დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label warhammer 40000. Show all posts
Showing posts with label warhammer 40000. Show all posts

16 May, 2015

Warhammer 40000: კოსმოსური მგლები, ნაწილი II


ქაოსის ძლევამოსილი მეომრის, მოდოქსის დამარცხებისა და კოსმოსური მგლის სტატუსის მოპოვების შემდეგ რაგნარს წინ გაცილებით უფრო დიდი სამყარო ელის, სადაც ერეტიკოსები და სხვა ბნელეთის არსებები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს, სადაც იმპერიის მრავალი მეომარი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე. თითოეული მათგანი ცდილობს თავიანთი გასაკეთებელი გააკეთოს იმპერიის საზღვრების შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ რაგნარი უკვე იმპერატორის მებრძოლთა რიგებშია, მას მოუწევს უფრო და უფრო მასშტაბური ბრძოლების გადატანა და უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან შერკინება. მისი მოვალეობა განუწყვეტლივ იზრდება.



უილიამ კინგის ,,კოსმოსური მგლების“ მეორე წიგნში, მკითხველს უფრო მასშტაბური ბრძოლები ელის წინ. მეორე წიგნი, რომელსაც ჰქვია ,,რაგნარის ბრჭყალი“, იწყება იმით, რომ კოსმოსური მგლების ბაზაზე გამოჩნდებიან ინკვიზიტორები, რომელთაც ინკვიზიტორი ივან სტერნბერგი მეთაურობს. ივანი მგლებს განუცხადებს, რომ მისი პლანეტა აერიუსი საშინელ განსაცდელშია. გავრცელდა რაღაც დაავადება, რომელიც საათში მილიონობით მცხოვრების სიცოცხელს იწირავს. ასე თუ გაგრძელდა, მალე პლანეტაზე სიცოცხლე აღარ იქნება. ივანის აზრით, ეს უბრალო დაავადება არ არის, მასში ბნელი მაგიაც ურევია, რაც სასიკვდილოა ნებისმიერი მოკვდავისთვის. ივანის აზრით, ამ დაავადების განკურნება შეიძლება მხოლოდ ლიკოსის თილისმის საშუალებით, რომლის ნაწილებიც გაბნეულია სხვადასხვა ადგილას. ერთი ნაწილი სწორედ მგლების საცავში ინახება. ბევრი ჭოჭმანის შემდეგ, გადაწყდება, რომ ინკვიზიტორს მისცემენ თილისმის ნაწილს, თუმცა სამაგიეროდ ინკვიზიტორს გაყვება მგლების გუნდი, რომელიც ამასთანავე თილისმის მცველები იქნებიან. ამ სპეციალურ გუნდში იქნება რაგნარი თავის თანამებრძოლებთან ერთად, ხოლო მეთაური კი სერჟანტი ჰაკონი. მაშასადამე, რაგნარის შემდეგი მისია სწორედ თილისმის სხვა ნაწილების ადგილმდებარეობის დადგენა და ხელში ჩაგდებაა. მის გუნდს სწორედ ინკვიზიტორთა რაზმთან ერთად მოუწევს მოგზაურობა.

                                                                                     ინკვიზიტორი

მეორე წიგნში შემოდის ძალიან საიტნერესო პერსონაჟი, ინკვიზიტორ ივან სტერნბერგის მოწაფე, კარა ისაანი. როდესაც ჩვენი მთავარი გმირი და კარა მარტო დარჩებიან, რაგნარი მასთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ იგი არის ერთ-ერთი საიკერთაგანი, ერთგვარი ჯადოქარი, რომელსაც აქვს უნიკალური მენტალური უნარი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური მართვის. რაგნარი როდესაც შეეცდება ნაბიჯის გადადგმას, აღმოაჩენს, რომ სხეული არ ემორჩილება. თუმცა, კარას გასაოცრად, რაგნარი მაინც შეძლებს კარას ეფექტისგან თავის დაძვრენას, რაც თითქმის წარმოუდგენელია ხოლმე. კარა ამ დროს ეტყვის რაგნარს, რომ იგი არ ჰგავს სხვა კოსმოსურ მგლებს, მის ბუნებაში ცხოვრობს რაღაც ძლევამოსილი არსება, რომელიც გამუდმებით უნდა აკონტროლოს. მომავალში, კარა სწორედ იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი იქნება, ვისთანაც ერთადაც მოუწევს რაგნარს ბრძოლა თილისმანის დასაბრუნებლად. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყობიან.


                                                                                          საიკერი

ბუნებრივია, მოგზაურობისას ძალიან ბევრი თავგადასავალი გადახდებათ კოსმოსურ მგლებს ინკვიზიტორთა არმიასთან ერთად. რაგანრს მოუწევს შებრძოლება ისეთ არსებებთან, რომლებთანაც აქამდე არ უბრძოლია. ნამდვილი ბრძოლა კი მაშინ იწყება, როდესაც იგი იძულებული გახდება ორკების არმიას დაუპირისპირდეს, რომლის მეთაურსაც უკიდია თილისმის ნაწილი, რაც ორკს განუზომელ ძალას ანიჭებს. ეს არის თილისმის მეორე ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიპოვონ პლანეტის გადასარჩენად. მეთაური გარშემორტყმულია ათასობით ორკით, რომელთა დაცვის გარღვევაც წარმოუდგენელია რამდენიმე ერთეული ჯარისკაცის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კოსმოსური მგლები არიან. აქ იმოქმედებს უკვე კარა ისაანი, რომელიც თავისი ჯადოქრობის წყალობით შეძლებს უჩუმრად რაგნარისა და მისი თანამებრძოლების შეპარვას მეთაურის კოშკში და იქ გაუმართავენ ბრძოლას ველურ ბარბაროსს. როგორ დამთავრდება ეს შერკინება, ამას მკითხველი თავად წაიკითხავს.

                                                                                 
რაც შეეხება თილისმის მესამე ნაწილს, ის მდებარეობს მკვდარ მზე კორეალისთან. მისი წარმატებით აღმოჩენის შემდეგ მათ უკვე აქვთ მთლიანი თილისმა, რომელიც უნდა მიიტანონ პლანეტა აერიუსზე მდებარე შავ პირამიდასთან, საიდანაც ინკვიზიტორის აზრით, ისინი შეძლებენ დაავადების განკურნებას. თილისმა იყო ერთგვარი გასაღები პირამიდაში შესასვლელად, თუმცა სანამ უშუალოდ გააქტიურებდნენ გასაღებს, პირამიდაში მათ ძველი მღვდლის ჰოლოგრამა გამოეცხადათ, რომელმაც უთხრა არავითარ შემთხვევაში არ აემოქმედებინათ საკეტი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, პლანეტალური მასშტაბის უბედურებას ექნებოდა ადგილი. თუმცა მგლებმა და ინკვიზიტორებმა არ დაიჯერეს, რის შედეგადაც საკეთი გააქტიურეს. ეს კი სანანებლად დაუჯდათ. შავ პირამიდაში დამწყვდეული იყო ძლევამოსილი დემონი, ნარგლის პრინცი ბოჩულასი. რომელიც ათასობით წლის წინ საიკერებმა შესძლეს დაემწყვდიათ უძველესი მაგიის გამოყენებით, ახლა კი ის თავისუფალი იყო. იმის გაანალიზების შემდეგ, რომ გალაქტიკას სასიკვდილო განაჩენი გამოუატანეს, ჩვენმა პერსონაჟებმა დაიწყეს უკვე იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დაემარცხებინათ დემონი, რომლის მოკვლის შანსი თეორიულადაც არ იყო. ერთადერთი საშუალება იყო ისევ დამწყვდევა, ეს კი ურთულესი პროცესი გახლდათ. ამ ეპიკურ ბრძოლას თქვენ წაიკითხავთ მეორე წიგნში, რომელიც სწორედ რომ 2 მასშტაბური ბრძოლით გამოირჩევა პირველი წიგნისგან და რომელშიც ნამდვილად იგრძნობა ვორჰამერის სამყაროს სული.


                                                                                    დემონი ბოჩულასი






ავტორი: გიორგი წერეთელი

17 April, 2015

Warhammer 40000: კოსმოსური მგლები, ნაწილი I



კოსმოსური მგლების სერია შესდგება 6 წიგნისაგან, უილიამ კინგის ავტორობით. უილიამ კინგი გახლავთ საკმაოდ სერიოზული ავტორი სამეცნიერო ფენტეზისა და ფენტეზის ჟანრში. თუმცა, მან სახელი გაითქვა სწორედ ვორჰამერის სამყაროში მოღვაწეობით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი არის რაგნარი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს პერსონაჟი უილიამის გამოგონებულია, რადგან ის უკვე არსებობდა თამაშში და გააჩნდა მოკლე ბექგრაუნდიც. უილიამმა კი რაგნარის ისტორია უფრო განავრცო და ნოველთა კრებულის სახე მისცა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ 6 წიგნიდან(რომლის სახელია კოსმოსური მგლები) პირველზე, სახელწოდებით- კოსმოსური მგელი.

მცირე ისტორია

პლანეტა ფენრისი... ოდესღაც, რამდენიმე ათასეული წლის წინ, ამ პლანეტაზე თავისი ძლევამოსილი ლეგიონით(კოსმოსური მგლების ლეგიონი უშუალოდ შეიქმნა იმპერატორის მიერ) დასახლდა ერთ-ერთი პრიმარქი ლემან რუსი. თავის ლეგიონს უწოდა ფენრისის მგლები და მრავალი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ ,,მგლებმა“ ერთ-ერთი უძლიერესი ლეგიონის სახელი მოიპოვეს გალაქტიკაში. არავინ იცის რა ბედი ეწია ლემან რუსს. ზოგი ამბობს, რომ ის წავიდა თავისი მეგობრისა და ამასთანავე მოწინააღმდეგის, ბნელი ანგელოზების (პირველი ლეგიონი) პრიმარქის, ლაიონ ელ ჯონსონის საძებნელად, ზოგიც იძახის, რომ დღეს-დღეობით იგი გადაცმული დადის გალაქტიკიდან გალაქტიკაში და იცავს იმპერატორის ძალებს ჩრდილებიდან.

ლემან რუსი
რაგნარ თანდერფისტი

პლანეტა ფენრისი... 10000-ზე მეტი სტანდარტული წელიწადის შემდეგ მეექვსე ლეგიონის დაარსებიდან. რაგნარ ბლექმეინი 20 წლამდე ახალგაზრდაა თანდერფისტების ტომიდან. მიუხედავად მისი მცირეასაკოვნებისა, რაგნარმა სახელი გაითქვა თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით. მთელ ტომში დიდი პატივისცემითაც სარგებლობს და თანდერფისტების ტომის ერთ-ერთი ფესტივალის დროს(რომელიც ყოველწლიურად ტარდება), როდესაც რაგნარი განცხრომაშია, საყვარელი ქალი გვერდით ჰყავს, სოფელს უეცრად თავს დაესხმება მოწინააღმდეგე ტომი, გრიმსკალები, რომლებსაც თავის დროზე მიწა წაართვა თანდერფისტების დაჯგუფებამ. სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდება. ახალგაზრდა რაგნარი შეუპოვრად იბრძვის, თუმცა საკუთარი თვალით იხილავს, როდესაც მამამისს, მოწინააღმდეგე ტომის სახელგანთქმული ახალგაზრდა მეომარი, სტრაიბიორნ გრიმსკალი მახვილით განგმირავს. რაგნარი მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, საოცარი პროფესიონალიზმით დააბალანსებს მოზღვავებულ გრძნობებს და მეომრული სულისკვეთებით სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს გრიმსკალს, თუმცა, საპასუხოდ ანალოგიურ დარტყმას მიიღებს ახალგაზრდა მეტოქისგან. სწორედ ამ მომენტიდან, გარდაცვალებიდან იწყება რაგნარის ნამდვილი ისტორია. მკითხველი პირდაპირ გაოცდება, თუ როგორი სიცხადით აქვს აღწერილი უილიამ კინგს ეს ისტორია, რომელსაც უშუალოდ გადაყავხარ ვორჰამერის საოცარ სამყაროში.

რაგნარის რეიკარნაცია

ფაქტობრივად მკვდარი, სისხლისგან დაცლილი რაგნარი ელოდება, როდის შეუერთდება თავის ოჯახის წევრებს სამოთხეში, როდესაც ყურში ჩაესმის კოსმოსური მგლების მღვდლის, რანეკის სიტყვები, რომელიც მაგიის წყალობით გადაარჩენს მომაკვდავ მეომარს. გონს მოსული რაგნარი ნახავს, რომ მასთან ერთად, რანეკმა გადაარჩინა მისი მოსისხლე მტერი, სტრაიბიორნიც და მის მოკვლასაც კი შეეცდება, რომ არა რანეკი. თქვენ მიხვდებით, რომ ამ მომენტიდან, რაგნარს უჩნდება გარკვეული მოვალეობები, ახალი მიზნები, რომლის გათვალისწინებაც მოუწევს რაგნარს უნდა თუ არ უნდა. რაგნარი იძულებულია გაიმარჯვოს საკუთარ სიძულვილზე სტრაიბიორნის მიმართ, თუ უნდა რომ გარდაუვალი მარცხი აიცილოს თავიდან. ამასვე ეუბნება ჩვენს პერსონაჟს რანეკიც. რაგნარს ფაქტობრივად აჩუქეს მეორე სიცოცხლე და ბუნებრივია მისი მოვალეობებიც განსხვავდება მის პირველ სიცოცხელში არსებული მოვალეობებისგან. იგი გადაარჩინეს მხოლოდ ერთი მიზნით- ის უნდა გახდეს კოსმოსული მგლების ორდენის წევრი! იბრძოლოს თავის ახალ ძმებთან, მგლებთან ერთად და ქაოსის ძალები დაუნდობლად გაანადგუროს.

რანეკი
                                                                       
კოსმოსური მგელი

თუმცა ძლევამოსილი ორდენის წევრობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. კოსმოსურ მგლად ჩამოყალიბება ურთულესი პროცესია, რომლის გასავლელად საჭიროა რამდენიმე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდები მოიცავს კრიტიკულ სიტუაციაში რამდენად აკონტროლებს მეომარი საკუთარ გრძნობებს, ამ გამოცდაში ყურადღება ენიჭება მეომრის ფსიქოლოგიურ სისუსტეებს. კონკრეტიკას მკითხველი თავად გაეცნობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეომარმა უნდა შესძლოს იარაღის წყალობით გაიკვალოს გზა ფენრისის დაუნდობელი მონსტრების წიაღში, რათა მოიპოვოს ,,გენესიდი“(გენების ნაკრები, რომელიც აუცილებელია კოსმოსურ მგლად ტრანსფორმაციისთვის) აქ თავს გადამხდარი ამბები ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ბუნებრივია, ვისაც ოდნავ მაინც გაქვთ წარმოდგენა Warhammer-ის წარმოდგენაზე, გეცოდინებათ, რომ ამ სამყაროში სისასტიკე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სიკეთე და სათნოება, შესაბამისად უილიამ კინგი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ყურადღება აქვს გამახვილებული პერსონაჟების ხასიათებზე, არ წყდება ამ სამყაროს უმთავრეს ხაზს და იქ არსებულ ტრაგიზმს მაინც ხაზს უსვამს. მეგობრის დაკარგვა, ღალატი და სხვა უარყოფითი ხასიათის მატარებელი საქციელი უილიამ კინგის ამ ნაწარმოებშიც შეხვდება მკითხველს.

რაგნარი ფენრისული ჯიშის მგელთან ერთად
                                               
ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რაგნარი და მისი ორი მეგობარი, სვენი და სტრაიბიორნი, რომლებთან ერთადაც რაგნარს მოუწევს ბრძოლა მომავალში, იღებენ გენესიდს და გადაიქცევიან ტიპურ კოსმოსურ მგლად. თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ ორდენის მეომარი მხოლოდ რობოტის მსგავსი მეომარი არ არის, რომელსაც არ გააჩნია წარსული და არ გააჩნია ის, რისთვისაც მან უნდა იბრძოლოს. კოსმოსურ მგელს უნდა შეეძლოს კრიტიკულ სიტოაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღწევა, რაც განპირობებულია წარსულში ლეგიონების წევრების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზებით. აქედან გამომდინარე, კოსმოსური მგლისთვის აუცილებელია მთელი ლეგიონის ისტორიის ცოდნა, ლეგიონის სუსტი და ძლიერი მხარეები. ამ ყველაფრით კი მგლები უზრუნველყოფილნი არიან სპეციალური აპარატით, რომელიც წამის მეასედებში აწვდის უზარმაზარ ცოდნას მეომარს.


რაგნარი მეგობრებთან ერთად
                                                            
საბრძოლო მონაცემების გაუმჯობესება

კოსმოსურ მგლად ტრანსფორმირებული ადამიანი ხდება უფრო ძლიერი. იგი ფიზიკურად არის გაცილებით დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი. მას აქვს უფრო სხარტი, მოქნილი მოძრაობები, მომაკვდინებელი დარტყმის უნარი, გაძლიერებული ყნოსვა, ჭრილობის შემთხვევაში სწრაფი რეგენერაცია, ნებისმიერი შხამის საწინააღმდეგო ტოქსინები თვითონ ორგანიზმში, რომელიც საშუალებას აძლევს ველურ პირობებში მოინელოს ყველა სახის ნივთიერება, თუნდაც ყველაზე შხამიანი მცენარეები. კოსმოსური მგელი არის ტიპური საბრძოლო მანქანა(ამასთანაცე საოცრად მოაზროვნე), რომელსაც ევალება იმპერატორის სახელით ერეტიკოსთა და დემონური წარმონაქმნი არსებების განადგურება.

ამ წიგნში მკითხველი შეხვდება უფრო მასშტაბურ ბრძოლებსაც ბნელეთის არსებებთან, ერეტიკოსებთან და მათ შორის, თავად 10000 წლოვანი გამოცდილების მქონე ვეტერან მოდოქსთან დაპირისპირებულ რაგნარს. საინტერესოა, რომ კოსმოსური მგლების ცხოვრებაში, რაც უფრო რთულ და სისხლისმღვრელ ბრძოლას ექნება ადგილი, მით უფრო მეტი ღირსება ემატება მეომარს, მით უფრო დასაფასებელი და პატივსაცემი ხდება თანამებრძოლების მხრიდან. სწორედ ესაა ჭეშმარიტი კოსმოსური მგლის სახე. მათ აქვთ მიზეზი რატომაც იბრძვიან, მათ აქვს შესაძლებლობა რითიც იბრძვიან, მათ აქვთ მიზანი რის მისაღწევადაც იბრძვიან და რაც მთავარია, მათ აქვთ იმედი, რაც ამ სამი ცხოვრებისეული წესის განხორციელებაში ეხმარებათ.


მოდოქსი

ავტორი: გიორგი წერეთელი


13 December, 2014

Warhammer 40000 - სამყაროს ისტორია Vol.2


შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში არის მხოლოდ ომი...

    მალე კ'ტანებმა ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე გართობისთვის. ელდარების მითები ამბობენ, რომ ცექორახმა მოატყუა კ'ტანი სახელით 'გვერძემდგომი' და ძმებს აუმხედრა. ომი საშინელი იყო, მთელი მზის სისტემები იწოვებოდა კ'ტანების მიერ შექმნილი შავი ხვრელებით. განადგურებული ქალაქების ადგილზე ახლები შენდებოდა, მაგრამ მალევე ნადგურდებოდა. კ'ტანები ერთმანეთს ანადგურებდნენ...
    ძველებს არ სძინავდათ. ასეთი არეულობის დროს მათ მოახერხეს და საოცარი ტექნოლოგიებით ჩამოაყალიბეს ახალი რასები, რომლებსაც ვარპთან ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ და იმატერიუმს შეუფერხებლად იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად ამ დროს შეიქმნენ პირველი ელდარები.


 ტალღა ბრუნდება
    ახალი რასები გალაქტიკაში გაიბნენ და ნეკრონების დანაწილებულ იმპერიას შეუტიეს. კ'ტანების მსახურების გამანადგურებელ ტექნოლოგიას ისინი ვარპული ძალებით უპირისპირდებოდნენ, რადგან უსულო ნეკრონებისთვის ფსიქიკური ჯადოქრობა ანათემა იყო. როგორი ძლიერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ კ'ტანების რკინის ლეგიონები ისინი ძველების და ახალგაზრდა რასების შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.
განადგურების რისკის წინაშე მყოფი კ'ტანები გაერთიანდნენ და შეადგინეს გრანდიოზული გეგმა, რომელიც მთელ მატერიალურ სამყაროს ვარპს მოსწყვეტდა. ამ პროექტის შედეგები ეხლაც შეიძლება ვიპოვოთ კადიაზე, სადაც დიდი პილონები ქმნიან მშვიდ გზას ტერორის თვალში. კ'ტანები შეუჩერებლად მუშაობდნენ, მაგრამ ათასწლეულის წინ ძველების მიერ შექმნილი ფსიქიკურად აქტიური რასები ნაკლები გამოვლინდა. მატერიალური ომი, განადგურება და სისხლისღვრა ვარპში ფსიქიკური ძალის საშუალებით გადადიოდა. ამდენი ემოციის ნაკრებმა იმატერიუმი შეძრა და მალევე უაზრო ფსიქიკური ენერგიები ვარპის საშინელ მტაცებლებად გადააქცია. მალევე მათ გაანადგურეს სუსტი ფსაიკერები და იმატერიუმი ქაოსის ტერიტორიად აქციეს.






დამმონებლების ჭირი
    ვარპის მტაცებლები შეუჩერებლად ეძებდნენ გზებს რეალურ სამყაროში. მათგან დასაცავად ძველებმა კიდევ ახალი რასები შექმნეს, რომლებშიც იყვნენ ტექნოლოგიური მიმიკი ჯოკაეროები, მწვანე კანიანი კრორკები, ახლანდელი ორკების წინაპრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ძველების ქსელში ხვრელები გაჩნდა, ამიტომ მათ თავიანთი ხელებით გაანადგურეს რამოდენიმე პორტალი, რადგან პლანეტები იმატერიუმის მცხოვრებლებისგან დაეცვათ.
    ყველაზე საშიშნი ვარპის არსებებიდან იყვნენ დამმონებლები. მათ შეეძლოთ სხვა რასების წარმომადგენლები დაემონებიათ და ფსაიკერების საშუალებით მატერიალურ სამყაროში პორტალები გაეხსნათ. მალე ძველების მიერ შექმნილი რასები საშინელი დამმონებლების მსახურები გახდნენ. ამან ძველების მმართველობა გალაქტიკაზე სამუდამოდ გაანადგურა. როდესაც ზეცაში ომი დასრულდა გალაქტიკა აპოკალიფსს მიუახლოვდა, როდესაც მატერიალურ სამყაროში დამმონებლების აურაცხელმა რაოდენობამ შემოაღწია.


 ნეკრონების დაძინება
    სადისტური სიამოვნებით უყურებდნენ ნეკრონები თუ როგორ ნადგურდებოდნენ ძველები. კ'ტანებმა დამმონებლებთან ომში წასვლას სიმშვიდე არჩიეს, ამიტომ ამ ვარპულ ჯადოქრებს გალაქტიკის დამონების ნება მისცეს. თვითონ კი უატმოსფერო, მკვდარ პლანეტებზე აკლდამები აიშენეს.
    თავიანთ მსახურებთან ერთად კ'ტანებმა ამ აკლდამებში დაიძინეს. სტაზის ველები გააქტიურეს და დამონტაჟებული პროტოკოლებით მხოლოდ მაშინ ჩაირთვებოდნენ, როდესაც პლანეტაზე ცოცხალ არსებები აღმოჩნდებოდა. კ'ტანების ამ საშინელმა გეგმამ აეონების შემდეგ, 41-ე ათასწლეულში იმოქმედა, როდესაც ადამიანების წინდაუხხედაობით ნეკრონები გაცოცხლდნენ. კ'ტანები აღფრთოვანდნენ გალაქტიკით, რომელიც სასიცოცხლო ძალით ფეთქავდა. ამდენი ომი მოსაგები, ამდენი სიცოცხლე გასანადგურებელი, ამდენი ცივილიზაცია დასანგრევი...

 ადამიანის ერა
    კ'ტანები და მათი მსახური ნეკრონები მილიონობით წლით გამოიკეტნენ აკლდამებში. უფრო მცირე რასებმა კი გამანადგურებელი ომის შედეგებიდან აღმოცენება დაიწყეს. ყველაზე დიდ შედეგს ელდარებმა მიაღწიეს, რომლების სატახტო პლანეტა ეხლანდელი ტერორის თვალში მდებარეობდა. მათ თითქმის სრულყოფილი იმპერია შექმნეს.
დედამიწაზე(მომავალში ტერაზე) ადამიანთა ცივილიზაციამ დაიწყო ზრდა. შორეულ მომავლამდე ჩვენი პლანეტის ისტორია 'სინამდვილეს' ემთხვევა.
    ტერას ანუ პროგრესის ერის დროს ადამიანებმა ახლომდებარე პლანეტების კოლონიზაცია დაიწყეს. ნელ-ნელა ყველასთვის შეუმჩნეველი რასა ვითარდებოდა...
მაგრამ თავის ტექნოლოგიურ ზენიტს ადამიანთა მოდგმამ ტექნოლოგიის ბნელ ერაში მიაღწია, როდესაც ჩვენმა რასამ ვარპის მანიპულაცია ისწავლა. შეიქმნენ პირველი ვარპული ხომალდები და ნავიგატორების დახამრებით მათ მატერიალური სამყაროს ბევრად სწრაფად გავლა დაიწყეს. ადამიანებმა მალე გალაქტიკის კოლონიზაცია დაიწყეს და ელდარების იმპერიას რამოდენიმე პლანეტით თუ ჩამორჩებოდნენ.
    მეცნიერება უფრო ღრმად წავიდა. შეიქმნა 'რკინის ხალხი', მოაზროვნე რობოტები, რომლებიც მალე თავიანთი შემქმნელების წინააღდეგ აჯანყდნენ. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძალიან დიდ ფასად. ამ შემთხვევის გამო ხელოვნური ინტელექტის შექმნა აიკრძალა. რკინის კაცების დამარცხების შემდეგ ადამიანების გაჭირდევაბ არ დასრულებულა. ადგილი იჩინა ფსიქიკურმა მუტაციებმა და უკონტროლო ფსაიკერები მთელს პლანეტებს იწირავდნენ. ხალხი იმ დონემდე მივიდა, რომ მცირედი ეჭვის ნიადაგზეც კი 'ალქაჯებს' ცეცხლს აძლევდნენ ან წამებაში ხდიდნენ სულს. თუმცა ადამიანთა მოდგმის ყველაზე საშინელი მომენტი 24-ე ათასწლეულში მოხდა. ელდარები კომფორტის და სიამოვნების იმ დონემდე მივიდნენ, რომ საერთო ემოციებით ვარპში ახალი არსება სლაანეში შექმნეს. სლაანეშის დაბადება საშინელი იყო. ფსიქიკურ კატაკლიზმში ელდარების იმპერიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. მათი სატახტო ქალაქის ადგილზე გაჩნდა ტერორის თვალი, პირდაპირი გზა არამატერიალურ სამყაროში. ასეთი ძალის გამოფრქვევამ ადამიანებში სრულიად გამოაღვიძა ფსიქიკური პოტენციალი. 'ალქაჯები' უფრო ბევრნი და ძლიერნი გახდნენ. ამის მეტიც, მთელი გალაქტიკა ვარპულ შტორმებში ჩაიძირა, რის გამოც პლანეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. ადამიანთა მოდგმამ სიბნელის ხანაში შეაბიჯა. ყოფილი ადამიანთა ცივილიზაციის პლანეტები ბირთვულმა ომებმა გაანადგურეს, ზოგნი ქსენოსების ან ქაოსის მონები გახდნენ, ზოგმა აკრძალულ ტექნოლოგიებს მიმართა და ა.შ.


 იმპერატორი და ტერას დამორჩილება
    დედამიწა(ტერა) ასევე შინაგანი ომების ქაოსში ჩაეფლო. შეშლილი მეფეები, ამბიციური ჯადოქრები და ტექნო-ბარბაროსები პლანეტას შეუწყვეტელი ომებით ანადგურებდნენ. გამარჯვებული არავინ ჩანდა, პლანეტას კი სრული ამოწყვეტის საშიშროება ემუქრებოდა. ამ სიკვდილის და ომის ხანაში სხვა მმართველებს გამოეყო ერთი, ყველაზე ჭკვიანი და ძლევამოსილი. არსება, რომელიც მომავალში ადამიანთა მოდგმის იმპერატორის სახელით გახდება ცნობილი.
    საუკუნეების წინ დაბადებულმა და ადამიანთა რასის ჩუმმა კუსტოდიანელმა თავი გამოააშკარავა. მისი გენიით შეიქმნენ გენმოდიფიცირებული მეხის მეომრები, რომლის დახმარებითაც იმპერატორმა ომი დაიწყო. მეხის მეომრები, არიკ ტარანისის მეთაურობით ძლევამოსილ, შეუჩერებელ არმიას წარმოადგენდნენ. ტექნო-ბარბაროსები წკუტუნით იხევდნენ უკან, როდესაც რუხ ჯავშანში გამოწყობილი გოლიათები მათ ქალაქებს უტევდნენ. იმპერატორის პირადი ხელმძღვანელობით ტერაზე ყველა ტირანი დაემხო, ხოლო მეხის მეომრებმა თავი არარატის მთასთან, უკანასკნელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწირეს.







ავტორი: EliasWar

03 December, 2014

Warhammer 40000 - სამყაროს ისტორია Vol.1





შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში არის მხოლოდ ომი...


გალაქტიკა:

    მთავარი ძალა გალაქტიკაში არის ადამიანის იმპერიუმი. ძლევამოსილი იმპერია მთელ გალაქტიკაში გაბნეულ მილიარდობით პლანეტას აკონტროლებს. ასეთი დიდი ტერიტორიის ეფექტურად სამართავად და დასაცავად ადეპტუს ტერამ გალაქტიკა დაჰყო სეგმენტუმებათ(Segmentum). თითოეულ სეგმენტუმს აქვს საკუთარი იმპერიული საბრძოლო და სავაჭრო ფლოტი, როგორც სეგმენტუმის ციხესიმაგრე ან ფლოტის ბაზა, რომელიც სეგმენტუმის 'ცენტრს' წარმოადგენს. თითოეული ასეთი ციხესიმაგრე სეგმენტუმის იმპერიული გვარდიის და ფლოტის მთავარი ბაზაა. სეგმენტუმების ფლოტის მმართველები ცნობილები არიან, როგორც მაღალი ლორდი ადმირალები. სეგმენტუმის ციხესიმაგრე იმართება ადეპტუს ადმინისტრატიუმის მაღალი რანგის წარმომადგენლით, რომელიც სეგმენტუმის მაგისტრის სახელითაა ცნობილი. სეგმენტუმები შედგებიან სექტორებისგან, რომლებიც თავის მხრივ შედგებიან სუბ-სექტორებისგან. სუბ-სექტორი მზის სისტემების გაერთიანებას წარმოადგენს.





სეგმენტუმები:

    სეგმენტუმ სოლარი განლაგებულია იმპერიუმის ცენტრში, ტერათის გულში. სეგმენტუმის ციხესიმაგრე განთავსებულია მარსის მასიურ ორბიტალურ პორტთან. სეგმენტუმ სოლარი იმპერიული ტერიტორიის გულია. აქ არის პლანეტები, რომლებიც ვარპული ძრავების გამოგონებამდე იყვნენ დასახლებულნი. ბევრი იმპერიუმის უმთავრესი პლანეტა, მათ შორის ტერა, მარსი და არმაგედონი ამ სეგმენტუმში მდებარეობს.
    სეგმენტუმ ობსკურუსი - გალაქტიკის ჩრდილო ნაწილში მდებარე სეგმენტუსი. ეს არის ადგილი, სადაც ტერორის თვალი და იმპერიული პლანეტა-ციხესიმაგრე კადია არის განლაგებულნი. ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებულია მთელ იმპერიუმში, რადგან ტერორის თვალიდან ქაოსის ძალების შეტევები მოიგერიოს. სეგმენტუმის ფლოტის ბაზაა პლანეტა კიპრა მუნდია.
    ულტიმა სეგმენტუმი - ყველაზე დიდი სეგმენტუმებს შორის. ულტიმა სეგმენტუმი დიდხანს იყო იმპერიის ფრონტი. ის სახლია ულტრამარინების ორდენის.
    სეგმენტუმ ტემპესტუსი - სახელის მიუხედავად ეს სეგმენტუმი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდია იმპერიუმში. სეგმენტუმ ტემპესტუსის ფლოტის ბაზა განთავსებულია პლანეტა ბაკკას ორბიტაზე.
    სეგმენტუმ პაციფიკუს - ულტიმა სეგმენტუმის მსგავსად სეგმენტუმ პაციფიკუსი დიდი, საფრონტო ტერიტორიაა მცირე ადამიანური მოსახლეობით. სეგმენტუმის ბაზა განთავსებულია პლანეტა ჰიდრაპურის ორბიტაზე.


კ'ტანების შექმნა:

    კ'ტანის სახელით ცნობილი არსებები გაჩნდნენ თვით სამყაროს შექმნისას, როდესაც გამანადგურებელი ენერგიები პირველად გამოთავისუფლდნენ კატაკლიზმური ძალით და ვარსკვლავები შექმნეს. პირველი პლანეტების ჩამოყალიბებამდე კარგა ხნით ადრე შეიქმნენ პირველი მოაზროვნე არსებები. თვით ვარკსვლავების ენერგიისგან შექმნილნი, ისინი გამანადგურებელი ენერგიის ნაკრებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც უფრო და უფრო მეტს ითხოვდნენ. ვარსკვლავების ენერგია მათი სიცოცხლისთვის აუცილებელი იყო, ამიტომ ამ კოსმოსურმა ვამპირებმა მალე თავიანთი დაბადების ადგილები დატოვეს და კოსმოსში გაემგზავრნენ. ისინი დაუფიქრებლად შთანთქავდნენ ვარსკვლავებს და ამითი უამრავ ცივილიზაციას სიკვდილისთვის იმეტებდნენ.






ძველების იმპერია:    

    როგორც ვარსკვლავებმა შვეს შვილები, ასევე ახლადჩამოყალიბებულ პლანეტებზეც გაჩნდენ პირველი მოაზროვნე არსებები. ეს იყო რეპტილიების მსგავსი მოაზროვნე რასა, რომლებსაც ელდარები ძველებს ეძახიან. ძველები ფლობდნენ ნელ, ცივსისხლიან, მაგრამ დიდებულ გონებას. ისინი იმ დონეზე დაეუფლენ მეცნიერებას, რომ ათასობით ვარსკვლავურ წლებს ერთი ნაბიჯით გადიოდნენ. ხოლო მათი ქმნილებები ადამიანებისთვის ტექნოლოგიურ ზენიტს წარმოადგენს. ძველებმა მრავალი სამყარო მოინახულეს, მაგრამ კ'ტანებისგან განსხვავებით მათ სხვა რასები ანაღვლებდათ. ამიტომ თითოეულ პლანეტაზე ისინი მოაზროვნე არსებებს აგზავნიდნენ. ზოგი ადეპტუს მექანიკუსი თვლის, რომ წარსულში ტერაც მათი სტუმრობის ადგილი იყო. ეს აზრი ეკლეზიარქიის მიერ ყველაზე კარგ შემთხვევაში ერეტიკოსულად ითვლება.


ნეკროტირი:

    ძველები გალაქტიკაში მოგზაურობდნენ და კულტურას ავრცელებდნენ. მაგრამ არსებობდნენ რასები, რომლებიც მათ გარეშე წარმოიშვნენ. ერთ-ერთი ასეთნი იყვნენ ნეკროტირები. შვილნი პლანეტის, რომელსაც არასტაბილური, სასიკვდილო მზე ანათებდა. ასეთი მნათობის გამო ნეკროტირების სიცოცხლე ხანმოკლე და საშინელნი იყო. ამ მოვლენამ ნეკროტირების კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, მათ პლანეტის მაცხოვრებლები მხოლოდ საცოდავი არსებები იყვნენ, რომლებიც გარდაცვლილებისთვის აგებული მავზოლეუმების და მონუმენტების ჩრდილში ცხოვრობდნენ. ნეკროტირებმა მალე გალაქტიკაში გავრცელება დაიწყეს, სტაზისური ველების გამოყენებით. მათი ნელი, არამატერიალური ენერგიით მოძრავი, ცოცხალ მეტალით აგებული ხომალდები გალაქტიკაში დაფრინავდნენ. ერთხელ თავიანთი მოგზაურობის დროს ნეკროტირებმა ძველები აღმოაჩინეს. ძველები, რომელთა ჯადოქრული ძალები საოცრად სწრაფ მოგზაურობას უზრუნველყობდნენ და რომელთა სიცოცხლეც იმდენად გრძელი იყო, რომ ძველები შეიძლებოდა უკვდავებად ჩაგვეთვალა. ამან ნეკროტირებში საშინელი, ყოვლისმომცველი შური გააჩინა. ნეკროტირების მთელი ცივილიზაცია ძველების გასანადგურებლად დაიძრა.






ბრძოლა ზეცაში:

    საშინელ ბრძოლაში ნეკროტირები დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი. მათი ზეგანვითარებული ტექნოლოგია არაფერი იყო ძველების ვარპული ძალის და ჯადოქრობის წინააღმდეგ. ნეკროტირები მალე დამარცხდნენ, ხოლო გადარჩენილები მათ დაბადების პლანეტაზე, ჰალოს ვარსკვლავების მიდამოებში გამოიკეტნენ. ათასწლეულების მანძილზე თავიანთ პლანეტაზე პატიმრობაში მყოფი, დამარცხებულნი და დავიწყებულნი ნეკრონები არ ნებდნებოდნენ. მართალია მათი სიძულვილი და მრისხანება გაცივდა, მაგრამ ძალა არ დაუკარგავს.
    გამანადგურებელი ენერგიების ძიებაში ნეკროტირის მეცნიერები კ'ტანებს, ძველებზე ძლევამოსილ და ასაკოვან არსებებს გადააწყდნენ. ამ დროისთვის კ'ტანები პლანეტებზე ბევრად დიდი, არამატერიალური არსებები იყვნენ, ამიტომ ნეკროტირებმა ცოცხალი მეტალისგან კ'ტანებისთვის მატერიალური ფორმები შექმნეს. არავისთვის არაა ცნობილი თუ როგორ საუბრობდნენ ისინი ამ ძლევამოსილ არსებებად. მაგრამ მალევე კ'ტანები გახდნენ ნეკროტირების მბრძანებლები, რომლებიც თავის მხრივ მათ ნებისმიერ სურვილს სიხარულით ასრულებდნენ.


ნეკრონების ამაღლება:

    აღჭურვილნი კ'ტანებისგან მიღებული გამანადგურებელი იარაღებით და კოსმოსური ხომალდებით, რომლებიც თვალის დახამხამებაში ათასობით ვარსკვლავურ წლებს გადიოდნენ, ნეკროტირები ძველებთან ომის ახალ სტადიაზე გადავიდნენ. მაგრამ კ'ტანებს კიდევ ერთი საჩუქარი ჰქონდათ მათი მოკვდავი მსახურებისთვის. მათ ნეკროტირებს შესთავაზეს გზა სამუდამო სიცოცხლისკენ. ნეკროტირების ოსტატებმა ცოცხალი მეტალისგან შექმნეს სხეულები, რომლებშიც შემდეგ სულები ჩასვეს. ამ მეთოდით თითოეული ნეკროტირის რასის წარმომადგენელი კ'ტანის მონა, ნეკრონი გახდა. მხოლოდ ყველაზე ძლევამოსილებმა და ნებისყოფიანებმა შეინარჩუნეს საკუთარი მე. მაგრამ ნეკრონებისთვის ეს არაფერი იყო. სიძულვილით დაბრმავებულნი ვერაფერს ამჩნევდნენ. მალე რკინის უკვდავი ლეგიონები გალაქტიკის დასაპყრობად დაიძრნენ. საშინელი იყო ნეკრონების ძველი მტრების ბედი. შეუჩერებელი რკინის არმიები ანადგურებდნენ ყველაფერს რასაც კი გზაზე ხვდებოდნენ.



რკინის შეუჩერებელი ლეგიონები:




ამაღლებული ნეკრონები:
    კ'ტანები ეხლა გალაქტიკის მბრძანებლები გახდნენ. ძველების და სხვა მოაზროვნე რასების ბასტიონები ალყაში მოექცნენ. შედარებით მცირე რასებისთვის ნეკრონები სასტიკ მბრძანებლებად იქცნენ. მთელი პლანეტები იჩეხებოდნენ კ'ტანების ამოუწურავი შიმშილის დასაწყნარებლად.


ნეკრონი მბრძანებელი






Only in death does duty end




გაგრძელება იქნება....



ავტორი: EliasWar