ამერიკულ მუსიკას,
1950-იან წლებში ახალი და მეტად დინამიური
მუსიკა როკ-ენ-როლი მიემატა. ამ პერიოდში რიტმ–ენდ–ბლუზის ჟანრისა და ქანთრის დაახლოება
დაიწყო, რომელთაც კიდევ გოსპელი და სხვა მიმართულებების ელემენტები დაერთო. 1954 წელს
კლივლენდის ერთ-ერთმა დისკ–ჟოკეიმ ალან ფრიდმა ან ნაზავს როკნეროლი დაარქვა. თუმცა
ეს ჟანრი ზანგებმა შექმნეს, მისი პოპულარიზაცია თეთრკანიან მუსიკოსებს უკავშირდება. ერთ–ერთი პირველი ამერიკელი როკ–ენ როლის შემსრულებელი ბილი ჰეილი, იყენებდა აფროამერიკულ სლენგებს და "ბუგი–ვუგის" რიტმს თავის რითმულ მუსიკებში, რომელიც ქანთრის და ჯაზს ეყრდნობოდა.
ახალგაზრდები გიჟდებოდნენ
როკენროლზე, ათწლეულების ბოლოსათვის, გაყიდული ფირფიტათა სამ–მეათედს სწორედ ისინი ყიდულობდნენ.სკოლის შემდეგ
„მუსიკბოქსებში“ მუსიკის მოსმენა თინეიჯერთა
რიტუალად იქცა. ბევრ მშობელს და კონსერტავულ ამეიკელს სძულდა ეს მუსიკა, მათი აზრით ეს მუსიკა ახალგაზრდებში
დანაშაულებრიობის ზრდის მთავარი მიზეზი იყო.ერთი სიტყვით თითქმის იგივე მეორდებოდა,
რაც ჯაზის მიმართ 1920-იან წლებში ხდებოდა. თუმცა მუსიკის გავლენის არეალი ალბათ
გაცილებით უფრო ფართო იყო.
უდიდესი მოვლენა
არამარტო მუსიკის სამყაროში, არამედ სრულიად ამერიკის და მსოფლიოს პოპ-კულტურაში იყო
ელვის პრესლი.იგი, როკენროლის უპირველეს ვარსკვლავად ითვლება. თითქმის ყველა მუსიკალური
კრიტიკოსი თანხმდება, რომ იგი შემქმნელი თუ არა, ახალი პოპ-მუსიკის თუ ახალგაზრდული
მუსიკის კატალიზატორი მაინც იყო. იმასაც კი ამბობდნენ, რომ, მან მისი შესრულების სტილითა
და მანერით ზანგებს როკ–ენ–როლი მოპარა.როდესაც ელვისი სიმღერა That’s
All Right მემფისის ყველაზე პოპულარულ
რადიოშოუში გაისმა, შოუს წამყვანს ისღა დარჩენოდა, რომ მთელი საღამოს მანძილზე მხოლოდ
ის დაეკრა_საოცარი წარმატება იყო. წამყვანმა მაშინვე გადაწყვიტა ელვისის მოწვევა.
მაგრამ ელვისს ტელეფონი არ ჰქონდა, მაშინ მეზობელს დაურეკეს, მან ელვისის დედას შეატყობინა,
დედამ კი ელვისი კინოთეატრიდან გამოიყვანა, სადაც აღელვებული ელვისი სპეციალურად წავიდა
შოუსთვის რომ არ მოესმინა. ელვისის სიმღერა ჯერ მემფისში, მალე კი მთელს ამერიკაში ჰიტად იქცა. შემდგომში, თაყვანისმცემლები მას როკენ როლის ზევსად რაცხავდნენ, ვინაიდან
სწორედ მან გააერთიანა შავკანიანთა რიტმ ენდ ბლუზის ვნებიანობა, ქანთრის მუსიკის ლირიკასთან
და საეკლესიო მუსიკის ბრწყინვალებასთან. ელვისის ფირფიტების გამოშვების უფლება უკვე
გიგანტურმა კომპანიამ RCA-მ შეიძინა და დღეში 75 ათასი დოლარის ღირებულების ფირფიტასაც
ყიდდა.
ბოლოს, შემოგთავაზებთ, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო მუსიკას ელვისის შესრულებით:
ავტორი: ნინო ცერცვაძე
15.12.2014.
15.12.2014.