24 February, 2015

გალერეა: „ნარუტოს“ გაცოცხლებული პერსონაჟები


2014 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა „ნარუტოს“ მანგას ფინალური მე-700 ნომერი, რომლითაც დასრულდა ნარუტოს 15 წლიანი ქრონიკები (თუმცა, როგორც მასაში კიშიმოტომ განაცხადა, 2015 წლის გაზაფხულზე ის დაიწყებს სექველზე მუშაობას). თუმცა, კვლავ შეგიძლიათ უყუროთ ნარუტოს ანიმეს, რომლის მე-400 სერიის პრემიერა წინა კვირას შედგა.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ნარუტოს მიუზიკლის შესახებ, რომელშიც მოთხრობილი იქნება ფრენჩაიზის პირველი 27 ნომრის სიუჟეტი. მიუზიკლის პრემიერა შედგება იაპონიაში მარტის შუა რიცხვებში.

იქედან გამომდინარე, რომ ყველა ნარუტოს ფანს ერთხელ მაინც უნატრია ამ ეპიკური საგის რომელიმე პერსონაჟი მაინც ეხილა რეალურად (რისთვისაც საკმარისი არ არის ქოსპლეებზე წარმოდგენილი კოსტუმებისა და სხვადასხვა ფან-არტის ნახვა), ამ პოსტში გთავაზობთ მიუზიკლის ქასტის სურათებს, რომლებიც მართლაც და შთამბეჭდავად გამოიყურებიან. პირადად, როგორც „ნარუტოს“ ფანს, მინდა აღვნიშნო მაქსიმალური მსგავსება ანიმეს პერსონაჟებსა და წარმოდგენილ ქასტს შორის. 

ასე რომ, თქვენს წინაშეა გრიმიორებისა და დიზაინერების გასაოცარი ნამუშევარი, რეალური მსახიობების მიერ გაცოცხლებული „ნარუტოს“ პერსონაჟები.























ავტორი: გიორგი ნაკაშიძე