1945 წლის 15 თებერვალს გერმანიის ქალაქი დრეზდენი დაიბომბა ბრიტანელების მიერ. გარდაიცვალა ათასობით ადამიანი და უამრავი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მიწასთან გასწორდა. ამ დროს კურტ ვონეგუტიც იქ იმყოფებოდა. ის ომის ტყვე გახლდათ და შრომით ბანაკში ამუშავებდნენ. ვონეგუტი და მისი თანამოაზრეები მიწისქვეშა სასაკლაოში ცხოვრობდნენ, რომელსაც ექრვა "Schlachthof Fünf". (სასაკლაო ნომერი 5) სწორედ მიწისქვეშეთმა იხსნა ისინი დამომბის და ცოცხლად დაწვისგან.
დაბომბვის შემდეგ კურტს და სხვა პატიმრებს დაავალეს ცხედრების შეგროვება და დამარხვა. საბოლოოდ, კურტმა გაქცევა მოახერხა და ოჯახსაც გაუგზავნა წერილი, სადაც მოკლედ მოუთხრო თუ რა გადახდა თავს. წერილი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ
ამ ამბებიდან 5 წლის შემდეგ კურტმა მისი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა. 25 წლის შემდეგ კი გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი Slaughterhouse-Five, or The Children's Crusade: A Duty-Dance with Death, (სასაკლაო ნომერი 5 ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა), რომელმაც ნელ-ნელ აღიარება მოიპოვა. ამერიკის სკოლებში ეს წიგნი სასკოლო პროგრამაშიც კი იქნა შეტანილი.
1997 წელს ვონეგუტი სტუმრად ეწვია ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც კონფერენციის თემა სწორედ მეორე მსოლფიო ომი და დრეზდენის ამბები იყო. ქვემოთ არის ამ საუბრიდან 5 წუთიანი მონაკვეთი:
ჩემთვის განსაკუთრებით ეს ფრაზა იყო დასამახსოვრებელი: ,,ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ძლიერი წიგნის მესიჯი გახლავთ ის რომ, ადამიანი მარტო არ არის! კარგი წიგნები ახალგაზრდებს ეხმარებიან თვითგამორკვევაში და აძლევენ რწმენას, რომ მეგობარი ყოველთვის გვერდში ჰყავთ! ,,Hey, I've got a friend somewhere else.”იუთუბზე ბოლომდე არ არის ამ ლექციის ჩანაწერი, სრული ლექცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: