დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

30 May, 2015

გალერეა: ცნობილი სახეები კლასიკურ პორტრეტებზე

ერთ-ერთ წინა პოსტში შემოგთავაზეთ გრაფიკული რედაქტირების საიტ Worth1000.com-ის მომხმარებელების მიერ შექმნილი სერია „სუპერგმირები კლასიკურ ნახატებზე“. ეს პოსტი კი ერთგვარად წარმოადგენს ამ თემატიკის გაგრძელებას, ოღონდ კლასიკურ პორტრეტებზე სუპერგმირების ნაცვლად გამოსახულია თანამედროვე ცნობილი სახეები, განსაკუთრებით კი მსახიობები.





















ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


ვიწყებთ მარსის კოლონიზაციას

კიმ სტენლი რობინსონი - მარსის ტრილოგია
წიგნი პირველი: წითელი მარსი 

პირველად მისტერ რობინსონის შესახებ რიდლი სკოტის დოკუმენტურ ფილმების სერიიდან („წინასწარმეტყველი ფანტასტები“) შევიტყვე. ამერიკული გარეგნობის შუა ასაკში შესული ხმელი ამერიკელი, დავარცხნილი თმითა და კლასიკური რუხი ფერის სამოსით საინტერესოდ მიმოიხილავდა ფილიპ დიკის, აიზეკ აზიმოვისა და სხვათა შემოქმედებას. თავად რობინსონს კი სუბტიტრად ეწერა: Kim Stanley Robinson, author of Red Mars. რა თქმა უნდა, საინტერესოა, ვინ არის ეს კიმ სტენლი ისეთი, რომ ცალკე თავად და ცალკე სკოტი თავს უფლებას აძლევენ, თამამად ისაუბროს ჟანრის კლასიკოსების შემოქმედების დეტალებზე. აღმოჩნდა, რომ რობინსონი, რომელიც ამჟამად 63 წლისაა, ამერიკის თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკის ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავადაა მიჩნეული, მისი "წითელი მარსის" შესახებ კი თვით სერ არტურ კლარკს უთქვამს - ეს საუკეთესო წიგნია წითელი პლანეტის შესახებ და მომავალმა კოლონიზატორებმა აუცილებელ სახელმძღვანელოდ უნდა გაიხადონო.

ბუნებრივია, სამეცნიერო ფანტასტიკამ ფრთები წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან გაშალა. თან იმგვარად, რომ პირდაპირ ღია კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მზის სისტემის პლანეტების შესაძლო დასახლებაუნარიანობაზე არც თუ ბევრი სერიოზული წიგნი შემოგვრჩა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მეცნიერთა ნაკლებად იმედის მომცემი განცხადებებია დედამიწის, როგორც ერთადერთი სიცოცხლის წყაროს არსებობის შესახებ. თუმცა, იმავე მეცნიერების მტკიცებით, ეს ერთადერთი დედა -პლანეტა სამუდამოდ ვერ გაძლებს და ადამიანებს ადრე თუ გვიან სხვა "მშობლის" მოძებნა მოუწევთ.

მარსის ტრილოგია, განსაკუთრებით კი მისი პირველი ნაწილი - "წითელი მარსი", სწორედ წითელი პლანეტის დასახლებას ეხება. მეცნიერთა ას კაციანი ჯგუფი იგზავნება დედამიწიდან, რათა მათ შეისწავლონ მარსის ზედაპირი, დადგან პირველი კოსმოსური სადგურები, გაუშვან სატელიტები, დაამყარონ კავშირი დედამიწასთან და შექმნან ნიადაგი მარსის კოლონიზაციისთვის. ამ პერიოდში დედამიწა სულის ღაფვის რეჟიმშია, განუწყვეტელმა პოლიტიკურ-სოციალურმა დაპირისპირებებმა პატარა ერები თითქმის მთლიანად შთანთქა, მსოფლიოს უმძლავრეს კოსმოსურ სახელმწიფოებად კი კვლავაც რუსეთი და ამერიკა რჩებიან. სწორედ მათ დააკომპლექტეს მარსის პირველი კოლონიზატორების ჯგუფის დიდი ნაწილი. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ცივ ომს ვერ ვუწოდებთ, თუმცა არც მთლად მეგობრული ეთქმის. მარსზე გაგზავნილი კოსმონავტები კი, ბუნებრივია, სახელმწიფო პოლიტიკის ერთგულნი რჩებიან.

წიგნის ყველაზე საინტერესო ხაზი, ვფიქრობ, სწორედ მისი პერსონაჟების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაა. გარდა კლასიკური ნაციონალური ქიშპობა -შეჯიბრობითობისა, აქ უკვე წინა პლანზე გადმოდის კიდევ ერთი საინტერესო - მონათესავე ოჯახების შექმნის - საკითხი, რომელმაც, მათი აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მარსის შემდგომ განვითარებას. განვითარების შესახებ აზრი კი ორად იყოფა. და ამ შემთხვევაში წარმომავლობა უკვე აღარაფერ შუაშია. საქს რასელი და მისი თანამოაზრები თვლიან, რომ მარსის ბუნებრივ ყოფაში ჩარევა უკვე მოხდა და ახლა დედამიწელები ვალდებულნიც კი არიან, შექმნან ის ისეთად, როგორიც საჭიროა ადამიანთა საცხოვრებლად. ენ ქლეიბორნი კი თვლის, რომ ადამიანებს არ აქვთ უფლება, შეცვალონ რაიმე იქ, სადაც ისინი არავის დაუპატიჟებია. ამ ორი მთავარი თეზისის პარალელურად აზრი იყოფა უამრავ თემაზე, რომლებზე კამათიც თავიანთი ზესახელმწიფოების საუკეთესო მეცნიერებს ხშირად მოკინკლავე ბავშვების პოზიციაშიც კი აგდებს.

საბოლოოდ, მარსზე ადამიანური ცხოვრება წარმატებით ვითარდება და ისინიც ნელ-ნელა ეგუებიან ახალ გარემოს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიემართება დაუსახლებელი პლანეტისკენ. უფრო და უფრო მეტი დედამიწელი ცდილობს გაექცეს ერთ დროს საყვარელ მშობელს, რომელსაც ახლა ზედმეტი ნაოჭებისგან სახე მთლად შეცვლილი აქვს და ძველებური სილამაზის აღარაფერი ატყვია. მდგომარეობა ამერიკის კონტინენტზე პილიგრიმების გაუაზრებელი ექსპანსიების მსგავს ელფერს იძენს. ყველას სჯერა, ან სურს, რომ სჯეროდეს - წითელი მარსი შესაძლებელია ოდესმე გახდეს მწვანე... ან ლურჯი...

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი აგერ უკვე ოცდამეორე წელია ახალ და ახალ ტირაჟებს ითვლის, მისი შინაარსისადმი ინტერესი მსოფლიო მკითხველში არ იკლებს. მართლაც, მიუხედავად დიდი მოცულობისა, რომელიც ასევე გაჯერებულია საკმაო რაოდენობის დეტალური სამეცნიერო-ტექნიკური აღწერებით (რომლის გარეშეც ასეთი სერიოზული სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის შექმნა შეუძლებელიც იქნებოდა), წიგნი მაინც ჩვეულებრივ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც იმდენად კარგად არიან გაშიფრულები, რომ ისინი მკითხველისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან. ნამდვილად არ ვიცი რა მიზანს ისახავდა ავტორის მხრიდან მულტინაციონალური ეკიპაჟის ამგვარად წარმოჩენა, მაგრამ ფაქტია, რომ მომენტებში კოსმოსი, უზარმაზარი ხომალდები და შენობებით ახლად  დამძიმებული მარსი საერთოდ გავიწყდება და რომელიმე რუსი პროფესორი ქალბატონის გულშემატკივარი ხდები ფრანგი ან ამერიკელი კოლეგის გულის (და არამარტო) მოგებისთვის ბრძოლაში.

წითელი მარსი არის ძალიან ძლიერი რომანი. არის ძალიან ძლიერი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი და არის ძალიან ძლიერი დასაწყისი ტრილოგიისთვის. ტრილოგია მთლიანად წითელ პლანეტას ეხება, თუმცა, მეორე ნაწილი ("მწვანე მარსი"), უკვე მარსზე ბუნებრივი რესურსების შესაძლო აღმოცენებაზე მოგვითხრობს. წიგნის რამდენიმე თავის წაკითხვაც კი საკმარისია, რომ ორივე ხელი აწიოთ მისტერ რობინსონის წინაშე. სავარაუდოდ, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ იმ პატივცემულ ხალხს, პირველივე წელს ნებულას პრემია რომ არგუნეს „წითელ მარსს“. 

„მაშ, დავიწყოთ.
სანამ ჯერ ისევ შესწევს ჩვენს ხომალდებს ფრენა,
სანამ ჯერ ისევ შესწევს ძალა ჩვენს მკლავებს.“


ავტორი: ირაკლი სულაძე

23 May, 2015

გალერეა: სუპერგმირები კლასიკურ ნახატებზე


ამ პოსტში მოცემულია გრაფიკული რედაქტირების და ფოტოგრაფიის საიტის Worth1000.com-ის მომხმარებლების მიერ შექმნილი ფოტოები, რომლებზეც თანამედროვე სუპერგმირები: ფლეში, დედპული, ვანდერ ვუმენი და სხვა გმირები გამოსახულნი არიან ვან გოგის, რემბრანდტისა და რენესანსის პერიოდის კლასიკურ ნახატებზე.


























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


20 May, 2015

გალერეა: უცნობი (რეალური) სუპერგმირები



Real Life Superheroes წარმოადგენს სუპერგმირების სუბკულტურით მოხიბლული ამერიკელი ფოტოგრაფის - დინ ბრედშოუს ნამუშევრების სერიას, რომელშიც მან ფოტოსურათებზე ასახა ჩვენს გარშემო რეალურად მცხოვრები სუპერგმირები. გარდა სახელებისა და ადგილმდებარეობისა, მათზე ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
© Dean Bradshaw

Name: Sakura – Location: Los Angeles, CA

Name: Unknown – Location: Unknown

Name: We The People – Location: Southern Nevada

Name: Nihilist – Location: Salt Lake City, UT

Name: Good Samaritan – Location: Los Angeles, CA

Name: The Nightbug – Location: San Francisco, CA

Name: Power Boy – Location: Alexandria, MN

Name: The Vigilante Spider – Location: San Diego, CA

Name: Grim – Location: San Diego, CA

Name: Divine Force – Location: San Diego, CA

Name: Chesire Cat – Location: Unknown

Name: Deimos – Location: Los Angeles, CA

Name: Moon Knight – Location: Chicago, IL

Name: The Golden Don – Location: Unknown

Name: Crimson Crow – Location: San Diego, CA

Name: Geist – Location: Rochester, MN

Name: Urban Avenger – Location: San Diego, CA

Name: Lucid – Location: Los Angeles, CA


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე