05 December, 2014

One Piece–ს თეორია

"პირველად იყო სიტყვა"


უხსოვარ დროში, ამ ანიმე სამყაროში, არსებობდა ერთი დიდი სახელმწიფო. იქ მართლაც იყვნენ მეკობრეები რომლებიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. სამეფო თავს იცავდა ისეთი უძველესი იარაღებით, როგორებიცაა pluton, poseidon და ასე შემდეგ. თუმცა, მეკობრეებსაც ჰქონდათ იგივე იარაღი და მათ მოახერხეს სამეფოს ხელში ჩაგდება. მათ გამოიყენეს უძველესი იარაღი რათა გამოეყოთ ოკეანე მიწისგან, რომ სამეფო ყოფილიყო მიუღწევადი. იარაღის გამოყენებამ გამოიწვია დედამიწის ძვრები და მიწამ დაიწყო ერთმანეთისგან გამოყოფა, ასე შეიქმნა 4-blue (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი) Grand line და Red line. დამპყრობელ მეკობრეებს კი ეწოდათ "მსოფლიო მეკობრეთა მმართველობა" (5 უფროსი ვარსკვლავი, ხელმძღვანელები და საზღვაო ფლოტი). ამიტომაც მათ გააჩნიათ საკუთარი(მეკობრის) დროშა და სურთ მართონ მთელი სამყარო. უძველესმა სახელმწიფომ, ჩაიწერეს უდიდესი ბრძოლა მათსა და "მსოფლიო მმართველებს" შორის, ასევე მთელი რიგი მოვლენებისა, რაც მოხდა ამ დროის განმავლობაში. მთელი ინფორმაცია ჩამოწერეს პანეგლიფზე "რიო".

                         

ასობით წლის შემდეგ, გოლ დ როჯერმა, მართლაც იპოვნა პანეგლიფი "რიო", grand line–ს ბოლოს. მან გაიგო რომ თვითონ, ისევე როგორც ადამიანები ფსევდონიმით "D" იწოდებიან როგორც უძველესი სახელმწიფოს "Desendents". მათ, ვინაც გადაიტანა უდიდესი ომი, საკუთარ სახელს დაამატეს "D" ინიციალი, რომ ყველასთვის შეეხსენებინათ, ერთ მშვენიერ დღესაც ისინი "გადააყენებენ" მსოფლიო მმართველობის მეკობრეებს. შესაბამისად იციან რა ნამდვილი ისტორია, "D–ს ნება" მიმართულია სწორედ მსოფლიო მმართველობის გადასაგდებად. როჯერმა იცოდა, რომ თვითონ არ იყო იმდენად ძლიერი, რომ მსოფლიოს დაპირისპირებოდა. ამიტომაც მან გაიღო საკუთარი თავი მსხვერპლად, ჩაბარდა საზღვაო ფლოტს და მთელს ქვეყანას მოუყვა "one piece"-ს შესახებ. იგი წარმოაჩინა როგორც უზღვავი განძი, იმ იმედით, ყველა ჩაერთვებოდა და გამოცოცხლდებოდა მის მოსაძებნად. ამის შემდეგ დაიწყო "მეკობრეთა დიდებული ერა". 
როჯერი იმედოვნებდა რომ თავის შეწირვით, ერთ დღესაც, გამოჩნდებოდა მეკობრეთა ძლიერი გუნდი, რომელიც მიაგნებდა რიო პანეგლიფს, გაიგებდა სიმართლეს და შეასრულებდა "D-ს ნებას", მსოფლიო მმართველების გასანადგუბრებლად.


                         

მე ვფიქრობ, "One Piece"–ს ბოლოს, რა თქმა უნდა mugiwara კამანდა მიაღწევს კუნძულ raftel–ს, და წაიკითხავს რიო პანეგლიფს (რობინის ოცნება), ლუფი რომ სიმართლეს გაიგებს, იძულებული გახდება აღასრულოს "D-ს ნება" და დაიწყებს რევოლუციას. უახლოეს დროში გაჩაღდება უდიდესი ომი "ჩალის ქუდის მეკობრეებსა" (და ვინც მათ მიემხრობა) და მსოფლიო მმართველობის წინააღმდეგ (შიჩიბუკაისთან, ადმირლებთან გოროსეისთან და ასე შემდეგ). საბოლოოდ, mugiwara_მ უნდა მოიგოს ბრძოლა და Plutoni–ს (თუ სხვა იარაღის) გამოყენებით, სამყარო კვლავ დაიწყებს ძვრას, და როგორც red line, ისე სხვა დანარჩენი, ყველა კუნძული, ფორმირდება ერთ მთლიან მიწის ნაკვეთად. ასე რომ ვთქვად შეიქმნება ONE PIECE (ლუფის ოცნება). ამასთან, 4 მხარეც ხომ გაერთიანდება და სამხრეთ–ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგივრად იწოდება როგორც ALL BLUE (სანჯის ოცნება). და ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებს და მსოფლიოს გააერთიანებს, იწოდება როგორ "მეკობრეთა მეფე".



ავტორი: გიორგი ხაბურძანია