დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label კლარკი. Show all posts
Showing posts with label კლარკი. Show all posts

20 February, 2015

სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველები


სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველები“ (ორიგინალში „Prophets of Science Fiction“) წარმოადგენს ამერიკულ დოკუმენტურ სატელევიზიო სერიალს, რომლის პრემიერაც შედგა 2011 წლის 9 ნოემბერს. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია რიდლი სკოტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ახალი სერიალი, ვფიქრობ, რომ არსებობს ამ ჟანრის მოყვარულები, რომლებსაც არ აქვთ ინფრომაცია აღნიშნულ სერიალზე.


სერიალი ეძღვნება სამეცნიერო ფანტასტიკის ბოლო საუკუნეებიის გამოჩენილი წარმომადგენლების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სერიალში აღწერილია „სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველების“ ნამუშევრების როლი მეცნიერული პროგრესის პროცესში: მათმა ნაშრომების წვლილი ფუტურისტული კონცეფიციების რეალურ სამეცნიერო მიღწევებად ტრანფორმაციაში. სიუჟეტი მოთხრობილია დადგმული სცენების, რესტავრირებული ილუსტრაციებისა და ინტერვიუების საშუალებით.

კრიკიტოსებმა ხაზი გაუსვეს თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და „წინასწარმეტყველების“ ბიოგრაფიების სინთეზურ თხრობას, თუმცა დაიწუნეს „არსებით ნაწილზე ყურადღების გამახვილების ნაკლებობა და გაზვიადებული თხრობა“. მაგალითად, სერიალი ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს მერი შელის „ფრანკენშტეინი“ და მიღწევები ორგანოების ტრანსპლანტაციაში, თუმცა, „ფრანკენშტეინის“ დაკავშირება დნმ-ის კვლევასთან გაზვიადებულად მიიჩნიეს. 

სერიალის პირველი სეზონი შედგება 8 სერიისგან: 1) მერი შელი 2) ფილიპ კ. დიკი 3) ჰერბერტ უელსი 4) არტურ ს. კლარკი 5) აიზეკ აზიმოვი 6) ჟიულ ვერნი 7) რობერტ ჰაინლაინი 8) ჯორჯ ლუკასი.

არტურ კლარკი, ჟიულ ვერნი, ჯორჯ ლუკასი, რობერტ ჰაინლაინი, 
ჰერბერტ უელსი, აიზეკ აზიმოვი, მერი შელი, ფილიპ დიკი
მოკლე რეცენზიები თითოეულ სერიაზე:

1. მერი შელი - 1816 წელს მერი შელმა შექმნა მონსტრი და ამასთანავე შედევრი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლეგენდას, ტექნოლოგიას და პიროვნულ ტრაგედიას. ასე დაიბადა „თანამედროვე პრომეთე“ და მასთან ერთად - სამეცნიერო ფანტასტიკაც.

2. ფილიპ დიკი - ფილიპ დიკი თავისივე წიგნებში აღწერილი სამეცნიერო ფანტასტიკით ცხოვრობდა. მან დაწერა Blade Runner-ის სცენარი, დიდი წვლილი შეიტანა რობოტიკის განვითარებაში და ცხოვრების მანძილზე ცდილობდა გაეგო რეალობის არსი.

3. ჰერბერტ უელსი - „დროის მანქანა“ და „სამყაროთა ომი“ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უელსი სამეცნიერო ფანტასტიკის სათავეებთან აღმოჩენილიყო. მისი მაღალტექნოლოგიური თავგადასავლები გამაფრთხილებელ მესიჯსაც შეიცავს - „უფრთხილდით სამეცნიერო პროგრესის ბნელი მხარეს“.

4. არტურ კლარკი - ზოგი წინასწარმეტყველებს, კლარკი კი ქმნის. კუბრიკთან მისმა საკულტო კოლაბორაციამ ჯერ კიდევ რამდენიმერ დეკადით ადრე იწინასწარმეტყველა ვიდეოფონების, აიპედებისა და კომერციული კოსმოსური ფრენების შესახებ.

5. აიზეკ აზიმოვი - აზიმოვი ოცნებობდა სამყაროზე, სადაც ადამიანის სამუშაოს რობოტი შეასრულებდა. მისმა „მე, რობოტის“ სერიის მოთხრობებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ინდუსტრიული რობოტების განვითარებას, შექმნა რობოტიკის სამი კანონი და კაცობრიობა მოამზადა რობოტებთან თანაარსებობისთვის. 

6. ჟიულ ვერნი - ჟიულ ვერნმა, როგორც ექსტრემალურმა ფუტურისტმა, იწინასწარმეტყველა თითქმის ყველა მეცნიერული მიღწევა. მისი შემოქმედების არეალი კი საკმაოდ ფართო იყო - დედამიწის ცენტრიდან მთვარის ზედაპირამდე.

7. რობერტ ჰაინლაინი - ჰაინლაინი არის სამეცნიერო ფანტასტიკის ფილოსოფოსი: მისი ამბები ეხება პატრიოტიზმს, სექსუალურ თავისუფლებას, ადამიანთა მიერ ერთმანეთთან თანამშრომლობის უუნარობას და ა.შ. ჰაინლაინის Starship Troopers და Stranger in the Strange Land ცდილობს განსაზღვროს „თავისუფლების“ არსი.

8. ჯორჯ ლუკასი - ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ არის XX საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის გარდამტეხი მნიშვნელობის ნამუშევარი, რომელმაც შთააგონა მეცნიერებისა და ინჟინრების თაობები, გაეზარდათ ტექნოლოგიური მიღწევების საზღვრები.

ერთი სიტყვით, ეს არის დოკუმენტური სერიალი რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა მოყვარულმა უნდა ნახოს. 


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


24 November, 2014

Childhood's End - არტურ კლარკი


ბავშვობის დასასრული ალბათ სწორი თარგმანია ქართულ ენაზე. მაგრამ მეწვრილმანეობას თავი დავანებოთ და საქმის არსზე გადავიდეთ. წინ გელით მსუბუქი სპოილერები, რომლებიც წიგნის წაკითხვის ბედნიერებას, გარწმუნებთ, მაინც არ მოგაკლებთ.

ძირითადი სიუჟეტი არის ის, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების შემოსევაა. (მე-20 საუკუნის ბოლო) არ გეგონოთ ბოროტი მიზანი გააჩნდეთ მათ და მავნებლობას აპირებდნენ დედამიწაზე. ისინი უფრო თავიანთი სიკეთით უღებენ ბოლოს კაცობრიობას. მათ წიგნში ჰქვიათ ,,overlords" ანუ უმაღლესი მმართველები იქნება ალბათ სწორი, მაგრამ მოდი დავტოვოთ ტერმინი ოვერლორდი. მათი უპირველესი მიზანია განაიარაღონ კაცობრიობა და ცივი ომის რკინის ფარდის გალღობა მოახდინონ. ცივი ომი ვახსენე და ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ გახლავთ. წიგნის პირველი რამდენიმე ფურცელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ეჯიბრება ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს კოსმოსში მოგზაურობაში. მხოლოდ ამ ნაცნობი მოვლენების წაითხვის შემდეგ გადავდივართ სულ სხვა განზომილებაში, სადაც დედამიწის დალოცვილ ცაზე მფრინავი თეფშები მფარველი ანგელოზებით ადგანან დიდი ქალაქებს თავზე.




ოვერლორდები მიზანს ადვილად მიაღწევენ, საბოლოოდ დედამიწაზე დაისადგურა სიმშვიდემ, კეთილდღეობამ, აღარ არის ომები, შიმშილი, ეპიდემიები და ა.შ. უტოპია დამყარდა მოკლედ!
   
ტექსტში იყო ბევრი პოლიტიკური ქვეტექსტი. კომუნისტები v. შტატები: ოვერლორდები ისე ჩადგნენ მათ შორის გეგონება რკინის ფარდის ფუნქცია შეითავსესო. ადამიანს აეკრძალა განვითარება, კულტურის შექმნა. სამაგიეროდ მიიღო მსოფლიო მშვიდობა, ჰარმონია, ფული და საჭმელი. დანაშაული აღარ ხდება. ამის პარალელურად კაცობრიობის გონი დაჩლუნგდა, ახალი არაფერი იქმნება, ყველა მატერიალური სიკეთე ხელმისაწვდომია. კულტურული განვითარება თითქოს გამყინვარების ეპოქაში მოხვდა. სამუშაოსაც კი რობოტები ასრულებენ.

ოვერლორდების შემოსვლა ტიპიური კოლონიალიზმია. როგორც ინგლისი-ინდოეთი და ა.შ. დადებითი მხარე ამასაც აქვს ორი აზრი არ არის. კოლონია ვითარდება ძლევამოსილი კოლონიზატორის წყალობით. შედის ახალი ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო ნივთები, კულტურაც კი. მაგრამ არის კი ეს სასრუველი? ანუ ის რომ განვითარებაში გეხმარება გარედან მოსული ტიპი, რომელიც თავის წესებს გახვევს თავზე. რა თქმა უნდა არა. სჯობს ყველაფერმა თავის წვენში იდუღოს და საზოგადოებას დავუტოვოთ თვითგამორკვევის იდეა. აი ეს აკლდა ოვერლორდებს. მათ სიკეთით და სათნოებით გააჩანაგეს ადამიანის ინდივიდუალიზმი. მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოებში ისმის: რა არის თავისუფლება შეცდომების დაშვების თავისუფლების გარეშე?

როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის მამებს სჩვევიათ, კლარკმა ბევრი მოვლენები იწინასწარმეტყველა თავისი ნაწარმოებებით, რომელთა ნაწილიც გამართლდა, ნაწილიც შორეულ ოცნებად რჩება.(მაგალითად: უცხოპლანეტელების არსებობა) რაც ნამდვილად უცხო მოეჩვენობოდა იმ დროის მკითხველს ეს იქნებოდა ნაწარმოებში წარმოჩენილი ქალთა თანასწორობა, სექსუალური თავისუფლება, სექსუალური უმცირესობების არსებობა. (მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ტიპები არ გვყავს ნაწარმოებში საკმაოდ გავრცელებულია მრავალპარტნიორული ურთიერთობები).

აღსანიშნავია, რომ კოსმოსში მოგზაურობის ფენომენი განყენებული არის ადამიანური რასისგან. ოვერლორდები, რა თქმა უნდა, დაფრინავენ დროსა და სივრცეში, მაგრამ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება დატოვონ დედამიწა. The Stars are not for man...

ნაწარმოების გმირებს რაც შეეხება. გმირების დეტალებში აღწერა და მათი მკითხველისთვის შეყვარება კლარკს ნამდვილად არ ახასიათებს. ,,მთავარი გმირის“ ფენომენი აქ არ არსებობს. მთავარი გმირი, ალბათ, თავად დედამიწაა, უფრო სწორად კაცობრიობა გახლავთ.

აწარმოები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისგან. მთელი წიგნის მანძილზე ვერ გაიგებთ სათაურის შინაარსს, რა შუაშია ბავშვობის დასასრული? მაგრამ ბოლო თავები ყველა კითხვას პასუხს სცემს. ათბალიანი შეფასების სიტემიდან თავისუფლად დავუწერდი 6-7 ქულას.


ავტორი: ომარ ნოე წერეთელი