მალე კ'ტანებმა ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე გართობისთვის. ელდარების მითები ამბობენ, რომ ცექორახმა მოატყუა კ'ტანი სახელით 'გვერძემდგომი' და ძმებს აუმხედრა. ომი საშინელი იყო, მთელი მზის სისტემები იწოვებოდა კ'ტანების მიერ შექმნილი შავი ხვრელებით. განადგურებული ქალაქების ადგილზე ახლები შენდებოდა, მაგრამ მალევე ნადგურდებოდა. კ'ტანები ერთმანეთს ანადგურებდნენ...
ძველებს არ სძინავდათ. ასეთი არეულობის დროს მათ მოახერხეს და საოცარი ტექნოლოგიებით ჩამოაყალიბეს ახალი რასები, რომლებსაც ვარპთან ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ და იმატერიუმს შეუფერხებლად იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად ამ დროს შეიქმნენ პირველი ელდარები.ტალღა ბრუნდება
ახალი რასები გალაქტიკაში გაიბნენ და ნეკრონების დანაწილებულ იმპერიას შეუტიეს. კ'ტანების მსახურების გამანადგურებელ ტექნოლოგიას ისინი ვარპული ძალებით უპირისპირდებოდნენ, რადგან უსულო ნეკრონებისთვის ფსიქიკური ჯადოქრობა ანათემა იყო. როგორი ძლიერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ კ'ტანების რკინის ლეგიონები ისინი ძველების და ახალგაზრდა რასების შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.
განადგურების რისკის წინაშე მყოფი კ'ტანები გაერთიანდნენ და შეადგინეს გრანდიოზული გეგმა, რომელიც მთელ მატერიალურ სამყაროს ვარპს მოსწყვეტდა. ამ პროექტის შედეგები ეხლაც შეიძლება ვიპოვოთ კადიაზე, სადაც დიდი პილონები ქმნიან მშვიდ გზას ტერორის თვალში. კ'ტანები შეუჩერებლად მუშაობდნენ, მაგრამ ათასწლეულის წინ ძველების მიერ შექმნილი ფსიქიკურად აქტიური რასები ნაკლები გამოვლინდა. მატერიალური ომი, განადგურება და სისხლისღვრა ვარპში ფსიქიკური ძალის საშუალებით გადადიოდა. ამდენი ემოციის ნაკრებმა იმატერიუმი შეძრა და მალევე უაზრო ფსიქიკური ენერგიები ვარპის საშინელ მტაცებლებად გადააქცია. მალევე მათ გაანადგურეს სუსტი ფსაიკერები და იმატერიუმი ქაოსის ტერიტორიად აქციეს.
დამმონებლების ჭირი
ვარპის მტაცებლები შეუჩერებლად ეძებდნენ გზებს რეალურ სამყაროში. მათგან დასაცავად ძველებმა კიდევ ახალი რასები შექმნეს, რომლებშიც იყვნენ ტექნოლოგიური მიმიკი ჯოკაეროები, მწვანე კანიანი კრორკები, ახლანდელი ორკების წინაპრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ძველების ქსელში ხვრელები გაჩნდა, ამიტომ მათ თავიანთი ხელებით გაანადგურეს რამოდენიმე პორტალი, რადგან პლანეტები იმატერიუმის მცხოვრებლებისგან დაეცვათ.
ყველაზე საშიშნი ვარპის არსებებიდან იყვნენ დამმონებლები. მათ შეეძლოთ სხვა რასების წარმომადგენლები დაემონებიათ და ფსაიკერების საშუალებით მატერიალურ სამყაროში პორტალები გაეხსნათ. მალე ძველების მიერ შექმნილი რასები საშინელი დამმონებლების მსახურები გახდნენ. ამან ძველების მმართველობა გალაქტიკაზე სამუდამოდ გაანადგურა. როდესაც ზეცაში ომი დასრულდა გალაქტიკა აპოკალიფსს მიუახლოვდა, როდესაც მატერიალურ სამყაროში დამმონებლების აურაცხელმა რაოდენობამ შემოაღწია.

ნეკრონების დაძინება
სადისტური სიამოვნებით უყურებდნენ ნეკრონები თუ როგორ ნადგურდებოდნენ ძველები. კ'ტანებმა დამმონებლებთან ომში წასვლას სიმშვიდე არჩიეს, ამიტომ ამ ვარპულ ჯადოქრებს გალაქტიკის დამონების ნება მისცეს. თვითონ კი უატმოსფერო, მკვდარ პლანეტებზე აკლდამები აიშენეს.
თავიანთ მსახურებთან ერთად კ'ტანებმა ამ აკლდამებში დაიძინეს. სტაზის ველები გააქტიურეს და დამონტაჟებული პროტოკოლებით მხოლოდ მაშინ ჩაირთვებოდნენ, როდესაც პლანეტაზე ცოცხალ არსებები აღმოჩნდებოდა. კ'ტანების ამ საშინელმა გეგმამ აეონების შემდეგ, 41-ე ათასწლეულში იმოქმედა, როდესაც ადამიანების წინდაუხხედაობით ნეკრონები გაცოცხლდნენ. კ'ტანები აღფრთოვანდნენ გალაქტიკით, რომელიც სასიცოცხლო ძალით ფეთქავდა. ამდენი ომი მოსაგები, ამდენი სიცოცხლე გასანადგურებელი, ამდენი ცივილიზაცია დასანგრევი...

ადამიანის ერა
კ'ტანები და მათი მსახური ნეკრონები მილიონობით წლით გამოიკეტნენ აკლდამებში. უფრო მცირე რასებმა კი გამანადგურებელი ომის შედეგებიდან აღმოცენება დაიწყეს. ყველაზე დიდ შედეგს ელდარებმა მიაღწიეს, რომლების სატახტო პლანეტა ეხლანდელი ტერორის თვალში მდებარეობდა. მათ თითქმის სრულყოფილი იმპერია შექმნეს.
დედამიწაზე(მომავალში ტერაზე) ადამიანთა ცივილიზაციამ დაიწყო ზრდა. შორეულ მომავლამდე ჩვენი პლანეტის ისტორია 'სინამდვილეს' ემთხვევა.
ტერას ანუ პროგრესის ერის დროს ადამიანებმა ახლომდებარე პლანეტების კოლონიზაცია დაიწყეს. ნელ-ნელა ყველასთვის შეუმჩნეველი რასა ვითარდებოდა...
მაგრამ თავის ტექნოლოგიურ ზენიტს ადამიანთა მოდგმამ ტექნოლოგიის ბნელ ერაში მიაღწია, როდესაც ჩვენმა რასამ ვარპის მანიპულაცია ისწავლა. შეიქმნენ პირველი ვარპული ხომალდები და ნავიგატორების დახამრებით მათ მატერიალური სამყაროს ბევრად სწრაფად გავლა დაიწყეს. ადამიანებმა მალე გალაქტიკის კოლონიზაცია დაიწყეს და ელდარების იმპერიას რამოდენიმე პლანეტით თუ ჩამორჩებოდნენ.
მეცნიერება უფრო ღრმად წავიდა. შეიქმნა 'რკინის ხალხი', მოაზროვნე რობოტები, რომლებიც მალე თავიანთი შემქმნელების წინააღდეგ აჯანყდნენ. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძალიან დიდ ფასად. ამ შემთხვევის გამო ხელოვნური ინტელექტის შექმნა აიკრძალა. რკინის კაცების დამარცხების შემდეგ ადამიანების გაჭირდევაბ არ დასრულებულა. ადგილი იჩინა ფსიქიკურმა მუტაციებმა და უკონტროლო ფსაიკერები მთელს პლანეტებს იწირავდნენ. ხალხი იმ დონემდე მივიდა, რომ მცირედი ეჭვის ნიადაგზეც კი 'ალქაჯებს' ცეცხლს აძლევდნენ ან წამებაში ხდიდნენ სულს. თუმცა ადამიანთა მოდგმის ყველაზე საშინელი მომენტი 24-ე ათასწლეულში მოხდა. ელდარები კომფორტის და სიამოვნების იმ დონემდე მივიდნენ, რომ საერთო ემოციებით ვარპში ახალი არსება სლაანეში შექმნეს. სლაანეშის დაბადება საშინელი იყო. ფსიქიკურ კატაკლიზმში ელდარების იმპერიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. მათი სატახტო ქალაქის ადგილზე გაჩნდა ტერორის თვალი, პირდაპირი გზა არამატერიალურ სამყაროში. ასეთი ძალის გამოფრქვევამ ადამიანებში სრულიად გამოაღვიძა ფსიქიკური პოტენციალი. 'ალქაჯები' უფრო ბევრნი და ძლიერნი გახდნენ. ამის მეტიც, მთელი გალაქტიკა ვარპულ შტორმებში ჩაიძირა, რის გამოც პლანეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. ადამიანთა მოდგმამ სიბნელის ხანაში შეაბიჯა. ყოფილი ადამიანთა ცივილიზაციის პლანეტები ბირთვულმა ომებმა გაანადგურეს, ზოგნი ქსენოსების ან ქაოსის მონები გახდნენ, ზოგმა აკრძალულ ტექნოლოგიებს მიმართა და ა.შ.

იმპერატორი და ტერას დამორჩილება
დედამიწა(ტერა) ასევე შინაგანი ომების ქაოსში ჩაეფლო. შეშლილი მეფეები, ამბიციური ჯადოქრები და ტექნო-ბარბაროსები პლანეტას შეუწყვეტელი ომებით ანადგურებდნენ. გამარჯვებული არავინ ჩანდა, პლანეტას კი სრული ამოწყვეტის საშიშროება ემუქრებოდა. ამ სიკვდილის და ომის ხანაში სხვა მმართველებს გამოეყო ერთი, ყველაზე ჭკვიანი და ძლევამოსილი. არსება, რომელიც მომავალში ადამიანთა მოდგმის იმპერატორის სახელით გახდება ცნობილი.
საუკუნეების წინ დაბადებულმა და ადამიანთა რასის ჩუმმა კუსტოდიანელმა თავი გამოააშკარავა. მისი გენიით შეიქმნენ გენმოდიფიცირებული მეხის მეომრები, რომლის დახმარებითაც იმპერატორმა ომი დაიწყო. მეხის მეომრები, არიკ ტარანისის მეთაურობით ძლევამოსილ, შეუჩერებელ არმიას წარმოადგენდნენ. ტექნო-ბარბაროსები წკუტუნით იხევდნენ უკან, როდესაც რუხ ჯავშანში გამოწყობილი გოლიათები მათ ქალაქებს უტევდნენ. იმპერატორის პირადი ხელმძღვანელობით ტერაზე ყველა ტირანი დაემხო, ხოლო მეხის მეომრებმა თავი არარატის მთასთან, უკანასკნელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწირეს.

ავტორი: EliasWar