დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label რეპი. Show all posts
Showing posts with label რეპი. Show all posts

02 December, 2014

Marshall Law




2014 წლის 1 დეკემბერს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიიღო განიხილა საქმე Elonis v. United States (ელონისი შეერთებული შტატების წინააღმდეგ). საქმე ეხებოდა 31 წლის პენსილვანიელ ანტონის ელონისს, რომელსაც 2011 წელს ბრალი დასდეს ფეისბუქის გვერდზე აწ უკვე გაშორებული ცოლის წინააღმდეგ  გაკეთებული განცხადებების გამო.

ფეისბუქის გვერდზე ცოლისადმი მიძღვნილმა სტატუსმა „There's one way to love you but a thousand ways to kill you“ ანტონისს 44-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მოუტანა შედეგად. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ფრაზა განხილული უნდა ყოფილიყო თანამედროვე რეპის ლირიკების კონტექსტში. 1 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს მოუწია მოესმინა მოხსენება ჰიპ-ჰოპის ისტორიასა და კომუნიკაციების თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ამ მოხსენების მიზანი იყო, რომ ფრაზა წარმოადგენდა სათქმელის ჰიპერბოლურად გამოხატვის საშუალების ისეთივე მეთოდს, როგორსაც ვხვდებით  თანამედროვე რეპის რეჩიტატივებში (მუქარის ტექსტები განსაკუთრებით ხშირია დაპირისპირებულ რეპერებს შორის). შესაბამისად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ტექსტის დამწერის ნამდვილ განზრახვასა და კონექსტს და არა ამ ტექსტის მკითხველისეულ ინტერპრეტაციას. დაცვის მხარის არგუმენტი შეიცავდა ფრაზებს ემინემის 1998 წლის ნამუშევრიდან '97 Bonnie & Clyde, რომელშიც უხვადაა მინიშნებები Slim Shady-ის მოკლულ ცოლზე
  • `Da-da made a nice bed for mommy at the bottom of the lake`
  • `Here, you wanna help da-da tie a rope around this rock?`
  • `There goes mama, spwashin in the wa-ta/No more fightin wit dad, no more restraining order`
ბრალდების მხარის არგუმენტზე, რომ ემინემი იყო რეპერი და ასეთი ტექსტების ტირაჟირება მისთვის პროფესიულ საქმიანობას წარმოადგენდა, დაცვის მხარემ უპასუხა,. რომ ბრალდებული უკვე დიდი ხანია უსმენდა რეპს და სულაც არ იყო გასაკვირი მის მიერ ასეთი შინაარსის ტექსტების გამოყენება თავისი სათქმელის მისსავე საყვარელ სტილში გამოსახატავად.

კომენტარი: მიუხედავად ამ საქმის არსისა, რომელიც უფრო იურისტებს დააინტერესებს, ამ პოსტში მინდოდა მეჩვენებინა, რომ რეპი არ არის მხოლოდ სიტყვების რახარუხი და ის, რომ აშშ-ს უმაღლესი სასამართლო ორგანო საქმის განხილვისას იყენებს ზოგადად რეპს და უფრო კონკრეტულად კი ემინემის შემოქმედებას,  კიდევ უფრო წარმოაჩენს ამ ჟანრის ღირებულებას.

ერთ-ერთმა მომხარებელმა ამ ნიუსზე დააკომენტარა, რომ Supreme Courts + Eminem = Marshall Law, (ემინემის ნამდვილი სახელია Marshall, ხოლო Martial (გამოითქმის როგორც „მარშალ“) Law ნიშნავს საგანგებო მდგომარეობას, რომელსაც სახელმწიფო მაშინ აცხადებს, როდესაც მას საფრთხე ემუქრება. ყველაზე მაგარი კომენტარია, რაც წამიკითხავს).


ავტორი:  გიორგი ნაკაშიძე (იურისტი და ემინემის მიმდევარი).