XXI საუკუნეში ფილმების პოსტერებმა, თავიანთ თავდაპირველ დანიშნულებასთან (რეკლამირება) ერთად, უფრო კრეატიული ფუნქციაც შეიძინეს - ისინი ხდებიან თანამედროვე ციფრულ-გრაფიკული არტისტების შთაგონების წყარო, რაც განპირობებულია პოპ-არტის (როგორც მხატვრული მიმდინარეობის) პოპულისტური ბუნებით. საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა მათთვის კარგად ცნობილი გრაფიკული ნამუშევრების (ამ შემთხვევაში ფილმების პოსტერები) სხვა სახით ხილვა, მითუმეტეს მაშინ, თუ ფილმიც ნანახი აქვთ.
რაც შეეხება ამ პოსტს, აქ წარმოდგენილია ძმები კოენების ფილმოგრაფიის ალტერნატიული პოსტერები (მხოლოდ Inside Llewyn Davis-ის პოსტერი აკლია). როგორც ამ ნამუშევრების შემქმნელმა ამერიკელმა არტისტმა კევინ დიქსონმა (Kevin Dixon) განაცხადა, „ეს სერია არის მისი მადლიერების გამოხატვა ძმები კოენებისადმი. 15 პოსტერი 15 კვირაში. კვირაში 1 პოსტერი.“ ვისაც კოენების შესახებ არ გსმენიათ, მაშინ გეტყვით რომ მათ ანგარიშზეა ისეთი ფილმები, როგორებიცაა Fargo, The Big Lebowski, No Country for Old Men, A Serious Man და სხვ.
ავტორი: გიორგი ნაკაშიძე