დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label jazz. Show all posts
Showing posts with label jazz. Show all posts

05 December, 2014

რატომ გახდა ჯაზი პოპულარული?

  საინტერესოა, რამ განაპირობა ჯაზის ასეთი პოპულარობა? რა გავლენა აქვს მას ადამიანებზე? რატომ მაინცდამაინც ჯაზი?
    
     სიტყვაჯაზიალბათ ყველასთვის  ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასოცირდება. ამ სტატიაში მე მინდა ვისაუბრო მის თავისებურებებზე, რომელმაც მთელი მსოფლიო ასე დაიპყრო. მსოფლიოს ჯაზი ამერიკამ აჩუქა.  ეს მუსიკალური მიმდინარეობა ისეა შესისხლხორცებული მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოს კულტურასა და ხელოვნებასთან, როგორც ქართული ფოლკლორი და სუფრა ჩვენს რეალობაში, ჩვენს კულტურასა და ხელოვნებასთანდღეს ამერიკა ჯაზის გარეშე და ჯაზი ამერიკის გარეშე წარმოუდგენელია.

  ჯაზი არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმით და ადამიანის ფსიქიკაზე მას დიდი გავლენა აქვს. ზოგადად, მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. სწორედ  ასევეა ჯაზი.

     ჯაზი თავისუფლებასა და სიამოვნებასთან ასოცირდება. ამიტომ, ვისაც უყვარს ის, არ შეიძლება მისით არ იყოს მოჯადოებული. მისით საზრდოობენ და დადებითად იმუხტებიანსად იმალება მთავარი საიდუმლო ჯაზის ასეთი პოპულარობის? ჯაზის შესრულება იმდენად განსხვავებულია, რომ სწორედ ეს ანიჭებს მას უნიკალურობას, ყველაზე საინტერესოა შემსრულებელთა მიერ შექნილი სტილი. ჩანს, რომ ჯაზი შესაძლებლობას აძლევს ყველა შემსრულებელს, შექმნას საკუთარი იმპროვიზაცია.  მას ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა კონტინენტზე მოისმენთ.
  
     ჯაზი ამერიკის ტიპიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. იგი არისპროცესი“, ვიდრეპროდუქტი“. როგორც ვახსენეთ, იგი უწყვეტად განიცდის გაუმჯობესებას და სიახლეებიც არ აკლია. ამგვარად, ჯაზი არის ერთი მთლიანი პროცესი, რომელიც ცვლილებებით აღსავსეა. „თუ კითხულობ, რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებ ამას“, – დაახლოებით ასე უპასუხა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსმა ლუი არმსტრონგმა შეკითხვას, რა არის ჯაზი. მუსიკის ამ მიმდინარეობის აღქმა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც თავად ეს მუსიკა. პირადად ჩემთვის, ჯაზი იმპროვიზაციაანორმებიდან გადახვევა, ჩარჩოების დარღვევა.

    რა ვითარებაა დღეს საქართველოში ამ კუთხით? სამწუხაროდ, კარგ პასუხს ვერ მივიღებთ.  30 აპრილს მთელმა მსოფლიომ მსოფლიო ჯაზის საერთაშორისო დღეს უკვე მეორედ იზეიმა, ჩვენს მეზობლადთურქეთში. 2012 წელს იუნესკომ ჯაზი, როგორც უნიკალური ამერიკული ფენომენი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და მისი აღნიშვნის დღედ 30 აპრილი დააწესა.

                                                                                                      გვანცა არუნაშვილი 05.12.2014