09 December, 2014

ბეტმენის პირველი ქართულენოვანი კომიქსი საქართველოში


    ვინც არ იცის, რა არის DC კომიქსი, მოკლე ინფორმაცია მათთვის

DC კომიქსი (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications). გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანია Warner Bros. Entertainment. DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. ბოროტი გმირებიდან კი უნდა აღინიშნოს ჯოკერი, ლექსი ლუტორი, ქალი კატა და .. ინიციალი "DC" შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტივური კომიქსების მიხედვით(Detective Comics). და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა


    რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გადავწყდი გვერდს, რომელსაც ჰქვია ,,ბეტმენი/DC კომიქსი". (საყურადღებო ფაქტია, რომ გვერდს მხოლოდ 180 მოწონება ჰქონდა). თავიდან ვიფიქრე, მორიგი ფან გვერდი იქნება ქართველი თინეიჯერის მიერ გაკეთებული-მეთქი, რომელსაც ბეტმენზე ფილმები უნახავს, გადაწყვიტა ყველაფერი იცის მის შესახებ და ფან გვერდიც დააფუძნა-მეთქი. სიმართლე რომ ვთქვა განთავსებული პოსტები სხვა რამე სერიოზულის გაფიქრების საფუძველს არც მაძლევდა, რომ არა რამდენიმე სურათი ალბომში, სადაც აშკარად იკითხებოდა, რომ ვიღაცამ ბეტმენის კომიქსის ქართულად თარგმნა და გამოცემა დაიწყო
    მოკლედ რომ ვთქვათ  დიახ, თქვენ შეძლებთ იყიდოთ ბეტმენის კომიქსის 1-ელი ნომერი ქართულ ენაზე 3 ლარად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ მარჯანიშვილის მეტროსთან არსებულ საგაზეთო ჯიხურებში იყიდებააი, ზუსტად მეტროს  წინ, ერთი ქალბატონი ყიდის გაზეთებს დახლზე და მას აქვს
აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ კომიქსი გამოიწეროთ ადგილზე მიტანით. ამ შემთხვევაში ღირებულებას ემატება 50 თეთრი. (ანუ ჯამში 3.50.  3 ლარი კომიქსის, 50 თეთრი მიტანის საფასური) დარეკეთ:  597 17 33 21 / 598 44 01 19
    ვინ არის კომიქსის გამომცემელი, ხალხი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს ჯერჯერობით უცნობია. არანაირი ინფრომაცია არ უდევთ ფეისბუქის გვერდზე, რა კომპანიაა, რა გეგმები აქვთ მომავალში და ..  ფეისბუქის გვერდის საშუალებითაც საკმაოდ ინერტულად აპიარებენ პროდუქტს.
    თვითონ კომიქსზე რა შეიძლება ითქვას. ჩემი აზრით, იდეალურად არის შერჩეული ქართული ბაზრისთვის. კომიქსის პოპულარიზებისთვის, უმნიშვნელოვანესია გმირის შერჩევა. ამჟამად ბეტმენზე პოპულარული გმირი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. საქართველოშიც ბევრი იცნობს და ორმაგად საინტერესო უნდა იყოს. აუდიტორიის ფსიქოლოგიაზე თამაშს თავი რომ დავანებოთ, თვითონ აღნიშნული კომიქსია ძალიან საინტერესო. 2014 წლიდან გამოდის, სადღაც სამოცამდე ნომერია გამოსული და კომიქსის მოყვარულებშიც შესანიშნავი შეფასებები აქვს მიღებული. როგორც კი წაიკითხავთ თვითონაც მიხვდებით, რომ საინტერესო ისტორია გელოდებათ წინ. პირველივე ფურცლებიდან ჩანს ბნელი გოთჰემი, დაძაბული მოქმედება ქალაქის ქუჩებში, სადაც კომისარი გორდონი და პროფესორი ფიგი ცდილობენ ერთმანეთის დახოცვას, იქვე ბეტმენიც, გამოცდილი კომისარის საბედისწერო ,,შეცდომა" და ძალიან ჩამთრევი დასასრული, აი მოუთმენლად რომ დაელოდები შემდეგ ნომერს, ნეტავ რა მოხდებაო.





    ამ პოსტში გადავწყვიტე შენიშვენები და კრიტიკა არ დამეწერა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია რაც აუცილებლად უნდა გამოასწორონ ავტორებმა. ამ საქმის დაწყება მისასალმებელია და საწყის ეტაპზე მადლობის თქმის მეტი არაფერი დაგვრჩენია. კრიტიკა შემდეგისთვის გადავდოთ.

   გვინდა კომიქსები პოპულარიზება? გვინდა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის? ორ ძალიან მარტივი ხერხეს გასწავლით:

    1.  მიდიხართ მარჯანიშვილის მეტროს წინ და ყიდულობთ კომიქსს. (ფასი 3 ლარი. ამაზე იაფად უბრალოდ წარმოუდგენელია რამე ღირებული შეიქმას)
    2.  გადადიხართ ფეისბუქის გვერდზე, იწონებთ, აზიარებთ და იწვევთ მეგობრებს: https://www.facebook.com/BatmanET?ref=ts&fref=ts

 კომიქსს მოყვება ბეტმენის პლაკატი და 3 ცალი სტიკერი.