დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა.

ნილ გეიმანის Marvel 1602

2001 წელს ნილ გეიმანმა, გრაფიკულის ნოველების აწ უკვე აღიარებულმა მწერალმა და The Sandman-ის შექმნელმა, გადაწყვიტა Marvel-თან ეთანამშრომლა და ბედი მეინსტრიმულ კომიქსში მოესინჯა (უფრო სწორად, თავად Marvel-ისგან მიიღო შემოთავაზება).

არტ შპიგელმანის ომგამოვლილი თაგვი

„როდესაც რამდენიმე დღით ერთ ოთახში ჩაგკეტავენ მშივრებს, იქ სიტყვა "მეგობარი" აღარ არსებობს.“

„უფრო მეტი, ვიდრე ადამიანი“: თეოდორ სტარჯენის ევოლოციური თეორია

„ჩვენ გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ - ფსიქიკური ევოლუცია“.

Showing posts with label ვორჰამერი. Show all posts
Showing posts with label ვორჰამერი. Show all posts

16 May, 2015

Warhammer 40000: კოსმოსური მგლები, ნაწილი II


ქაოსის ძლევამოსილი მეომრის, მოდოქსის დამარცხებისა და კოსმოსური მგლის სტატუსის მოპოვების შემდეგ რაგნარს წინ გაცილებით უფრო დიდი სამყარო ელის, სადაც ერეტიკოსები და სხვა ბნელეთის არსებები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს, სადაც იმპერიის მრავალი მეომარი გმირულად ეცემა ბრძოლის ველზე. თითოეული მათგანი ცდილობს თავიანთი გასაკეთებელი გააკეთოს იმპერიის საზღვრების შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ რაგნარი უკვე იმპერატორის მებრძოლთა რიგებშია, მას მოუწევს უფრო და უფრო მასშტაბური ბრძოლების გადატანა და უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგესთან შერკინება. მისი მოვალეობა განუწყვეტლივ იზრდება.



უილიამ კინგის ,,კოსმოსური მგლების“ მეორე წიგნში, მკითხველს უფრო მასშტაბური ბრძოლები ელის წინ. მეორე წიგნი, რომელსაც ჰქვია ,,რაგნარის ბრჭყალი“, იწყება იმით, რომ კოსმოსური მგლების ბაზაზე გამოჩნდებიან ინკვიზიტორები, რომელთაც ინკვიზიტორი ივან სტერნბერგი მეთაურობს. ივანი მგლებს განუცხადებს, რომ მისი პლანეტა აერიუსი საშინელ განსაცდელშია. გავრცელდა რაღაც დაავადება, რომელიც საათში მილიონობით მცხოვრების სიცოცხელს იწირავს. ასე თუ გაგრძელდა, მალე პლანეტაზე სიცოცხლე აღარ იქნება. ივანის აზრით, ეს უბრალო დაავადება არ არის, მასში ბნელი მაგიაც ურევია, რაც სასიკვდილოა ნებისმიერი მოკვდავისთვის. ივანის აზრით, ამ დაავადების განკურნება შეიძლება მხოლოდ ლიკოსის თილისმის საშუალებით, რომლის ნაწილებიც გაბნეულია სხვადასხვა ადგილას. ერთი ნაწილი სწორედ მგლების საცავში ინახება. ბევრი ჭოჭმანის შემდეგ, გადაწყდება, რომ ინკვიზიტორს მისცემენ თილისმის ნაწილს, თუმცა სამაგიეროდ ინკვიზიტორს გაყვება მგლების გუნდი, რომელიც ამასთანავე თილისმის მცველები იქნებიან. ამ სპეციალურ გუნდში იქნება რაგნარი თავის თანამებრძოლებთან ერთად, ხოლო მეთაური კი სერჟანტი ჰაკონი. მაშასადამე, რაგნარის შემდეგი მისია სწორედ თილისმის სხვა ნაწილების ადგილმდებარეობის დადგენა და ხელში ჩაგდებაა. მის გუნდს სწორედ ინკვიზიტორთა რაზმთან ერთად მოუწევს მოგზაურობა.

                                                                                     ინკვიზიტორი

მეორე წიგნში შემოდის ძალიან საიტნერესო პერსონაჟი, ინკვიზიტორ ივან სტერნბერგის მოწაფე, კარა ისაანი. როდესაც ჩვენი მთავარი გმირი და კარა მარტო დარჩებიან, რაგნარი მასთან საუბრისას აღმოაჩენს, რომ იგი არის ერთ-ერთი საიკერთაგანი, ერთგვარი ჯადოქარი, რომელსაც აქვს უნიკალური მენტალური უნარი მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური მართვის. რაგნარი როდესაც შეეცდება ნაბიჯის გადადგმას, აღმოაჩენს, რომ სხეული არ ემორჩილება. თუმცა, კარას გასაოცრად, რაგნარი მაინც შეძლებს კარას ეფექტისგან თავის დაძვრენას, რაც თითქმის წარმოუდგენელია ხოლმე. კარა ამ დროს ეტყვის რაგნარს, რომ იგი არ ჰგავს სხვა კოსმოსურ მგლებს, მის ბუნებაში ცხოვრობს რაღაც ძლევამოსილი არსება, რომელიც გამუდმებით უნდა აკონტროლოს. მომავალში, კარა სწორედ იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი იქნება, ვისთანაც ერთადაც მოუწევს რაგნარს ბრძოლა თილისმანის დასაბრუნებლად. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყობიან.


                                                                                          საიკერი

ბუნებრივია, მოგზაურობისას ძალიან ბევრი თავგადასავალი გადახდებათ კოსმოსურ მგლებს ინკვიზიტორთა არმიასთან ერთად. რაგანრს მოუწევს შებრძოლება ისეთ არსებებთან, რომლებთანაც აქამდე არ უბრძოლია. ნამდვილი ბრძოლა კი მაშინ იწყება, როდესაც იგი იძულებული გახდება ორკების არმიას დაუპირისპირდეს, რომლის მეთაურსაც უკიდია თილისმის ნაწილი, რაც ორკს განუზომელ ძალას ანიჭებს. ეს არის თილისმის მეორე ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიპოვონ პლანეტის გადასარჩენად. მეთაური გარშემორტყმულია ათასობით ორკით, რომელთა დაცვის გარღვევაც წარმოუდგენელია რამდენიმე ერთეული ჯარისკაცის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კოსმოსური მგლები არიან. აქ იმოქმედებს უკვე კარა ისაანი, რომელიც თავისი ჯადოქრობის წყალობით შეძლებს უჩუმრად რაგნარისა და მისი თანამებრძოლების შეპარვას მეთაურის კოშკში და იქ გაუმართავენ ბრძოლას ველურ ბარბაროსს. როგორ დამთავრდება ეს შერკინება, ამას მკითხველი თავად წაიკითხავს.

                                                                                 
რაც შეეხება თილისმის მესამე ნაწილს, ის მდებარეობს მკვდარ მზე კორეალისთან. მისი წარმატებით აღმოჩენის შემდეგ მათ უკვე აქვთ მთლიანი თილისმა, რომელიც უნდა მიიტანონ პლანეტა აერიუსზე მდებარე შავ პირამიდასთან, საიდანაც ინკვიზიტორის აზრით, ისინი შეძლებენ დაავადების განკურნებას. თილისმა იყო ერთგვარი გასაღები პირამიდაში შესასვლელად, თუმცა სანამ უშუალოდ გააქტიურებდნენ გასაღებს, პირამიდაში მათ ძველი მღვდლის ჰოლოგრამა გამოეცხადათ, რომელმაც უთხრა არავითარ შემთხვევაში არ აემოქმედებინათ საკეტი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, პლანეტალური მასშტაბის უბედურებას ექნებოდა ადგილი. თუმცა მგლებმა და ინკვიზიტორებმა არ დაიჯერეს, რის შედეგადაც საკეთი გააქტიურეს. ეს კი სანანებლად დაუჯდათ. შავ პირამიდაში დამწყვდეული იყო ძლევამოსილი დემონი, ნარგლის პრინცი ბოჩულასი. რომელიც ათასობით წლის წინ საიკერებმა შესძლეს დაემწყვდიათ უძველესი მაგიის გამოყენებით, ახლა კი ის თავისუფალი იყო. იმის გაანალიზების შემდეგ, რომ გალაქტიკას სასიკვდილო განაჩენი გამოუატანეს, ჩვენმა პერსონაჟებმა დაიწყეს უკვე იმაზე ზრუნვა, თუ როგორ დაემარცხებინათ დემონი, რომლის მოკვლის შანსი თეორიულადაც არ იყო. ერთადერთი საშუალება იყო ისევ დამწყვდევა, ეს კი ურთულესი პროცესი გახლდათ. ამ ეპიკურ ბრძოლას თქვენ წაიკითხავთ მეორე წიგნში, რომელიც სწორედ რომ 2 მასშტაბური ბრძოლით გამოირჩევა პირველი წიგნისგან და რომელშიც ნამდვილად იგრძნობა ვორჰამერის სამყაროს სული.


                                                                                    დემონი ბოჩულასი






ავტორი: გიორგი წერეთელი

13 December, 2014

Warhammer 40000 - სამყაროს ისტორია Vol.2


შორეული მომავლის ბნელ სისასტიკეში არის მხოლოდ ომი...

    მალე კ'ტანებმა ერთმანეთში ბრძოლა დაიწყეს როგორც შეჯიბრებისთვის, ასევე გართობისთვის. ელდარების მითები ამბობენ, რომ ცექორახმა მოატყუა კ'ტანი სახელით 'გვერძემდგომი' და ძმებს აუმხედრა. ომი საშინელი იყო, მთელი მზის სისტემები იწოვებოდა კ'ტანების მიერ შექმნილი შავი ხვრელებით. განადგურებული ქალაქების ადგილზე ახლები შენდებოდა, მაგრამ მალევე ნადგურდებოდა. კ'ტანები ერთმანეთს ანადგურებდნენ...
    ძველებს არ სძინავდათ. ასეთი არეულობის დროს მათ მოახერხეს და საოცარი ტექნოლოგიებით ჩამოაყალიბეს ახალი რასები, რომლებსაც ვარპთან ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ და იმატერიუმს შეუფერხებლად იყენებდნენ. ლეგენდის თანახმად ამ დროს შეიქმნენ პირველი ელდარები.


 ტალღა ბრუნდება
    ახალი რასები გალაქტიკაში გაიბნენ და ნეკრონების დანაწილებულ იმპერიას შეუტიეს. კ'ტანების მსახურების გამანადგურებელ ტექნოლოგიას ისინი ვარპული ძალებით უპირისპირდებოდნენ, რადგან უსულო ნეკრონებისთვის ფსიქიკური ჯადოქრობა ანათემა იყო. როგორი ძლიერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ კ'ტანების რკინის ლეგიონები ისინი ძველების და ახალგაზრდა რასების შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.
განადგურების რისკის წინაშე მყოფი კ'ტანები გაერთიანდნენ და შეადგინეს გრანდიოზული გეგმა, რომელიც მთელ მატერიალურ სამყაროს ვარპს მოსწყვეტდა. ამ პროექტის შედეგები ეხლაც შეიძლება ვიპოვოთ კადიაზე, სადაც დიდი პილონები ქმნიან მშვიდ გზას ტერორის თვალში. კ'ტანები შეუჩერებლად მუშაობდნენ, მაგრამ ათასწლეულის წინ ძველების მიერ შექმნილი ფსიქიკურად აქტიური რასები ნაკლები გამოვლინდა. მატერიალური ომი, განადგურება და სისხლისღვრა ვარპში ფსიქიკური ძალის საშუალებით გადადიოდა. ამდენი ემოციის ნაკრებმა იმატერიუმი შეძრა და მალევე უაზრო ფსიქიკური ენერგიები ვარპის საშინელ მტაცებლებად გადააქცია. მალევე მათ გაანადგურეს სუსტი ფსაიკერები და იმატერიუმი ქაოსის ტერიტორიად აქციეს.






დამმონებლების ჭირი
    ვარპის მტაცებლები შეუჩერებლად ეძებდნენ გზებს რეალურ სამყაროში. მათგან დასაცავად ძველებმა კიდევ ახალი რასები შექმნეს, რომლებშიც იყვნენ ტექნოლოგიური მიმიკი ჯოკაეროები, მწვანე კანიანი კრორკები, ახლანდელი ორკების წინაპრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ძველების ქსელში ხვრელები გაჩნდა, ამიტომ მათ თავიანთი ხელებით გაანადგურეს რამოდენიმე პორტალი, რადგან პლანეტები იმატერიუმის მცხოვრებლებისგან დაეცვათ.
    ყველაზე საშიშნი ვარპის არსებებიდან იყვნენ დამმონებლები. მათ შეეძლოთ სხვა რასების წარმომადგენლები დაემონებიათ და ფსაიკერების საშუალებით მატერიალურ სამყაროში პორტალები გაეხსნათ. მალე ძველების მიერ შექმნილი რასები საშინელი დამმონებლების მსახურები გახდნენ. ამან ძველების მმართველობა გალაქტიკაზე სამუდამოდ გაანადგურა. როდესაც ზეცაში ომი დასრულდა გალაქტიკა აპოკალიფსს მიუახლოვდა, როდესაც მატერიალურ სამყაროში დამმონებლების აურაცხელმა რაოდენობამ შემოაღწია.


 ნეკრონების დაძინება
    სადისტური სიამოვნებით უყურებდნენ ნეკრონები თუ როგორ ნადგურდებოდნენ ძველები. კ'ტანებმა დამმონებლებთან ომში წასვლას სიმშვიდე არჩიეს, ამიტომ ამ ვარპულ ჯადოქრებს გალაქტიკის დამონების ნება მისცეს. თვითონ კი უატმოსფერო, მკვდარ პლანეტებზე აკლდამები აიშენეს.
    თავიანთ მსახურებთან ერთად კ'ტანებმა ამ აკლდამებში დაიძინეს. სტაზის ველები გააქტიურეს და დამონტაჟებული პროტოკოლებით მხოლოდ მაშინ ჩაირთვებოდნენ, როდესაც პლანეტაზე ცოცხალ არსებები აღმოჩნდებოდა. კ'ტანების ამ საშინელმა გეგმამ აეონების შემდეგ, 41-ე ათასწლეულში იმოქმედა, როდესაც ადამიანების წინდაუხხედაობით ნეკრონები გაცოცხლდნენ. კ'ტანები აღფრთოვანდნენ გალაქტიკით, რომელიც სასიცოცხლო ძალით ფეთქავდა. ამდენი ომი მოსაგები, ამდენი სიცოცხლე გასანადგურებელი, ამდენი ცივილიზაცია დასანგრევი...

 ადამიანის ერა
    კ'ტანები და მათი მსახური ნეკრონები მილიონობით წლით გამოიკეტნენ აკლდამებში. უფრო მცირე რასებმა კი გამანადგურებელი ომის შედეგებიდან აღმოცენება დაიწყეს. ყველაზე დიდ შედეგს ელდარებმა მიაღწიეს, რომლების სატახტო პლანეტა ეხლანდელი ტერორის თვალში მდებარეობდა. მათ თითქმის სრულყოფილი იმპერია შექმნეს.
დედამიწაზე(მომავალში ტერაზე) ადამიანთა ცივილიზაციამ დაიწყო ზრდა. შორეულ მომავლამდე ჩვენი პლანეტის ისტორია 'სინამდვილეს' ემთხვევა.
    ტერას ანუ პროგრესის ერის დროს ადამიანებმა ახლომდებარე პლანეტების კოლონიზაცია დაიწყეს. ნელ-ნელა ყველასთვის შეუმჩნეველი რასა ვითარდებოდა...
მაგრამ თავის ტექნოლოგიურ ზენიტს ადამიანთა მოდგმამ ტექნოლოგიის ბნელ ერაში მიაღწია, როდესაც ჩვენმა რასამ ვარპის მანიპულაცია ისწავლა. შეიქმნენ პირველი ვარპული ხომალდები და ნავიგატორების დახამრებით მათ მატერიალური სამყაროს ბევრად სწრაფად გავლა დაიწყეს. ადამიანებმა მალე გალაქტიკის კოლონიზაცია დაიწყეს და ელდარების იმპერიას რამოდენიმე პლანეტით თუ ჩამორჩებოდნენ.
    მეცნიერება უფრო ღრმად წავიდა. შეიქმნა 'რკინის ხალხი', მოაზროვნე რობოტები, რომლებიც მალე თავიანთი შემქმნელების წინააღდეგ აჯანყდნენ. ადამიანებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ძალიან დიდ ფასად. ამ შემთხვევის გამო ხელოვნური ინტელექტის შექმნა აიკრძალა. რკინის კაცების დამარცხების შემდეგ ადამიანების გაჭირდევაბ არ დასრულებულა. ადგილი იჩინა ფსიქიკურმა მუტაციებმა და უკონტროლო ფსაიკერები მთელს პლანეტებს იწირავდნენ. ხალხი იმ დონემდე მივიდა, რომ მცირედი ეჭვის ნიადაგზეც კი 'ალქაჯებს' ცეცხლს აძლევდნენ ან წამებაში ხდიდნენ სულს. თუმცა ადამიანთა მოდგმის ყველაზე საშინელი მომენტი 24-ე ათასწლეულში მოხდა. ელდარები კომფორტის და სიამოვნების იმ დონემდე მივიდნენ, რომ საერთო ემოციებით ვარპში ახალი არსება სლაანეში შექმნეს. სლაანეშის დაბადება საშინელი იყო. ფსიქიკურ კატაკლიზმში ელდარების იმპერიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. მათი სატახტო ქალაქის ადგილზე გაჩნდა ტერორის თვალი, პირდაპირი გზა არამატერიალურ სამყაროში. ასეთი ძალის გამოფრქვევამ ადამიანებში სრულიად გამოაღვიძა ფსიქიკური პოტენციალი. 'ალქაჯები' უფრო ბევრნი და ძლიერნი გახდნენ. ამის მეტიც, მთელი გალაქტიკა ვარპულ შტორმებში ჩაიძირა, რის გამოც პლანეტები ერთმანეთს ვერ უკავშირდებოდნენ. ადამიანთა მოდგმამ სიბნელის ხანაში შეაბიჯა. ყოფილი ადამიანთა ცივილიზაციის პლანეტები ბირთვულმა ომებმა გაანადგურეს, ზოგნი ქსენოსების ან ქაოსის მონები გახდნენ, ზოგმა აკრძალულ ტექნოლოგიებს მიმართა და ა.შ.


 იმპერატორი და ტერას დამორჩილება
    დედამიწა(ტერა) ასევე შინაგანი ომების ქაოსში ჩაეფლო. შეშლილი მეფეები, ამბიციური ჯადოქრები და ტექნო-ბარბაროსები პლანეტას შეუწყვეტელი ომებით ანადგურებდნენ. გამარჯვებული არავინ ჩანდა, პლანეტას კი სრული ამოწყვეტის საშიშროება ემუქრებოდა. ამ სიკვდილის და ომის ხანაში სხვა მმართველებს გამოეყო ერთი, ყველაზე ჭკვიანი და ძლევამოსილი. არსება, რომელიც მომავალში ადამიანთა მოდგმის იმპერატორის სახელით გახდება ცნობილი.
    საუკუნეების წინ დაბადებულმა და ადამიანთა რასის ჩუმმა კუსტოდიანელმა თავი გამოააშკარავა. მისი გენიით შეიქმნენ გენმოდიფიცირებული მეხის მეომრები, რომლის დახმარებითაც იმპერატორმა ომი დაიწყო. მეხის მეომრები, არიკ ტარანისის მეთაურობით ძლევამოსილ, შეუჩერებელ არმიას წარმოადგენდნენ. ტექნო-ბარბაროსები წკუტუნით იხევდნენ უკან, როდესაც რუხ ჯავშანში გამოწყობილი გოლიათები მათ ქალაქებს უტევდნენ. იმპერატორის პირადი ხელმძღვანელობით ტერაზე ყველა ტირანი დაემხო, ხოლო მეხის მეომრებმა თავი არარატის მთასთან, უკანასკნელი ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწირეს.







ავტორი: EliasWar