დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label როკი. Show all posts
Showing posts with label როკი. Show all posts

20 June, 2015

საბჭოთა კავშირში აკრძალული 38 ცნობილი მუსიკალური ჯგუფი

                             
ცნობილი ამბავია, რომ მუსიკა შესაძლოა ძლიერ და საშიშ პოლიტიკურ იარაღად იქცეს. საბჭოთა კავშირშიც შესანიშნავად იცოდნენ ეს ფაქტი, სწორედ ამიტომ 1985 წელს კომკავშირის მიერ გამოქვეყნდა ცნობილი მუსიკალური ბენდების სია (იხილეთ ქვემოთ), რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშად ჩაითვალნენ. 

ამ სიაში შევიდა ე.წ. ახალი ტალღის 38 ჯგუფი. მათ ,,ბრალს სდებდნენ“ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში და საბჭოთა ქვეყნებისთვის მიუღებლად თვლიდნენ. 

აქ შეხვდებით ისეთ ტიტანებს, როგორებიცაა ,,Black Sabbath”, ,,Iron Maiden", ,,ძალადობრივი და რელიგიური მისტიციზმით“ აღსავსე ,,Nazareth”-ი და სხვ.

,,Pink Floyd”-ს ბრალი ედება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მასხრად აგდებაში. (საუბარია ავღანეთში საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენციაზე, რასაც ჯგუფმა სიმღერაც მიუძღვნა სახელწოდებით ,,Get your filthy hands off my desert”). 

რამდენადაც არ უნდა გაგიკვიდრეთ ამ სიაში მოხვდა, იმ პერიოდის ალბათ ყველაზე წყნარი ბენდი ,,Depeche Mode”-ი, რომელსაც ბრალი ძალადობაში ედება... 

მოკლედ გაეცანით საბჭთა კავშირში აკრძალული ბენდების სიას:


Sex Pistols: ძალადობა 
Madness: ძალადობა 
Clash: punk, ძალადობა 
Stranglers: ძალადობა 
Kiss: ძალადობა, ნეოფაშიზმი 
Crocus: ძალადობა 
Styx: ძალადობა, ვანდალიზმი 
Iron Maiden: ძალადობა, რელიგიური მისტიციზმი 
Judas Priest: რასიზმი, ანტიკომუნიზმი 
AC/DC: ძალადობა, ნეოფაშიზმი 
Sparks: რასიზმი, ნეოფაშიზმი 
Black Sabbath: ძალადობა 
Alice Cooper: ძალადობა, ნადალიზმი 
Nazareth: ძალადობა, რელიგიური მისტიციზმი 
Scorpions: ძალადობა 
Gengis Khan: ანტიკომუნიზმი, ნაციონალიზმი 
UFO: ძალადობა 
Pink Floyd (1983): საბჭოთა კავშირის საგარეო კურსის აბუჩად აგდება 
Talking Heads: ძალადობა 
Perron: ეროტიზმი 
Bohannon: ეროტიზმი 
Originals: სექსი 
Donna Summer: ეროტიზმი 
Tina Turner: სექსი 
Junior English: სექსი 
Canned Heat: ჰომოსექსუალიზმი 
Munich Machine: ეროტიზმი 
Ramones: ძალადობა 
Van Halen: ანტისაბჭოთა პროპაგანდა 
Julio Iglesias: ნეოფაშიზმი 
Yazoo: ძალადობა 
Depeche Mode: ძალადობა 
Village People: ძალადობა 
Ten CC: ნეოფაშიზმი 
Stooges: ძალადობა 
Boys: ძალადობა 
Blondie: ძალადობა

06 December, 2014

როკ-ენ-როლი და დიდი ელვისი

    



       ამერიკულ მუსიკას, 1950-იან წლებში  ახალი და მეტად დინამიური მუსიკა როკ-ენ-როლი მიემატა. ამ პერიოდში რიტმ–ენდ–ბლუზის ჟანრისა და ქანთრის დაახლოება დაიწყო, რომელთაც კიდევ გოსპელი და სხვა მიმართულებების ელემენტები დაერთო. 1954 წელს კლივლენდის ერთ-ერთმა დისკ–ჟოკეიმ ალან ფრიდმა ან ნაზავს როკნეროლი დაარქვა. თუმცა ეს ჟანრი ზანგებმა შექმნეს, მისი პოპულარიზაცია თეთრკანიან მუსიკოსებს უკავშირდება. ერთ–ერთი პირველი ამერიკელი როკ–ენ როლის შემსრულებელი ბილი ჰეილი, იყენებდა აფროამერიკულ სლენგებს და "ბუგი–ვუგის" რიტმს თავის რითმულ მუსიკებში, რომელიც ქანთრის და ჯაზს ეყრდნობოდა. 
       უფრო პოპულარულ ბლუზს ბიბი კინგმა ახალი, თანამედროვე ჟღერადობა შესძინა ელექტროგიტარის უბადლო გამოყენებით და დიდებული იმპროვიზაციის მეშვეობით. ჩაიწერა სიმღერა „Three o’clock Blues”. კინგი დღესაც, ბლუზის ყველაზე პოპულარულ გიტარისტად ითვლება.


      

     ახალგაზრდები გიჟდებოდნენ როკენროლზე, ათწლეულების ბოლოსათვის, გაყიდული ფირფიტათა  სამ–მეათედს სწორედ ისინი ყიდულობდნენ.სკოლის შემდეგ „მუსიკბოქსებში“ მუსიკის მოსმენა  თინეიჯერთა რიტუალად იქცა. ბევრ მშობელს და კონსერტავულ ამეიკელს სძულდა  ეს მუსიკა, მათი აზრით ეს მუსიკა ახალგაზრდებში დანაშაულებრიობის ზრდის მთავარი მიზეზი იყო.ერთი სიტყვით თითქმის იგივე მეორდებოდა, რაც ჯაზის მიმართ 1920-იან წლებში ხდებოდა. თუმცა მუსიკის გავლენის არეალი ალბათ გაცილებით უფრო ფართო იყო.
     დოკუმენტური ფილმი როკ–ენ–როლის განვითარების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.


      უდიდესი მოვლენა არამარტო მუსიკის სამყაროში, არამედ სრულიად ამერიკის და მსოფლიოს პოპ-კულტურაში იყო ელვის პრესლი.იგი, როკენროლის უპირველეს ვარსკვლავად ითვლება. თითქმის ყველა მუსიკალური კრიტიკოსი თანხმდება, რომ იგი შემქმნელი თუ არა, ახალი პოპ-მუსიკის თუ ახალგაზრდული მუსიკის კატალიზატორი მაინც იყო. იმასაც კი ამბობდნენ, რომ, მან მისი შესრულების სტილითა და მანერით ზანგებს როკ–ენ–როლი მოპარა.როდესაც ელვისი სიმღერა That’s All Right  მემფისის ყველაზე პოპულარულ რადიოშოუში გაისმა, შოუს წამყვანს ისღა დარჩენოდა, რომ მთელი საღამოს მანძილზე მხოლოდ ის დაეკრა_საოცარი წარმატება იყო. წამყვანმა მაშინვე გადაწყვიტა ელვისის მოწვევა. მაგრამ ელვისს ტელეფონი არ ჰქონდა, მაშინ მეზობელს დაურეკეს, მან ელვისის დედას შეატყობინა, დედამ კი ელვისი კინოთეატრიდან გამოიყვანა, სადაც აღელვებული ელვისი სპეციალურად წავიდა შოუსთვის რომ არ მოესმინა. ელვისის სიმღერა ჯერ მემფისში, მალე კი მთელს ამერიკაში ჰიტად იქცა. შემდგომში, თაყვანისმცემლები მას როკენ როლის ზევსად რაცხავდნენ, ვინაიდან სწორედ მან გააერთიანა შავკანიანთა რიტმ ენდ ბლუზის ვნებიანობა, ქანთრის მუსიკის ლირიკასთან და საეკლესიო მუსიკის ბრწყინვალებასთან. ელვისის ფირფიტების გამოშვების უფლება უკვე გიგანტურმა კომპანიამ  RCA- შეიძინა და დღეში 75 ათასი დოლარის ღირებულების ფირფიტასაც ყიდდა.


 ბოლოს, შემოგთავაზებთ, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო მუსიკას ელვისის შესრულებით: 



                                                                             
   ავტორი: ნინო ცერცვაძე
                       15.12.2014.
                                                                              

03 December, 2014

Dr.Z - უცნობი მარგალიტი

 




    წარმოგიდგენთ ჯგუფს, რომელსაც ასე უბრალოდ Dr.Z-ს ეძახიან, ამბობენ რომ University of North Wales-ის პროფესორმა ბატონმა Keith Keyes-მა (კლავიში და ვოკალი) თავის ორ სტუდენტთან - დრამზე და ბასზე ჩაწერა ეს ერთადერთი ალბომი, რომელიც ინგლისური პროგრესივ როკის უიშვიათეს და უძლიერეს ალბომს წარმოადგენს. ეს პროფესორი თავის სტუდენტებიანად გაქრა და აღარასოდეს გამოჩენილა სცენის სიახლოვეს.
    ამბობენ, რომ ეს პროფესორი კეიტი იყო, (Keith Keyes ) ხოლო სტუდენტები ლაკე და პალმერი. ((c) Meragur)

 საუბარია ამ ალბომზე: Dr.Z - Tree Parts To My Soul "Spiritus, Manes Et Umbra" 1971

რაც შეეხება, უშუალოდ ჯგუფის შემოქმედების შეფასებას, მასზე  dixdavid წერს:
პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვისმინე ეს ალბომი და შთაბეჭდილება... ეს იყო შოკი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთი დონის შედევრს აღმოვაჩენდი. ჯერ კიდევ არ მოვსულვარ გონს. აი ახლა უკვე ზედიზედ მესამედ ვუსმენ და ვფიქრობ ეს ბოლო არ იქნება.
    ერთერთი ყველაზე მელოდიური ალბომი რაც მე ცხოვრებაში მომისმენია. ასევე აღსანიშნავია მუსიკოსების უმაღლესი ტექნიკური მომზადება, ხოლო კლავიშებზე ვფიქრობ კომენტარიც არ ღირს, რადგან უბრალოდ გენიალურია. პრინციპში იგივე შეიძლება ითქვას ვოკალზე, რომელიც ორგანულად ერწყმის ჯგუფის მრავალსაფეხურიან ჰარმონიებს.
    მიჭირს და არც ვაპირებ კომპოზიციების გამოყოფას, რადგან ვფიქრობ თითოეული მათგანი მინი შედევრია და მათი დახასიათება შორს წაგვიყვანს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ალბომის ხარისხზე. ეჰ ჯანდაბას, ეს ერთი მაინც უნდა განვაცალკევო. In A Token Of Despair – ნამდვილი სასწაულია. არ მეგულება ბევრი ჯგუფი, რომელსაც მსგავსი უკვდავების შექმნა ძალუძდეს.
     შესაძლებელია რამოდენიმე კომპოზიციაში გიტარის ნაკლებობა (უფრო სწორად არარსებობა) იგრძნობოდა, მაგრამ ფორტეპიანო იმდენად სრულყოფილი ინსტრუმენტია და ჯგუფის მეკლავიშე კიდევ ისეთი ჯადოქარი, რომ ეს ნაკლი სრულიად აღმოფხვრილია. ასევე აღსანიშნავია ჰარფსიკორდის უნაკლო და გემოვნებიანი პასაჟები.
მე გადავიკითხე გარკვეული კომენტარები და მუსიკალური კრიტიკა. ბევრი ჯგუფს პროგ როკის ტიპურ წარმომადგენლად მიიჩნევს. ჩემი მოკრძალებული აზრით ჯგუფს პრაქტიკულად არაფერი საერთო არ აქვს პროგ როკთან. შესაძლოა დამემდუროთ, მაგრამ ეჭვი მეპარება ასეთი მელოდიურობის შექმნა რომელიმე დიდ პროგ ჯგუფს (ორიოდე გამონაკლისის გარდა) ხელეწიფებოდა. ეს არის წმინდა წყლის არტ როკი. ამასთან სრულყოფილი, არქეტიპული და იდელაური ნიმუში რაც ჩემი წარმოდგენით შეიძლება არსებობდეს.
    მოკლედ მე ამ ნამუშევარს უმაღლეს შეფასებას ვაძლევ და როკის გიგანტებს შორის ერთერთ უმაღლეს ადგილზე ვაყენებ. ამას ვამბობ მას შემდეგ, რაც აგერ უკვე მეოთხედ მოვისმინე თავიდან ბოლომდე.
    არსებობს ლეგენდა, თითქოს ეს უცნობი პროფესორი სხვა არავინ იყო თუ არა კიტ ემერსონი და ELP–ის სხვა წევრები. სიმართლე გითხრათ ეს ამბავი მე ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება, რადგან ჩემი ემერსონის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეჭვი მეპარება მას მელოდიის ისეთი მახვილი განცდა ჰქონოდა, როგორც ამ კომპოზიციების ავტორს. გარდა ამისა, სტილიც სულ სხვაა.
    ჯგუფის მუსიკას მე უფრო ისეთ  არტ გიგანტებს შევადარებდი, როგორებიცაა პროკოლ ჰარუმი და რენესანსი. ასევე ელტონ ჯონი, რომელიც იმ პერიოდში შედევრს შედევრზე ქმნიდა. თამად შემიძლია ვთქვა ეს ნამუშევარი ზემოხსენებული გენიოსების შედევრებს არაფრით არ ჩამოუვარდება და ზოგ კომპონენტში ჩრდილავს კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, ვფიქრობ რაღაც პარალელის გავლენა ქუინის ადრეულ, 1973-1974 წლებში ჩაწერილ ალბომებთანაც (რომლებიც ჩემი აზრით საუკეთესოა ჯგუფის შემოქმედებაში) შეიძლება.
    ყოველგვარი ეჭვის გარეშე შემიძლია განვაცხადო, ეს ჯგუფი იმსახურების ასეთი დიდი მუსიკალური აქტების გვერდით დგომას.

    

28 November, 2014

Pavlov's Dog -ის ახალი ალბომი აღმოჩენილი 41 წლის შემდეგ


    ცოტამ თუ იცის, რომ ამ დიდებული ბენდის ,,პირველი" ალბომის ჩაწერამდე (საუბარია ალბომზე სახელად Pampered Menial, რომელიც 1975 წელს ჩაიწერა) ჯგუფს უკვე ერთი ალბომი ჩაწერილი ჰქონდა დაახლოებით 2 წლით ადრე. (სახელად ,,Pekin Tapes") ანუ საუბარია 1973 წლის ოქტომბერზე, როდესაც ჯგუფმა Golden Voice Studio-ში ჩაწერა მთლიანი ალბომი სულ რაღაც 3 დღეში. იდეაში ეს ალბომი ბენდის დებიუტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...
    როდესაც ABC Record Studio-მ მოისმინა ეს ალბომი, ზედმეტი ჭოჭმანის გარეშე ბენდთან 650 000 დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს თახნა მაშინ უპრეცენდენტო გახდათ ახლადდაარსებული ბენდისთვის. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ალბომი გამოეშვათ პროდუსერებმა ბენდი უკან - სტუდიაში დააბრუნეს, სადაც უნდა მომხდარიყო მათი ,,სრულფასოვან მუსიკოსებად" ჩამოყალიბება. ყოველივე ამის გათვალისწინებით დაახლოებით ორი წლის შემდეგ მივიღეთ ალბომი Pampered Menial და მას ბენდის პირველი ალბომი ეწოდა, მაშინ როდესაც პირველი ალბომი უკვე ჩაწერილი გახლდათ და დავიწყებასაც მიცემული...
    ,,Pekin Tapes" 10 კომპოზიციისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობა ჯამში 53 წუთია. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ სწორედ ამ ალბომში ჩანს ბენდის ნამდვილი სახე, ნამდვილი კრეატიულობა, სადაც პროდუსერების ხელი ყველაზე ნაკლებად იგრძნობა.
    მიუხედავად ალბომის ჩრდილში ყოფნისა მან დიდი სამსახური გაუწია ჯგუფს. პირველი მომგებიანი კონტრაქტის დადება სწორედ მისი წყალობით მოხდა და გავლენაც რაღა თქმა უნდა სახეზეა! ამ ალბომიდან ,,ოფიციალურ" ალბომში შესულია 5 კომპოზიცია სხვადასხვა ცვლილებებითა და დამატებებით.
    დღემდე არ მიგვიწვდებოდა ხელი ბენდის პირველ ალმობზე, რადგანაც სტუდიაში ხანძრის შედეგად მხოლოდ ფერფლიღა გადარჩა, მაგრამ 2014 წელს მოხდა მოულოდნელი შემთხვევა, როდესაც ბენდის ეს ალბომი კერძო საკუთრებაში აღმოაჩნდა ერთ ადამაინს. ჩანაწერის რესტავრირების შემდეგ ფართო საზოგადოება მას 2014 წლის 28 ნოემბრიდან იხილავს!

25 November, 2014

Pink Floyd - Jugband blues. სიდ ბარეტის შედევრი



  მოგვაწოდა Meragur -მა

    მეგობარო, ბევრი ვიფიქრე და უცებ გამახსენდა ერთი ტრეკი, არა-არა ეს ტრეკი არაა და არც სიმღერა,  ეს 3 წუთიანი შედევრია .........
დიახ-დიახ შედევრი.......
ეს ბოლო ჩანაწერია, რომელიც დიდმა სიდმა დიდ ფლოიდებთან ერთად ჩაწერა.........
მოკლედ, ასე იყო: თუ არ ვცდები 1968 წლის გაზაფხული იყო, Pink Floyd -ის ორიგინალურ შემადგენლობას უკვე ძალიან უჭირდა სიდთან ურთიერთობა, გილმორიც მოწვეული ჰყავდათ და ხუთნი ცდილობდნენ დაკვრას... სტუდიაში მოვიდა სიდი ახალი მასალით ხელში. იღებს გიტარას და რამდენიმე აკორდს იღებს და დანარჩენებს ეკითხება -მიხვდით ყველაფერს?
დანარჩენები თანხმობის ნიშნად იწყებენ დაკვრას, მაგრამ არაფერი გამოსდით, ვინაიდან, სიდი განსხვავებულ აკორდებს და განსხვავებულ ტემპში უკრავს........ასე გაგრძელდა რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სიდი კითხულობდა -მიხვდით ყველაფერსო?....მეცხრე თუ მეათე ცდის შემდეგ როჯერ ვოტერსმა თქვა: მე ყველაფერს მივხვდიო და დემონსტრაციულად დადო გიტარა და გავიდა. ეს მისი და სიდის ბოლო ერთად დაკვრა იყო......ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს შედევრი მათი თანამოღვაწეობის ბოლო აკორდი აღმოჩნდა.