მეგობარო, ბევრი ვიფიქრე და უცებ გამახსენდა ერთი ტრეკი, არა-არა ეს ტრეკი არაა და არც სიმღერა, ეს 3 წუთიანი შედევრია .........
დიახ-დიახ შედევრი.......
ეს ბოლო ჩანაწერია, რომელიც დიდმა სიდმა დიდ ფლოიდებთან ერთად ჩაწერა.........
მოკლედ, ასე იყო: თუ არ ვცდები 1968 წლის გაზაფხული იყო, Pink Floyd -ის ორიგინალურ შემადგენლობას უკვე ძალიან უჭირდა სიდთან ურთიერთობა, გილმორიც მოწვეული ჰყავდათ და ხუთნი ცდილობდნენ დაკვრას... სტუდიაში მოვიდა სიდი ახალი მასალით ხელში. იღებს გიტარას და რამდენიმე აკორდს იღებს და დანარჩენებს ეკითხება -მიხვდით ყველაფერს?
დანარჩენები თანხმობის ნიშნად იწყებენ დაკვრას, მაგრამ არაფერი გამოსდით, ვინაიდან, სიდი განსხვავებულ აკორდებს და განსხვავებულ ტემპში უკრავს........ასე გაგრძელდა რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სიდი კითხულობდა -მიხვდით ყველაფერსო?....მეცხრე თუ მეათე ცდის შემდეგ როჯერ ვოტერსმა თქვა: მე ყველაფერს მივხვდიო და დემონსტრაციულად დადო გიტარა და გავიდა. ეს მისი და სიდის ბოლო ერთად დაკვრა იყო......ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს შედევრი მათი თანამოღვაწეობის ბოლო აკორდი აღმოჩნდა.