ცოტამ თუ იცის, რომ ამ დიდებული ბენდის ,,პირველი" ალბომის ჩაწერამდე (საუბარია ალბომზე სახელად Pampered Menial, რომელიც 1975 წელს ჩაიწერა) ჯგუფს უკვე ერთი ალბომი ჩაწერილი ჰქონდა დაახლოებით 2 წლით ადრე. (სახელად ,,Pekin Tapes") ანუ საუბარია 1973 წლის ოქტომბერზე, როდესაც ჯგუფმა Golden Voice Studio-ში ჩაწერა მთლიანი ალბომი სულ რაღაც 3 დღეში. იდეაში ეს ალბომი ბენდის დებიუტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...
როდესაც ABC Record Studio-მ მოისმინა ეს ალბომი, ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე ბენდთან 650 000 დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს თახნა მაშინ უპრეცენდენტო გახდათ ახლადდაარსებული ბენდისთვის. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ალბომი გამოეშვათ პროდუსერებმა ბენდი უკან - სტუდიაში დააბრუნეს, სადაც უნდა მომხდარიყო მათი ,,სრულფასოვან მუსიკოსებად" ჩამოყალიბება. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაახლოებით ორი წლის შემდეგ მივიღეთ ალბომი Pampered Menial და მას ბენდის პირველი ალბომი ეწოდა, მაშინ როდესაც პირველი ალბომი უკვე ჩაწერილი გახლდათ და დავიწყებასაც მიცემული...
,,Pekin Tapes" 10 კომპოზიციისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობა ჯამში 53 წუთია. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ სწორედ ამ ალბომში ჩანს ბენდის ნამდვილი სახე, ნამდვილი კრეატიულობა, სადაც პროდუსერების ხელი ყველაზე ნაკლებად იგრძნობა.
მიუხედავად ალბომის ჩრდილში ყოფნისა მან დიდი სამსახური გაუწია ჯგუფს. პირველი მომგებიანი კონტრაქტის დადება სწორედ მისი წყალობით მოხდა და გავლენაც რაღა თქმა უნდა სახეზეა! ამ ალბომიდან ,,ოფიციალურ" ალბომში შესულია 5 კომპოზიცია სხვადასხვა ცვლილებებითა და დამატებებით.
დღემდე არ მიგვიწვდებოდა ხელი ბენდის პირველ ალმობზე, რადგანაც სტუდიაში ხანძრის შედეგად მხოლოდ ფერფლიღა გადარჩა, მაგრამ 2014 წელს მოხდა მოულოდნელი შემთხვევა, როდესაც ბენდის ეს ალბომი კერძო საკუთრებაში აღმოაჩნდა ერთ ადამაინს. ჩანაწერის რესტავრირების შემდეგ ფართო საზოგადოება მას 2014 წლის 28 ნოემბრიდან იხილავს!