თუ
ვინმეს გიზიდავთ მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ისეთი ელემენტები, როგორიცაა
რომანტიკულ, წყნარ ატმოსფეროში სიუჟეტის განვითარება, ლამაზი პეიზაჟების ცვლილება და
პროტაგონისტის დადებითი თვისებების სიუხვე, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს წიგნი თქვენთვის
არ არის. ნაწარმოების სათაური (,,გულსაგლეჯი“) პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ
სიუჟეტში არსებული მოვლენები საკმაოდ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დატოვებს მკითხველზე.
მართლაც, წიგნის დასაწყისშივე, თქვენ გახდებით აბსურდული მოვლენების მომსწრე, თუმცა
სანამ უშუალოდ წიგნის სიუჟეტზე გადავიდოდეთ, მანამდე რამდენიმე სიტყვა მწერალზეც უნდა
ითქვას.
ვიანი საკმაოდ ორიგინალური ადამიანი გახლდათ, რომელიც რამდენიმე პროფესიას მშვენივრად ირგებდა. თუ მის ბიოგრაფიას გადახედავთ, ბევრ საინტერესო ნიუანსს აღმოვაჩენთ, მათ შორის იმასაც, რომ ბორისი საკმაოდ ბევრ ფსევდონიმს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიანი ,,მულტიპროფესიის“ მქონე ადამიანი გახლდათ, იგი მაინც მხატვრული ნაწარმოებებით გაიცნო ხალხმა. თუ ვინმეს ამ მწერილის სხვა წიგნი(ან ნოველა) გაქვთ წაკითხული, გეცოდინებათ, რომ ვიანს ძალიან უყვარდა სიტყვებით თამაში, მსუბუქი ირონია და ხანდახან ძლიერი გროტესკულობა. შესაბამისად, მისი ნაწარმოებები სავსეა ქარაგმებითა და მეტაფორებით. სამყაროს სიურეალისტული ხედვა აშკარად იგრძნობა მის ნაწარმოებებში, მათ შორის ,,გულსაგლეჯშიც“, შესაბამისად, რთულია მიაკუთვნო ეს მწერალი გამოკვეთილად რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გადავიდეთ სიუჟეტის მიმოხილვაზე. მოვლენების განვითარება
აშკარად მკაცრი სიზუსტითა და თანმიმდევრობით ხდება. ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი
მკვდარჟაკი (ასე ითარგმნა ქართულად) ჩადის უცნობ სოფელში, სადაც ჩვეულებირივი ადამიანის
გადმოსახედიდან განუკითხაობა სუფევს. იმ დონის ამაზრზენ მოვლენებს აქვს ადგილი ამ ღვთისგან
მივიწყებულ სოფელში, რომ შეუძლებელია მკითხველი არ აღშფოთდეს. მოხუცებულთა ბაზარი,
სადაც მათი ყიდვა-გაყიდვა, დაჩაგვრა ყოველდღიურად მიდის, სოფელში ჩვეულებრივი მოვლენაა,
რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებზე, რომლებსაც ვირებივით ამუშავებენ სახელოსნოებში. ამ
სოფელში, ფაქტობრივად, მოხუცებულები და ახალგაზრდები ადამიანებად არ ითვლებიან. ისინი
უბრალოდ ერთგვარი სამუშაო ძალაა. თუმცა რაც ყველაზე გასაოცარია, თვითონ ადგილობრივი
მოსახლეობა ამ ყველაფერს ნორმალურ მოვლენად აღიქვამს და ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორი
უნდა იყოს სხვაგვარად ცხოვრება. ნაწარმოების დასაწყისშივე თქვენ გაიცნობთ ქალბატონ
კლემანტინს, ქალს, რომელიც მთელი თავისი გულით წყევლის მეუღლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან
სამი ტყუპი გაუჩნდა. ეს სამი ტყუპი, ვფიქრობ, ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ნაწარმოებში
და მათზე აუცილებლად ვისაუბრებთ, რადგან ისინი ერთგვარ ქვეტექსტად, მკვეთრ კონტრასტად
გასდევს მთელ შინაარსს.
ზემოთ
ვახსენე, რომ ვიანი ხშირ შემთხვევაში იყენებს სიმბოლოებს, რომელთა ამოცნობა მიუხედავად
იმისა რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, საცდელად მაინც ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს,
რომ ვიანი ცხოვრობდა
მოდერნისტული მიმდინარეობის წიაღში, რომელიც თავის თავში გულისხმობდა ნელ-ნელა ყველანაირი
კულტურული ფასეულობების გაუფასურებას, მაშინ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ სოფელში არსებული
სულიერი კრიზისი სწორედ ამის მანიშნებელი იყოს. სხვათაშორის ამ ყველაფერს ემატება ისიც,
რომ ვიანს საკმაოდ უცნაურად აქვს შექმნილი სოფლის ეკლესიის სახეც. მისი დიზაინის აღწერა
უკვე იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიაში ყველაფერი რიგზე არ არის. წინამძღვარიც, რომელიც
ერთი შეხედვით ნორმალური და გაწონასწორებული ადამიანია, აღმოჩნდება, რომ წმინდა ტიპის
ფანატიკოსია, შესაბამისად, ეკლესიაც გარყვნილების ბუდედაა ქცეული. აქედან გამომდინარე,
იქ, სადაც ეკლესია თავისი საქმეს არ ასრულებს, ანუ ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, ბოროტება
და სიგიჟე სუფევს, რასაც ადასტურებს სოფელში გამეფებული მარაზმი.
სოფლის ეკლესია
სამწუხარო და ამასთანავე გასაოცარია ის ამბავიც, რომ ვიანის ამ ნაწარმოებში ვერ ვხვდებით ისეთ
ადამიანს, ვინც დადებითი თვისებებითაა შემკული. ზრდასრული მოსახლეობაც სრულ უტოპიაშია
გადავარდნილი. გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი სურვილებით მიმართავენ მღვდელს, რომელიც
ღმერთთან შუამავლად მიაჩნიათ, ისინი ჩადიან ისეთ საქციელსაც, როგორიცაა მაგალითად ულაყის
ჯვარზე გაკვრა, მხოლოდ იმისთვის, რომ მან სხვა ცხენთან ,,შესცოდა“. მცირეწლოვან ბავშვების
ფეხებზე ნალების დაჭედებაც ისეთივე ამაზრზენია, როგორც სხვა დანარჩენი მოვლენები. ვფიქრობ,
სწორედ ამიტომ დაარქვა ვიანმა ამ წიგნს ,,გულსაგლეჯი“. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში
ნამდვილად ,,გულისგამგლეჯავად“ მოქმედებს მკითხველზე. დარწმუნებული ვარ ამ ნაწარმოების
ორიგინალში წაკითხვა გაცილებით მძიმე იქნება, თუმცა ქათველ მთარგმნელსაც ვერ დავუკარგავთ
შრომას, რომ ასეთი რთულ ენაზე დაწერილი ნაწარმოები ქართულ ენაზე გადმოთარგმნა, თან
ამ ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართვა თავი.
არ
შეიძლება ამ ნაწარმოებში არ ვილაპარაკოთ მოხუც მენავეზე, რომელსაც უმძიმესი ხვედრი
აქვს წილად. სოფლის გარეუბანში ტბასთან მცხოვრები ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოვალეობა
არის ტბაში ჩაყრილი ადამიანთა გვამების კბილებით ნავზე ამოთრევა და შესაფერისი ადგილის
მიჩენა. გაინტერესებთ რა გვამებზეა საუბარი? თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, მაშინ გეტყვით,
რომ ამ სოფელში კაცის კვლაც ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ და
გვამებს სწორედ მენავეს უყრიან. აქ უნდა დავუკვირდეთ ერთ მომენტს, კერძოდ, მოსახლეობის
მოქმედებას. მოსახლეობა გულის სიღმრმეში, თითქმის არაცნობიერის დონეზე ხვდება, თუ რაოდენ
ამაზრზენ საქციელს ჩადის და სწორედ სინდის დასამშვიდებლად შექმნეს ,,მენავის“ პოზიცია,
რომელსაც აძლევენ ოქროს თავიანთი ,,მსუბუქი დანაშაულის“ (კაცის კვლის, შვილის მოკვლის,
მოხუცებულის ცემის, ცხოველთა წამების) გამოსასყიდლად და სინდისდამშვიდებულები სახლში
ბრუნდებიან, რათა მეორე დღისთვის კვლავ ,,განწმენდილები“ მოემზადონ ახალი მკვლელობისა და სისასტიკისთვის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მენავეს ამ ოქროს გამოყენების უფლება
არ აქვს, ანუ იგი არის სოფელში უმდიდრესი ადამიანი, თუმცა, ამასთანავე უღარიბესი და
ყველაზე უბედური.
ძნელია ისაუბრო რისი თქმა უნდოდა ასეთი ფენომენის შექმნით მწერალს, ალბათ
ამაზე თავის მტვრევა არც ღირს, უბრალოდ თითოეულმა მკითხველმა ისე უნდა აღიქვას ეს მოვლენები,
როგორც უფრო ლოგიკურად და ბუნებრივად ჩათვლის, უფრო ზუსტად, როგორც უფრო ახლოს იქნება
მკითხველის ბუნებასა და შეხედულებასთან.
საინტერესოა
თვითონ ერთი შეხედვით მთავარი მოქმედი პირის, მკვდარჟაკის მხატვრული სახეც. მწერალი
ზუსტად არ აკონკრეტებს მის პიროვნებას, საიდან მოდის ან თუნდაც რა მიზნით, თუმცა ერთი
რამ ცხადია, რომ იგი ერთ-ერთი დიდი ქალაქიდანაა ჩამოსული, ქალაქიდან ,,სადაც რწმენა
დაკარგულია“. მკვდარჟაკი თავის თავს ასაღებს ფსიქიატრად, რომელიც პაციენტთა ,,გაფსიქოანალიზებით“
არის დაკავებული, რას ნიშნავს ეს ტერმინი, ამას თქვენთვითონ მიხვდებით, თუმცა წინასწარ
გეტყვით, რომ ის ხშირ შემთხვევაში გულისხმობს პაციენტთან ინტიმური კავშირის დამყარებას.
მაგრამ ამას ახლა თავი დავანებოთ. აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ მომენტს, რომ მკვდარჟაკისთვის
თავდაპირველად უცხოა სოფელში მიმდინარე პროცესები, მიუღებელი, თუმცა ვერც იმას ვიტყვით,
გაცხოველებულად აცხადებს პროსტესტსო, თუმცა ნახავთ, რომ ნელ-ნელა მკვდარჟაკისთვის
ეს სიგიჟეც ნორმალურ ამბად იქცევა. ნამდვილად საინტერესოა, საბოლოო ჯამში როგორ დამთავრდება
ეს ყველაფერი, მაგრამ ეს თქვენ თვითონ ჯობს ნახოთ. პირადად ჩემთვის, მისი მშვიდი დამოკიდებულება
სოფელში მიმდინარე მოვლენების მიმართ თავისებურ ზიზღს იწვევს, რომლის მიზეზის პირდაპირ
თქმაც ცოტა რთულია.
ბოლოს, მინდა რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლო კლემანტინის, როგორც გაორებული პერსონაჟისა და
მისი სამი ტყუპის მხატვრული სახის შესახებ. კლემანტინი, ერთი შეხედვით უარყოფითი
პერსონაჟია, ის ნამდვილად ძლიერი და შვილებზე მზრუნველი დედაა, თუმცა ვიანმა შექმნა
მისი ანტიპოდი ისევ ამ ქალშივე, ადამიანი ფანატიკოსი, რომელსაც შვილების მზრუნველობა
სერიოზულ უკიდურესობაში გადაუვარდა, მათი დაცვის მიზნით ის სამ სულით რომანტიკოს არსებას
თავისუფლებას უზღუდავს, ფრთებს აჭრის და გალიაში კეტავს, თან პირდაპირი მნიშვნელობით. (!)
კლემნანტინში გამუდმებითაა დაპირისპირება ნორმალურ დედასა და ფანატიკოს არსებას შორის, რაც სამწუხაროდ ყოველთვის ამ უკანასკნელის გამარჯვებით სრულდება. მისი მსხვერპლია ის სამი ტყუპი, რომლებიც ენით აღუწერელი რწმენით არიან გამსჭვალულები საკუთარი თავის მიმართ და ეს რწმენა მათ აძლევს საშუალებას დაძლიონ ყველანაირი მიწიერი დაბრკოლება, ისინი, როგორც ზემოთ ვახსენე, არიან ერთადერთი ნათელი წერტილი ამ განუკითხაობის ჭაობში და სამწუხაროდ ამ ნათელ წერტილსაც განადგურება ელოდება თან ვისი ხელით? საკუთარი მშობელი დედის. ეს აკორდი კი, მთლიან კომპოზიციას ყველაზე მეტად ამძიმებს.
დანარჩენს, უფრო ზუსტად, თავად გაეცნობით. როდესაც ამ სადისტური იდეებით დახუნძლულ წიგნს წაიკითხავთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოფელში, სადაც ბოროტების მსახვრალი ხელიდან ვერაფერი დაგიცავთ!

ავტორი: გიორგი წერეთელი