დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ოსკარი. Show all posts
Showing posts with label ოსკარი. Show all posts

07 April, 2015

8 მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს


ანიმაცია მხოლოდ ფერად-ფერადი ნახატები და საბავშვო ამბები როდი გახლავთ. კარგ მულტფილმში, თუნდაც მოკლემეტრაჟიანი იყოს ვფიქრობ, ყველა მონახავს რაიმე ღირებულს  ან ყველაზე მარტივ შემთხვევაში უბრალოდ კარგ ხასიათზე მოგიყვანს კაცს. ქვემოთ წარმოგიდგენთ 8 მოკლემეტრაჟიან ანიმაციას, რომელებიც დაგაფიქრებთ, გაგაცინებთ და გაგამხიარულებთ.


1. ამაღელვებელი და დამაფიქრებელი ანიმაცია ცხოვრებისეულ ღირებულებებზე



2. დისნეის შედევრი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარზე დაფუძნებული


3. ანტონიო ბანდერასის მიერ გადაღებული ანიმაცია, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 2010 წელს


4. სად გადის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის?


5. კიდევ დისნეის პროდუქტი (დისნეი არასდროს ხუმრობს ხოლმე...)


6. ანიმაცია ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ, რომელსაც ყველა ადამიანი შეეჩეხება მისი არსებობის განმავლობაში


7. დილას სახლიდან გასვლის წინ ადამიანები ნიღბის მორგებას ცდილობენ. როგორი იმიჯი მინდა მქონდეს საზოგადოებაში? ხდება საკუთარი თავის რეალიზება   ტყუილის და არტისტიზმის ფასად. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დავრჩებით ის რაც ვართ?!


8. 1998 წელს გადაღებული ანიმაცია, რომელსაც მოგებული აქვს 9 პრესტიჟული ჯილდო და ნომინირებული გახლდათ ოსკარზე. რეჟისორმა ეს ანიმაცია მიუძღვნა ალბერტ ჰოფმანს. (ლსდ აღმოაჩინა ამ კაცმა)



წყარო

25 March, 2015

2014 წლის 9 ფილმი, რომლებიც IMDb Top 250-ში შევიდნენ



IMDb Top 250 ძირითადად შედგება „კლასიკად“ აღიარებული ფილმებისგან. ბევრი მიიჩნევს, რომ ფილმის „კლასიკად“ აღიარებისთვის აუცილებელია გარკვეული პერიოდის გასვლა მისი გამოშვებიდან. თუმცა ეს ბუნდოვანი კრიტერიუმი IMDb Top 250-ის შემთხვევაში შეცვლილია უფრო ობიექტური პირობით - 25, 000 ხმის მიცემით. თქვენ წინაშეა 2014 წლის 9 ფილმი, რომლებმაც ხმების ეს რაოდენობა მოაგროვეს და ღირსეულად დაიკავეს ადგილი აწ უკვე საკულტო ფილმებისა თუ „კლასიკის“ სტატუსის მატარებელ შედევრებს შორის.

 #22 – Interstellar      

რეჟისორი: ქრისტოფერ ნოლანი
 როლებში: მეთიუ მაკკონაჰი, ენ ჰეთევეი, ჯესიკა ჩესტეინი, მაიკლ კეინი.
კომპოზიტორი: ჰანს ზიმერი
ბიუჯეტი: 165 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.8



 #38 – Whiplash

რეჟისორი: დემიენ ჩეზელი
როლებში: მაილს ტელერი, ჯეი ქეი სიმონსი, პოლ რაიზერი
ბიუჯეტი: 3.3 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.6



 #141 – Gone Girl

რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
 როლებში: ბენ აფლეკი, როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი, ტაილერ პერი, კერი კუნი
ბიუჯეტი: 61 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2




#184 – The Grand Budapest Hotel

 რეჟისორი: ვეს ანდეროსონი
როლებში: რალფ ფაინსი, ფ. მიურეი-აბრაჰამი, მეთიუ ამალრიკი, ედრიენ ბროუდი, უილიამ დეფო, ჯეფ გოლდბლუმი, ჰარვი კეიტელი, ჯუდ ლოუ, ბილ მიურეი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სვინტონი, ტომ ვილკინსონი, ლეა სეიდუ და სხვ.
ბიუჯეტი: 30 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1




 #190 – Boyhood

 რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი
მროლებში: ელარ კოლტრანი, პატრიცია არკექტი, ლორელეი ლინკლეიტერი, ეთან ჰოუკი
ბიუჟეტი: 4 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



 #196 – Guardians of the Galaxy

რეჟისორი: ჯეიმს განი
როლებში: კრის პრატი, ზოე სალდანა, დეივ ბაუტისტა, ვინ დიზელი, ბრედლი კუპერი, ლი პეისი, ბენისიო დელ ტორო და სხვ.
ბიუჯეტი: 196 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2



#204 – The Imitation Game

რეჟისორი: მორტე ტილდუმი
როლებში: ბენედიქტ კამბერბეჩი, კირა ნაითლი, მარკ სტრონგი, მეთიე გუდი და სხვ.
ბიუჯეტი: 14 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



 #229 – X-Men: Days of Future Past

რეჟისორი: ბრაიან სინგერი
როლებში: ჰიუ ჯეკმანი, ჯეიმს მაკევოი, მაიკლ ფასნებდერი, ჯენიფერ ლოურენსი, პიტერ დინკლეიჯი, იან მაკკელენი, პატრიკ სტიუარტი და სხვ.
ბიუჯეტი: 200 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.1



#236 – Kingsman: The Secret Service

რეჟისორი: მეთიუ ვონი
როლებში: კოლინ ფერტი, სემუელ ელ ჯექსონი, მარკ სტრონგი, ტეირონ ეგერტონი, მაიკლ კეინი
ბიუჯეტი: 81 მილიონი
IMDb-ის რეიტინგი: 8.2



ესენია ის ფილმები, რომლებმაც შეძლეს და გაამართლეს მაყურებელთა მოლოდონები. შეიძლება ითქვას, რომ ეს 9 ფილმი არის 2014 წლის კინოსამყაროს ერთგვარი შეჯამება („ერთგვარი“ იმიტომ, ბევრი ასეთივე კარგი ფილმი ამ სიის გარეთ დარჩა, მაგალითად Birdman). საინტერესოა ისიც, რომ 2013 წლის ფილმებიდან IMDb Top 250-ში მხოლოდ 4 ფილმი მოხვდა (The Wolf of Wall Street, Rush12 Years a Slave და  Prisoners).


ავტორი: გიორგი ნაკაშიძე


23 February, 2015

Birdman და „ოქროს კაცუნა“


ოსკარებმაც ჩაირეს. კარგი იყო, ძალიან კარგი. ბევრად ხარისხიანი, ვიდრე რამდენიმე მისი წინამორბედი. სხვადასხვა ნომინაციებში დამსახურებულად დარიგდა ოქროს კაცუნები, ზოგიც არადამსახურებულად (ნუ, ჩემი აზრით). მთავარი ნომინაცია, რა თქმა უნდა, ბოლოს მოიტოვეს და ჯეკპოტი BIRDMAN-მა დასვა. ამას გვერდს ვერ ავუვლი და ორ სიტყვას მეც ვიტყვი ინიარიტუს ამ შედევრზე. არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ ოპერატორის რა საოცარი ნამუშევარია, ან მსახიობების გენიალურ თამაშს, ან თუნდაც მონტაჟს, რომელიც ალბათ კინოს სახელმძღვანელოებშია შესატანი. ამ ყველაფრის შესახებ შეიძლება წაიკითხოთ მრავალი კრიტიკოსის დასკვნაში, კინომანების მიმოხილვებში, ან სხვა ბლოგერებთან. მე მაინტერესებს თვითონ ფილმის სიუჟეტი და განსაკუთრებით კი მისი ბოლო ნაწილი, რომელმაც ფილმის მნახველებში ცოტა გაუგებრობა გამოწვია. 

ალბათ უკვე გაიგებდით, რომ მაიკლ კიტონი თამაშობს თავის თავს, ოდესღაც ის იყო ტიმ ბარტონის პირველი ბეტმენი და დარჩა კიდეც მისი ჩრდილის ქვეშ. მას მერე რაიმე დასამახსოვრებელი არც არაფერი ყოფილა მისი ნამუშევრებიდან. დაახლოებით 25 წელია ის არის პირველი ბეტმენი და მეტი არავინ. ასეთივეა მაიკლ კიტონის გმირიც, რიგან ტომპსონიც, კომიქს ბერდმენის ვარსკვლავი.  ის ცდილობს დადგას სპექტაკლი ბროდვეიზე, რომელიც რაიმენაირად ღირებული იქნება და გამოიყვანს მას ბერდმენის ჩრდილიდან. მას სურს, რომ მაყურებლისგან მიიღოს აღიარება, მაგრამ მის ქვეცნობიერში მყარად ზის ბირდმენი, მისი ბნელი მხარე, ალტერ-ეგო. ის იპყრობს რიგანს და მუდმივად ცდილობს, რომ მასზე ჰქონდეს კონტროლი. აგიჟებს იმითაც, რომ რობერტ დაუნიმ რკინის ჩუჩელით მილიონები მოხსნა, მას კი არაფერი გააჩნია, რიგანი ბერდმენის გარეშე უბადრუკი და საცოდავი ვინმეა. 

შესაძლებელია, ყველაფერი ეს ფსიქიური აშლილობაა, რაც გამოიწვია ყველა იმ სირთულემ, რასაც რიგანი წააწყდა ცხოვრებაში: ცოლთან განშორება, უფულობა, დედის გარეშე შვილის გაზრდა (შედეგი - „ნარკამანკა“), თვითმკვლელობის მცდელობა, კარიერაში ლუზერია. აშკარაა, რომ რიგანი არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული, ამას ადასტურებს ის მომენტი როცა, ვითომ და ტელეკინეზის მეშვეობით საგრიმიოროში ამსხვრევს ყველაფერს, ხოლო როდესაც ოთახში შემოდის ზაკ გალიფიანაკისი, ირკვევა, რომ საცოდავი რიგანი ყველაფერს საკუთარი ხელებით ამტვრევს. ან მისი ფრენის მომენტი ქალაქის თავზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მოძრაობაა, რომლის საფასურიც არ გადაუხდია.

გმირი მთლიანად დებს ყველაფერს რაც გააჩნია რეიმონდ კარვერის პიესაში, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში მოსწონებია მისი მსახიობური ნიჭი. როცა ვამბობ, რომ გმირი დებს ყველაფერს პიესაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. დაავაკვირდეთ, როგორ კავშირშია პიესა და  გმირის ცხოვრება ერთმანეთთან: დასაწყისშივე, რეპეტიციაზე ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს, რომ  მან ჯერ სცემა ქალი, ათრია მთელ სახლში, ხოლო შემდეგ კი სიყვარულს ეფიცებოდა. იგივეს ეუბნება რიგანი თავის ცოლს საგრიმიოროში, ოღონდ მან ცოლს დანა ესროლა და არ ცემა. ან კიდევ დასკვნით ნაწილში, როცა პიესის გმირი ამბობს: რა ხდება ჩემს თავს, რა მაკლია, რატომ არ შემიძლია ვინმეს სიყვარული მოვიპოვო? მე არ ვარსებობ. ზუსტად ასეთად თვლის რიგანი თავის თავს. ის არ არსებობს, როგორც პიროვნება, მხოლოდ ბერდმენია. რიგანი კი ბერდმენის აჩრდილია. 

ერთი მომენტია დასაჭერი სცენარში და ეს, დარწმუნებული ვარ, ინიარიტუს გათვლაა: რიგანი თავის თავს თვითმფრინავში ადარებს ჯორჯ კლუნს და ამბობს საინტერესო ფრაზას: „რამე რომ მოხდეს, გაზეთის პირველ გვერდზე კლუნი იქნება და არა მე“, ჩრდილშია აქაც და კლუნი შემთხვევით არაა ნახსენები, სწორედ მან შეცვალა ბეტმენის როლში მაიკლ კიტონი და აქაც დაიჩრდილა (საღოლ ალეხანდრო). სწორედ ამიტომ ცდილობს რიგანი მოიპოვოს ხალხის აღიარება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კრიტიკოს ტაბიტას რეცენზიაზე. 

აქ უკვე უნდა დავაკვირდეთ თვით ფილმის სათაურს: „ბერდმენი ან უცოდინრობის მოულოდნელი უპირატესობა“. უცოდინრობა კი არის ზუსტად მაყურებლის უუნარობა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი. სწორედ ამიტომ ნერვიულობს რიგანი იმ ერთ რეცენზიაზე, მასზეა დამოკიდებული ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: ან დარჩება ბერდმენად, ან ბოლო-ბოლო მისი ტალანტი მოიპოვებს აღიარებას კრიტიკოსებში, მაშასადამე მაყურებელშიც, რომელიც საკუთარი აზრის არქონიდან გამომდინარე იზიარებს კრიტიკოსის აზრს. რიგანმა უნდა მოკლას  ბერდმენი თავის თავში. და რა ხდება სინამდვილეში? ბერდმენის ნაცვლად, თავის თავს ხომ არ კლავს რიგანი? ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვერსიას ფილმის დასასრულის შესახებ: 

1. რიგანი კვდება მაშინ, როდესაც ნაბახუსევზე სახურავიდან ხტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ფანტაზიაა, მათ შორის საგრიმიოროში ცოლთან დიალოგიც. ამ სცენის დროს რიგანი წევს მაგიდაზე და გარშემო უამრავი ვარდი აქვს შემოლაგებული, რომელიც მას არ უყვარს. ეს შეიძლება დაკრძალვის იმიტაცია იყოს. ეს ვერსია არ არის მართალი და ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლის გამოჩენა. არამგონია ფანტაზიაში რიგანს წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს მას ვიღაც ფულის გამო. 

2. რიგან კვდება მაშინ, როცა ხტება თავის პალატიდან. მაგრამ ამას აბათილებს ემა სთოუნის (შვილის) რეაქცია, რომელიც იყურება ქვემოთ და აშკარად ვერაფერს ხედავს, არავითარი შიში და ნერვიულობა მის სახეზე არ არის. 

3. მესამე ვერსია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული: რიგანი თავს იკლავს სცენაზე იარაღით. რატომ? ამის შემდეგ რაღაც არარეალურად კარგად არის ყველაფერი, ცოლთან შერიგება, ტაბიტასგან გასაოცარი რეაქცია, ჯეკის (ზაკ გალიფიანაკის) დაპირება, რომ მისი პიესა ევროპაში იმოგზაურებს და ყველგან ანშლაგი იქნება, ასევე შვილთან ურთიერთობის დალაგება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ შეიძლება ასე კარგად იყოს ყველაფერი, მხოლოდ სამოთხეში, ალბათ. 

ბოლო ვერსიის მიმართ რამდენიმე „კონტრარგუმენტი“ მაქვს: ჯერ ერთი, ცოლთან და შვილთან შერიგება მანამდე დაიწყო. ცოლი მას კოცნის, ხოლო შვილი Twitter-ში არეგისტრირებს მას და ზრუნავს მის PR-ზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აღფრთოვანებული მაყურებელი სპექტაკლის პირველივე აქტის შემდეგ გამოცვივდა თეატრიდან შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. და, რაც მთავარია -  არც მაყურებელმა და არც ტაბიტამ არ იცოდნენ, რომ ტყვია ნამდვილი იყო, ტაბიტა მსახიობის გასაოცარმა თამაშმა წამოაყენა თავისი ადგილიდან, მიხვდა, რომ იგი ვერანაირად ვეღარ დაწერდა უარყოფით რეცენზიას, ამით იგი დასაცინი გახდებოდა და მას რიგანის შურისძიებაში ამხელდნენ. რიგანმა დაამარცხა ტაბიტა. და აი აქ უკვე ვხვდები, რომ რიგანი ცოცხალია!!!

მკვდარია ბერდმენი, რომელიც დამცირებული და დაჩაგრული ზის უნიტაზზე და ხმასაც აღარ იღებს. რიგანმა პირდაპირი მნიშვნელობით „ჩიტუნას“ ნისკარტი გაუხვრიტა. სახეზე გიფსის მოხსნა, რომელიც რაღაცნაირად გავს კიდეც ბერდმენის ნიღაბს, შეიძლება ჩაითვალოს საბოლოო განთავისუფლებად ბერდმენისგან. ჩამოვარდნილი მეტეორი, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად გვანახებს ინიარიტუ, არის ჩამქვრალი ვარსკვლავი, ბერდმენის დამტვრეული ფრთები, რომელიც უნდა ჩამოვარდეს, რათა ახალს დაუთმოს ადგილი. 

როგორც ვთქვი, პიესის სიუჟეტი ძალიან ჰგავს რიგანის ცხოვრებას, აქ ისევ პირველ რეპეტიციაზე უნდა დავბრუნდე, სადაც ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს: „ნორმალურად თავის მოკვლაც კი ვერ შეძლო“. ვერ შეძლო რიგანმაც, მაგრამ იყურება რა პალატის ფანჯრიდან, ხვდება, რომ იგი ისევ შეუერთდა  ადამიანურ ცხოვრებას. და მისი შვილი, როგორც იქნა, უყურებს ისე, როგორც საჭიროა  - გოგო ხედავს მამის რეალურ და ნორმალურ სახეს, რაც მის ღიმილში გამოიხატება. გოგო აღფრთოვანებულია მამით, მხოლოდ მან იცის, თუ რამდენი რამ გამოიარა რიგანმა ამ შედეგის მისაღწევად, მასაც იგივე აქვს გატარებული ტუალეტის ქაღალდების მოხატვაში. მხოლოდ მან იცის რამდენ „მძღნერში“ უნდა გაევლო რიგანს იმისათვის, რომ „ყვავილების სურნელი შეეგრძნო“. 

რიგანმა მოიპოვა შვილის აღიარება და მისი სიყვარული. ეს ყველაფერი ხომ სიყვარულისთვისაა: პიესა, რიგანის ცხოვრება და ბოლოს, წითელი ინიციალები ფილმის სათაურის გამოჩენისას, რომლებიც ქმნიან სიტყვას AMOR (ყველა კითხვა მოხსნილია). 

ესაა ჩემეული ხედვა ამ მართლაც გენიალური ფილმის შესახებ და დასასრულს, ისევ მინდა, ოსკარს შევეხო: რიჩარდ ლინკლეიტერ, გული არ გაიტეხო, შენი ნამუშევარიც შედევრია და არ დაგჭირდება ისეთი წვალება, როგორც ბერდმენის პერსონაჟს,  რათა მაყურებელში აღიარება მოიპოვოს.


ავტორი: უჩა ოშხნელი