მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო Uriah Heep-ის ცნობილ ჰიტზე "BIRD OF PREY" (მტაცებელი ფრინველი) ......
იგი ცოტა ადრე დაიწერა Mick Box, David Byron, Ken Hensley, Paul Newton-ის მიერ და შევიდა მეორე სტუდიურ ალბომში Salisbury (1971), მაგრამ რატომღაც ამერიკულ გამოცემაში იგი არ იყო ......
არადა ჩემი და არამარტო ჩემი აზრით ეს სიმღერა ერთ-ერთი თუ ერთადერთი საუკეთესოა ჯგუფის შემოქმედებაში. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ David Byron-ი საუკეთესო ვოკალისტთა სამეულში ჩავსვი.... გადასარევი მრავალ იარუსიანი გუნდი, რომლის მსგავსი მოძიება როკში და განსაკუთრებით იმ პერიოდში ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა... მხოლოდ QUEEN-ი და Yes-ი თუ მივა ახლოს მითუმეტეს, რომ ამ მონსტრებმა Uriah Heep-სგან ისწავლეს ეს ხელობა........
Uriah Heep-ი იყო პირველი რომელიც ასეთ მძლავრ მისამღერს ჰარდის თანხლებით ახერხებდა...
კიდევ ერთი ფორმულა "riff-stop-riff" ( სიმართლე უნდა ითქვა ეს პორველად პირველი ალბომში შესული "GYPSY"_ში იქნა გამოყენებული) მუსიკალური საუნდისთვის გახდა უმთავრესი ელემენტი.....ეს ფორმულა არ ახალია პირიქით 40-50-იანი წლების ჩიკაგოელი ბლუზმენებისთვის ძალიან ცნობილია, მაგრამ აი Uriah Heep-მა პირველებმა აიღეს იგი შეიარაღებაში როგორც ეფექტური ემოციანარული დარტყმა და არტილერულ ზალპებამდე დაამძიმეს საშინელ პაუზებთან მონაცვლეობით..........
მოკლედ უმაღლესი ნოტების კასკადით David Byron-ი და არავინ სხვა საუკეთესო ვოკალისტების ელიტაში დაიმკვიდრა ადგილი და ........... მანაც მავნე ჩვევის(ამჯერად ალკოჰოლიზმი) წყალობით ადრიანად გავიდა მუსიკის საზღვრებიდან....... და 1985 წელს გარდაიცვალა .........