდე გავლილი სოფლები თუ პატარა ქალაქები არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობები, რომლებიც ჩვენი ადგილსამყოფელის დაზუსტებაში გვეხმარება. იქ ხალხი ცხოვრობს... უკაცრავად, კი არ ცხოვრობს, არსებობს...


ავტორი: გიორგი წერეთელი


25 February, 2015

გალერეა: Hobbit Art

Azog the Defiler

ოტის ფრამპტონის არტი: ჰობიტი 
Hobbit Art by Otis Frampton

Bilbo Baggins
Gandalf the Grey
Thorin
Balin
Dwalin
Bifur
Bofur
Bombur
Dori
Nori


Ori
Fili
Kili
Gloin
Oin
Gollum
Goblin King
Gothmog
Legolas & Gimli

ავტორი: გიორგ ნაკაშიძე


24 February, 2015

გალერეა: „ნარუტოს“ გაცოცხლებული პერსონაჟები


2014 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა „ნარუტოს“ მანგას ფინალური მე-700 ნომერი, რომლითაც დასრულდა ნარუტოს 15 წლიანი ქრონიკები (თუმცა, როგორც მასაში კიშიმოტომ განაცხადა, 2015 წლის გაზაფხულზე ის დაიწყებს სექველზე მუშაობას). თუმცა, კვლავ შეგიძლიათ უყუროთ ნარუტოს ანიმეს, რომლის მე-400 სერიის პრემიერა წინა კვირას შედგა.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ნარუტოს მიუზიკლის შესახებ, რომელშიც მოთხრობილი იქნება ფრენჩაიზის პირველი 27 ნომრის სიუჟეტი. მიუზიკლის პრემიერა შედგება იაპონიაში მარტის შუა რიცხვებში.

იქედან გამომდინარე, რომ ყველა ნარუტოს ფანს ერთხელ მაინც უნატრია ამ ეპიკური საგის რომელიმე პერსონაჟი მაინც ეხილა რეალურად (რისთვისაც საკმარისი არ არის ქოსპლეებზე წარმოდგენილი კოსტუმებისა და სხვადასხვა ფან-არტის ნახვა), ამ პოსტში გთავაზობთ მიუზიკლის ქასტის სურათებს, რომლებიც მართლაც და შთამბეჭდავად გამოიყურებიან. პირადად, როგორც „ნარუტოს“ ფანს, მინდა აღვნიშნო მაქსიმალური მსგავსება ანიმეს პერსონაჟებსა და წარმოდგენილ ქასტს შორის. 

ასე რომ, თქვენს წინაშეა გრიმიორებისა და დიზაინერების გასაოცარი ნამუშევარი, რეალური მსახიობების მიერ გაცოცხლებული „ნარუტოს“ პერსონაჟები.























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე