როგორც მოგეხენებათ ,,დანის პირზე მორბენალის" ახალ ნაწილს 2015 წელს ველოდებით. თუმცა რეჟისორად რიდლი სკოტი არ მოიაზრება. მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო ამაზეა ნათქვამი... კარგი ნიუსი ის არის, რომ სკოტი ერთერთ პროდუსერად მაინც რჩება. რაც შეეხება ჰარისონ ფორდს, დანამდვილებით ამაზეც არ გვაქვს ინფორმაცია. როგორც სკოტი ამბობს, ფილმის სიუჟეტი სწორედ მისი მოძებნა გახლავთო. ,,მასში" კი ფილმის მთავარი მოქმედი გმირი დეკარდი იგულისხმება, რომელსაც ჰარისონ ფორდი თამაშობს.
ვინ დაიკავებს სკოტის ადგილს ჯეჯერობით უცნობია. ჩვენ კი მანამდე ერთერთი ფანის ფრაზით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი: ,,ჯორჯ ლუკასსაც არ გადაუღია The Empire Strikes Back, მაგრამ საკმაოდ ნორმალური აღმოჩნდა. ზოგჯერ ახალი სისხლი ისტორიის გაგრძელებისთვის აუცილებელია".