მათ, ვისაც ჯერ არ გსმენიათ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყვლელაზე წარმატებული კომიქსებისა და გრაფიკული ნოველების კომპანიის- BooMStudio-ს შესახებ, წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით. BooMStudio არის ისეთი წარმატებული კომიქსების მწარმოებელი კომპანია , როგორიცაა: Dawn Of The Planet Of The Apes, Hellraiser, Advanture Time , Irredeemable და სხვა. დღეს სწორედ ლაპარაკი გვექნება Irredeemable-ზე, რომელსაც ქართულად თუ ვთარმგნით, გამოდის ,,გამოუსწორებელი“.
ეს კომიქსი მოგვითხრობს
დედამიწის ერთ-ერთი უძლიერესი სუპერ-გმირის, პლუტონიანის უეცარ მეტამორფოზას, კერძოდ,
ადამიანი, რომელზეც იმედს ამყარებდა მთელი კაცობრიობა, ერთ წუთში სისხლისმსმელ მონსტრად
ტრანსფორმირდება და ადამიანთა რასის კოშმარად გადაიქცევა. ის ამ გაგიჟებამდე გახლდათ
დაჯგუფება ,,პარადიგმის“ ლიდერი, რომელშიც შემავალი გმირები დედამიწას იცავდნენ ბოროტი
ძალებისგან, უცხოპლანეტელები, ტერორისტები, ფანატიკოსები და ა.შ. თუმცა, მას შემდეგ,
რაც მათი ძლევამოსილი ლიდერი ჭკუიდან შეიშლება, მათი უპირველესი მიზანი პლუტონიანის
შეჩერება ხდება. სამწუხაროდ ამ მისიის შესასრულებლად სხვა მრავალი პრობლემესაც ხვდებიან
ისინი , ღალატს, ამბოხს, დემონთა ხრიკებს , რომლებიც საერთო ჯამში ბევრ პრობლემებს
შეუქმნის ,,პარადიგმს“.
დავიწყოთ კომიქსის მთავარი
გმირებით. პირველი ეს არის პლუტონიანი. ადვილად მისახვედრია, რომ იგი არის DC კომიქსების
ერთ-ერთი გმირის, სუპერმენის ანალოგი. მსგავსი ფიზიკური მონაცემები, მზის ენერგია და
თვალებიდან ლაზერის გამოშვება ამის დასტურია. თუმცა, თქვენ შეხვდებით პლუტონიანთან უნიკალურ თვისებებს, კერძოდ
შეუძლია მატერიის ატომურ დონეზე მანიპულირება, ჰაერის გაყინვა ან გაცხელება და საგნების
მიღმა ხედვა. ეს ყველაფერი მას არაადამიანურ ძალას ანიჭებს.
Bette Noir- არის ქალი მეომარი, რომელიც ფლობს არამიწიერ
დონეზე გაძლიერებულ ტყვიებს, რომლებსაც შეუძლიათ შენობების ნანგრევებად ქცევა. აღსანიშნავია
ის ფაქტი, რომ მას გააჩნია სპეციალური მაგიური ცვილის ტყვია, რომელიც არის ერთადერთი
მატერია პლუტონიანის მოსაკლავად. საიდან აქვს ეს ტყვია, ამას თქვენთვითონ ნახავთ.
Gilgamos/Gil არის 2000 წელზე მეტი ხნის ფრთოსანი მეომარი,
Bette Noir-ის მეუღლე, რომელსაც გააჩნია არაადამიანური
ფიზიკური მონაცემები და სწრაფად ფრენის უნარი. თუმცა, ის რაღაც მოვლენების გამო(არ
დავასპოილერებ) იძულებული ხდება შეელიოს თავის ფრთებს და გახდეს თითქმის ჩვეულებრივი
მოკვდავი.
ძალიან
საინტერესო პერსონაჟები არიან აგრეთვე Charybdis(Cary) და Scylla. ისინი
ტყუპი ძმები გახლავთ, თუმცა ერთ საიდუმლოს ატარებენ- სინამდვილეში Scylla-ს არანაირი
ფიზიკური ძალა არ გააჩნია, მას უბრალოდ თავის ენერგიას უნაწილებს მისი ძმა Cary, რომელსაც
შეუძლია ენერგიის ბრწყინვალედ მანიპულირება და ერთადერთი კონკურენტი და შემაკავებელი
ძალაა პლუტონიანისთვის. ხოლო მას შემდეგ რაც Scylla დაიუღუპება, Cary-ის უკვე შეეძლება
თავიდან ბოლომდე აკონტროლოს თავისი ძალა, მათ შორის ძალის ის ნაწილიც, რომელსაც თავის
ძმას უნაწილებდა და შესაბამისად მთლიანობაში ის გაცილებით მეტს შეძლებს და პლუტონიანს
სერიოზულადაც კი გაუწევს ასპარეზობას.
Kaidan გახლავთ იაპონური წარმოშობის ქალბატონი, რომელსაც
შეუძლია უძველეს იაპონურ ფოლკლორში არსებული სულები გამოიძახოს ლაპარაკის(სიტყვების)
მეშვეობით. თავიდან მის ამ ძალას ლიმიტი გააჩნია, თუმცა ერთ-ერთი პერსონაჟის სიკვდილის
შემდეგ ის შეძლებს უკვე დაკარგული მეგობრებისა და ადამიანების სულების გამოძახებასაც
, რომლებიც ბრძოლაში აქტიურად ეხმარებიან.
შემდეგი
მნიშვნელოვანი პერსონაჟია Qubit, რომელიც ფლობს ნამდვილი გენიოსის ინტელექტს.
მას შეუძლია გონებრივი ძალით დაშალოს ნებისმიერი მანქანა და მისი ნაწილებით შექმნას
სხვა ტიპის მოწყობილობა, მაგალითად ტელეპორტაციის ტექნოლოგია. ის ყოველთვის ცდილობს
ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვოს მშვიდობიანი გამოსავალი ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე.
ამიტომ ის ერთგვარი მშვიდობის სიმბოლოცაა ამ კომიქსში. ქუიბიტი ერთადერთი პერსონაჟია,
რომელსაც მიაჩნია, რომ პლუტონიანთან დაკავშირებული პრობლემები მისი მოკვლის გარეშეც
შეიძლება მოგვარდეს.
არ შეიძლება
არ ვისაუბროთ ამ კომიქსში Samsara-ს არსებობის შესახებ. სამსარა გახლდათ პლუტონიანის
მეგობარი(sidekick), რომელსაც სასიცოცხლო ენერგიას აძლევდა შუბლში ჩამონტაჟებული კრისტალი,
რომლის საშუალებითაც მას შეეძლო ენერგიის მართვა. საბოლოო ჯამში ეს აკუმულირებული ენერგია
მას იცავდა სასიკვდილო დარტყმებისგანაც. სამსარა როდესაც შეიტყობს პლუტონიანის გაგიჟების
შესახებ, ის განუდგება ჩვეს სუპერგმირს. ამ ,,ზურგის შექცევას“ ვერ აიტანს პლუტონიანი
და სამსარას ლაზერული სხივით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და კრისტალსაც ამოაცლის თავიდან.
შემდეგ სამსარა დაიბრუნებს ამ კრისტალს, თუმცა მის მაგივრად თქვენ აბსოლიტურად სახეშეცვლილ
ადამიანს იხილავთ.
ნაწარმოებში
აგრეთვე გამოჩნდება კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, Max Demage, რომელსაც
საინტერესო ძალა აქვს. რაც უფრო დიდ ხანს არ ძინავს, მით უფრო უგრძნობი ხდება ყველა
დარტყმის მიმართ. სწორედ ამის გამო ის სპეციალურ წამლებსაც კი სვამს რათა ძილის პროცესი
,,გადაავადოს“, თუმცა როცა დაიძინებს, გამოღვიძებული უკვე ჩვეულებრივი მოკვდავია რამდენიმე
წუთის განმავლობაში. მაქს დემიჯი სერიოზული ფიგურაა და სწორედ მასზე იგივე კომპანია
ცალკე კომიქსს დაწერს 32 ნომრიანს, სადაც საპირისპირო სიტუაციას შევხვდებით პლუტონიანთან
შედარებით. კერძოდ, ყოფილი ვილეინი Max Demage გარდაიქმნება კეთილ გმირად
და ადამიანთა დახმარებას შეეცდება პლუტონიანის წინააღმდეგ.
ესენი არიან
ძირითადი პერსონაჟები, რომლებიც სამართლიანობისთვის მერბძოლ დაჯგუფება ,,პარადიგმის“
წევრები არიან. ბევრი მათგანი იღუპება, ზოგი უბრალოდ თავს ანებებს(ხელს ჩაიქნევს) ყველაფერს
და იმედდაკარგული მარტოობაში ეძებს ხსნას. კომიქსის განმავლობაში გამოჩნდებიან სხვა
გმირებიც, თუმცა ისინი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები არიან და განსაკუთრებულ როლს
არ თამაშობენ გრაფიკულ ნოველაში.
ავტორი: გიორგი წერეთელი
ავტორი: გიორგი წერეთელი