დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label კურტ ვონეგუტი. Show all posts
Showing posts with label კურტ ვონეგუტი. Show all posts

16 March, 2015

კურტ ვონეგუტის 8 მცნება მწერლებს


                                 

1. თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანის დროს, ქალი იქნება თუ კაცი, ისე მოეკიდეთ, რომ ეს დრო დაკარგულად არ მიიჩნიოს.

2. სულ მცირე, ერთი ისეთი გმირი მაინც წარუდგინეთ მკითხველს, რომლის გულშემატკივრობასაც მოინდომებს.

3. ყველა გმირს რაღაც უნდა უნდოდეს, თუნდაც უბრალოდ ჭიქა წყალი.

4. ყველა წინადადება უნდა ემსახურებოდეს ორი მიზნიდან ერთ-ერთს: ან გმირის ხასიათს უნდა ხსნიდეს, ანდა მოქმედებას უნდა ავითარებდეს.

5. ნაწარმოების ამბის კულმინაცია ფინალთან რაც შეიძლება ახლოს გადასწიეთ.

6. სადისტივით მოიქეცით. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად საყვარლები და უმანკონი არიან თქვენი მთავარი გმირები, საშინელებები დამართეთ, რომ მკითხველმა დაინახოს, სინამდვილეში რა ცომით არიან მოზელილი.

7. მარტო ერთი ადამიანის მოსახიბლად წერეთ. ფანჯარას თუ გამოაღებთ და მთელ მსოფლიოს გამოაუტყდებით სიყვარულში, თქვენს მონათხრობს ასე ვთქვათ, პნევმონია შეეყრება.

8. რაც შეიძლება დროულად მიაწოდეთ თქვენს მკითხველს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ჯანდაბამდე გზა ჰქონია დაძაბულობას და მოლოდინს! ისე კარგად უნდა ესმოდეს მკითხველს, რა, სად და რატომ ხდება, რომ ამბავი თვითონაც დაასრულოს, ვინიცობაა, ბოლო რამდენიმე ფურცელი ტარაკანებმა შეუჭამონ.


                                             

ვონეგუტის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპული თეზისები მის მთელ შემოქმედებას ხაზად გასდევს. მკითხველი კარგად იცნობს მის არც თუ ისე დიდი ზომის რომანებს, რომლებიც მიუხედავად მცირესიტყვიანობისა (სხვა მწერლების სქელყდიან ნაწარმოებებთან შედარებით), თავის თავში მარტივად იტევს მსუყე სიუჟეტებს მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციიდან. შავგვრემანი კულულებისა და გამხმარი სახის მქონე ამერიკელი ცალი ხელით ომს ებრძოდა, მეორეს კი სამყაროს პირველი წლების დროინდელი ადამიანის ცნობიერებაში აფათურებდა. თავდაყირა აყენებდა დროის კლასიკურ მდინარებას და ადამიანთა გრძნობებს კატის აკვანში ძაფებს შორის ბურდავდა. კურტ ვონეგუტი იყო ადამიანი, რომელმაც ბევრად მეტი შესძინა მსოფლიო ლიტერატურას, ვიდრე ეს თავად ეგონა. ის არ იყო ამერიკელი მწერალი, ის მსოფლიო მშვიდობის დამცველი პილიგრიმი იყო, რომელიც საკუთარ თავს თავისივე წიგნებში ამოგზაურებდა და მსოფლიოს მილიონობით მკითხველს თავის თავს აცნობდა. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა თავმდაბლობას, თუმცა როგორც თავადვე ამბობდა, „ჩვენ ვართ ისინი, რადაც ჩვენს თავს წარმოვიდგენთ. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ წარმოდგენისას“.


Be Careful What You Wish For, Mr. Vonnegut



ავტორი: ირაკლი სულაძე


17 February, 2015

სასაკლაო ნომერი 5 და კურტ ვონეგუტი

     
1945 წლის 15 თებერვალს გერმანიის ქალაქი დრეზდენი დაიბომბა ბრიტანელების მიერ. გარდაიცვალა ათასობით ადამიანი და უამრავი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მიწასთან გასწორდა. ამ დროს კურტ ვონეგუტიც იქ იმყოფებოდა. ის ომის ტყვე გახლდათ და შრომით ბანაკში ამუშავებდნენ. ვონეგუტი და მისი თანამოაზრეები მიწისქვეშა სასაკლაოში ცხოვრობდნენ, რომელსაც ექრვა "Schlachthof Fünf". (სასაკლაო ნომერი 5) სწორედ მიწისქვეშეთმა იხსნა ისინი დამომბის და ცოცხლად დაწვისგან.

დაბომბვის შემდეგ კურტს და სხვა პატიმრებს დაავალეს ცხედრების შეგროვება და დამარხვა. საბოლოოდ, კურტმა გაქცევა მოახერხა და ოჯახსაც გაუგზავნა წერილი, სადაც მოკლედ მოუთხრო თუ რა გადახდა თავს. წერილი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ


ამ ამბებიდან 5 წლის შემდეგ კურტმა მისი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა. 25 წლის შემდეგ კი გამოქვეყნდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი Slaughterhouse-Five, or The Children's Crusade: A Duty-Dance with Death, (სასაკლაო ნომერი 5 ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა), რომელმაც ნელ-ნელ აღიარება მოიპოვა. ამერიკის სკოლებში ეს წიგნი სასკოლო პროგრამაშიც კი იქნა შეტანილი.


1997 წელს ვონეგუტი სტუმრად ეწვია ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც კონფერენციის თემა სწორედ მეორე მსოლფიო ომი და დრეზდენის ამბები იყო. ქვემოთ არის ამ საუბრიდან 5 წუთიანი მონაკვეთი:


ჩემთვის განსაკუთრებით ეს ფრაზა იყო დასამახსოვრებელი: ,,ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ძლიერი წიგნის მესიჯი გახლავთ ის რომ, ადამიანი მარტო არ არის! კარგი წიგნები ახალგაზრდებს ეხმარებიან თვითგამორკვევაში და აძლევენ რწმენას, რომ მეგობარი ყოველთვის გვერდში ჰყავთ! ,,Hey, I've got a friend somewhere else.”იუთუბზე ბოლომდე არ არის ამ ლექციის ჩანაწერი, სრული ლექცია შეგიძლიათ ნახოთ აქ