დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label მატრიცა. Show all posts
Showing posts with label მატრიცა. Show all posts

29 November, 2014

15 საინტერესო ფაქტი მატრიცას შესახებ


1. სახელი Neo გახლავთ ანაგრამა სიტყვა ,,რჩეულის”. (one)

2. ოთახში, სადაც ნეო ორაკულს ელოდება, ტელევიზორში მოსჩანს გიგანტური კურდღელი. ფილმის დასაწყისში ნეო ღებულობს მითითებებს, რომ გაჰყვეს თეთრ კურდღელს, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. ესეც ცნობილი პარალელი ლუის კეროლის მოთხრობასთან ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

3. ნეოს როლი თავდაპირველად უილ სმიტს შესთავაზეს, რომელმაც უარი განაცხადა ამ როლზე. დღემდე ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
4. ნეოს როლში აგრეთვე მოიაზრებოდა ჯონი დეპი და ბრედ პიტი. ბრედმა უარი განაცხადა როლზე ხოლო ჯონი დეპს კიანუ რივზი არჩიეს.
5. აგენტი სმიტის როლს ჟან რენოს სთავაზობდნენ, თუმცა მანაც უარი განაცხადა.

6. მორფეუსის როლი თავიდან შონ კონერს შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერაფერი გაუგო ფილმის სცენარს და უარი თქვა საბოლოოდ.

7. სახელი მორფეუსი ძალიან ჰგავს ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს მორფეას, რომელიც სიზმრების ქალღმერთად ითვლებოდა. მორფეუსის ხომალდს ფილმში ნაბუქოდონოსორი ჰქვია ბაბილონის მეფის საპატივცემულოდ. გადმოცემის მიხედვით, ეს მეფე ცდილობდა თავისი სიზმრები აეხსნა
8, ხომალდზე წარწერა ,,Mark 3.11.” მარკოზის სახარებიდან გახლავთ: ,, 11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ“

9. სახელი ტრინიტი აღნიშნავს სამებას, ეს ის ოთახია სადაც ფილმის დასაწყისში იმყოფება.

10. მთავარი გმირები ფილმში იყენებენ ნოკიას ფირმის ტელეფონს. Nokia8110

11. ფილმის პირველ 45 წუთი ნეო ამბობს 80 წინადადებას, საიდანაც 44 კითხვას სვამს.

12. გადაღებების დაწყებამდე მსახიობები 4 თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში

13. ფილმიდან განზრახ არის მოშორებული ლურჯი ფერი, რათა სამყარო უფრო საშიში და ბნელი გამოჩენილიყო

14. ერთერთ ინტერივუში ვაჩოვსკებმა აღიარეს, რომ ნეოს ადგილზე რომ ყოფილიყვნენ ლურჯ კაფსულას აირჩევდნენ

15. კვენტინ ტარანტიოს ოცეუში, რომელშიც შედის ფილმები 1992 წლიდან მოყოლებული მატრიცა მე-14 ადგილს იკავებს. ტარანტინომ განაცხადო, რომ თავდპირველად ფილმი მე-2 ადგილზე იყო მის რეიტინგში, მაგრამ მე-2 და მე-3 ნაწილების გადაღებით ფილმის დიდებულებაზე, მისი აზრით, ყველა მითი დაიმსხვრა.