ანიმაცია მხოლოდ ფერად-ფერადი ნახატები და საბავშვო ამბები როდი გახლავთ. კარგ მულტფილმში, თუნდაც მოკლემეტრაჟიანი იყოს ვფიქრობ, ყველა მონახავს რაიმე ღირებულს ან ყველაზე მარტივ შემთხვევაში უბრალოდ კარგ ხასიათზე მოგიყვანს კაცს. ქვემოთ წარმოგიდგენთ 8 მოკლემეტრაჟიან ანიმაციას, რომელებიც დაგაფიქრებთ, გაგაცინებთ და გაგამხიარულებთ.
1. ამაღელვებელი და დამაფიქრებელი ანიმაცია ცხოვრებისეულ ღირებულებებზე
2. დისნეის შედევრი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარზე დაფუძნებული
3. ანტონიო ბანდერასის მიერ გადაღებული ანიმაცია, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 2010 წელს
4. სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის?
5. კიდევ დისნეის პროდუქტი (დისნეი არასდროს ხუმრობს ხოლმე...)
6. ანიმაცია ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ, რომელსაც ყველა ადამიანი შეეჩეხება მისი არსებობის განმავლობაში
7. დილას სახლიდან გასვლის წინ ადამიანები ნიღბის მორგებას ცდილობენ. როგორი იმიჯი მინდა მქონდეს საზოგადოებაში? ხდება საკუთარი თავის რეალიზება ტყუილის და არტისტიზმის ფასად. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავრჩებით ის რაც ვართ?!
8. 1998 წელს გადაღებული ანიმაცია, რომელსაც მოგებული აქვს 9 პრესტიჟული ჯილდო და ნომინირებული გახლდათ ოსკარზე. რეჟისორმა ეს ანიმაცია მიუძღვნა ალბერტ ჰოფმანს. (ლსდ აღმოაჩინა ამ კაცმა)
წყარო